წვდომის მენიუ

შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-26-2 / 390

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2026 16:53

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2026

შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „სისტემა გამა“ (ს/ნ 203850234);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 27 აგვისტო;

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული    კომისია   (შემდგომში    ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ  კომისიას წერილობით მიმართა შპს „სისტემა გამამ“ (ს/ნ 203850234) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/6292, 07.07.2026) კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „სისტემა გამა“ ითხოვს ლიცენზიის ქვესახეობის ცვლილებას და საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი/შემეცნებითი) მაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც წერილშია აღნიშნული მსმენელთა მოთხოვნაა, რომ უპირატესობა მიენიჭოს მუსიკალურ და შემეცნებით პროგრამებს, აგრეთვე კომპანიას არ აქვს საინფორმაციო გამოშვებების ხარისხიანად მომზადებისთვის საჭირო რესურსები.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სისტემა გამა“ კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებით ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

 

განთავსების ადგილი

სიხშირე

(მჰც)

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

 

 

 

 

 

(მ)

 

 

 

ქ. თბილისი

 

 

104.3

 

 

FM

 

 

V

 

 

წრიული

 

 

500

 

 

41°41'44.88"N

 

44°47'6.11" E

 

 

90

 

 

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2026 წლის 23 ივლისის კომისიის  №გ-26-23/340  გადაწყვეტილებით დაიწყო  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 27 აგვისტო, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „სისტემა გამას“ დირექტორი კონსტანტინე წივწივაძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირება არ გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოებაც, რომ შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზია არ არის გაცემული კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობას წარმოადგენდა საერთო რადიომაუწყებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე.

5. კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „სისტემა გამას“ დირექტორი კონსტანტინე წივწივაძე.   სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლებელია შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის ქვესახეობად საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი/შემეცნებითი) მაუწყებლობის განსაზღვრა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის  382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების:

ა) პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი/შემეცნებითი) მაუწყებლობა;”

ბ) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შპს „სისტემა გამა“ ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს ”სისტემა გამასთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს  ”სისტემა  გამასთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ”სისტემა გამასთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები