წვდომის მენიუ

შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-26-2 / 277

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2026 17:40

მიღების თარიღი ივნისი 18, 2026

შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

განმცხადებელი: შპს „რადიო გურია“ (ს/ნ 405787224);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 18 ივნისი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული    კომისია   (შემდგომში    ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მიმართა შპს „რადიო გურიამ“ (ს/ნ 405787224) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/3962, 20.04.2026; №შ-26-6/5769, 09.06.2026) კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „რადიო გურია“ ითხოვს ბახმაროში გადამცემის განთავსების კოორდინატის ცვლილებას და ბახმაროში განთავსებული გადამცემით მაუწყებლობის დაწყების ვადად 15 ივლისის განსაზღვრას. როგორც წერილშია აღნიშნული ინფრასტრუქტურული კვლევისა და არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, ბახმაროში გადამცემის განთავსების ლოკაცია, რომელიც განსაზღვრულია კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებით, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისთვის მიუწვდომელია. ბახმაროში არსებული რთული კლიმატური პირობებისა და დიდი თოვლის საფარის გამო, საპროექტო წერტილამდე მისვლა და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომავალშიც მსგავსი შეფერხების თავიდან ასაცილებლად, კომპანია ითხოვს თანხმობას გადამცემი სადგურის ხელმისაწვდომ ადგილას, კერძოდ სასტუმრო „ტერასა ბახმაროს“ ტერიტორიაზე განთავსებაზე (ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სასტუმროს მფლობელთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება) და აღნიშნული გადამცემით მაუწყებლობის დაწყების ვადის მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გადაწევას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „რადიო გურია“ აქტიურად ასრულებს სამონტაჟო სამუშაოებს ოზურგეთსა და ჩოხატაურში სადაც სამონტაჟო- საინსტალაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის 4-11 მაისის პერიოდში აღნიშნული წერტილებიდან დაიწყება საცდელი მაუწყებლობა, ხოლო სრული პროგრამით ეთერში გასვლა დაგეგმილია 2026 წლის 1 ივნისს.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო გურია“ კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2035 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით;

ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13;

ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;

თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

შენიშვნა 2: ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად.

შენიშვნა 3: კომისიის თანხმობის შემთხვევაში ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად, მათ შორის სადგურების მდებარეობის.

ი)  სალიცენზიო  გადასახდელი:  უზრუნველყოს  შპს  ”რადიო  გურიამ”  სალიცენზიო გადასახდელის   დარჩენილი  70%-ის  ანუ  4  649.40  (ოთხი  ათას  ექვსას  ორმოცდაცხრა  და  40 თეთრი) ლარის    საქართველოს    ცენტრალურ    სახელმწიფო    ბიუჯეტში    გადახდა    შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22 სახაზინო  კოდი - 300773062

388.00 ლარი  – 2025 წლის 25 ოქტომბრამდე;

388.00 ლარი  – 2025 წლის 25 ნოემბრამდე;

388.00 ლარი  – 2025 წლის 25 დეკემბრამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 იანვრამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 თებერვლამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 მარტამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 აპრილამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 მაისამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 ივნისამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 ივლისამდე;

388.00 ლარი  – 2026 წლის 25 აგვისტომდე;

381.40 ლარი  – 2026 წლის 25 სექტემბრამდე;

კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად შპს “რადიო გურია” ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს 2026 წლის პირველ ივნისამდე (საქმიანობის დაწყებად ითვლება 2026 წლის პირველ ივნისამდე ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ის დაფარვა ).

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2026 წლის 7 მაისის კომისიის №გ-26-23/210 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  კომისიის 2025  წლის  25  სექტემბრის  №გ-25-1/475  გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 11 ივნისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2026 წლის 11 ივნისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო გურიას“ დირექტორი ჯაბა გველებიანი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (№26-10-955, 23.04.2026; №26-10-1023, 04.05.2026; №26-10-1375, 12.06.2026) თანახმად რადიომაუწყებლობის B206 ლიცენზიით ბახმაროში განსაზღვრული გადამცემის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატების (ბახმარო: 41°50′35.17″N 42°19′40.42″E) ახალი კოორდინატებით (41°51′00.63″N,42°20′14.30″E) შეცვლასთან დაკავშირებით, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განხორციელდა თეორიული შედარებითი ანალიზი და მოდელირება, რაც მოიცავდა სამაუწყებლო დაფარვის არეალის პროგნოზირებას და შეფასებას ლიცენზიით განსაზღვრული და მოთხოვნილი წერტილიდან გასხივებული რადიოსიგნალის მიხედვით. მოდელირების შედეგებით დადგინდა, რომ გადამცემის განთავსებით შემოთავაზებული გეოგრაფიული ადგილიდან, შესაძლებელია ზონის დაფარვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულება. ახალი ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ანტენის დაკიდების სიმაღლის კორექტირება და ნაცვლად არსებული 30 მეტრისა, მისი 15 მეტრით განსაზღვრა. ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „რადიო გურიას“ მიერ ბახმაროში განთავსებული გადამცემიდან მაუწყებლობის ვადის 2026 წლის 15 ივლისამდე   გადაწევასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზია გაიცა 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/285 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის  გაცემიდან ერთი  წლის  ვადაში.  შპს  „რადიო  გურიამ“  საკონკურსო  განაცხადში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მიუთითა 2026 წლის პირველი ივნისი, ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ნაცვლად, შესაბამისად პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვრა მის მიერ მითითებული ვადა. ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად საქმიანობის დაწყებად ითვლება 2026 წლის პირველ ივნისამდე ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ის დაფარვა. შესაბამისად ბახმაროში განთავსებული გადამცემით მაუწყებლობის დაწყების განსხვავებული ვადა ვერ დადგინდება. თუმცა ვინაიდან კომპანიის მოთხოვნა ბახმაროში განთავსებული გადამცემიდან მაუწყებლობის ვადის 15 ივლისამდე გადაწევასთან დაკავშირებით დასაბუთებულია და გამოწვეულია ობიექტური მიზეზების გამო, მიზანშეწონილია ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაიწყების ვადის ცვლილება და ნაცვლად 2026 წლის პირველი ივნისისა 2026 წლის 15 ივლისის განსაზღვრა, რაც არ იქნება წინააღმდეგობაში 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/285 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩაითვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია 18 ივნისის სხდომაზე.

5. კომისიის 2026 წლის 18 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო გურიას“ დირექტორი ჯაბა გველებიანი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,   კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2025  წლის  25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების:

ა) პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

შენიშვნა 2: ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად.

შენიშვნა 3: კომისიის თანხმობის შემთხვევაში ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად, მათ შორის სადგურების მდებარეობის.

ბ) მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს 2026 წლის 15 ივლისამდე (საქმიანობის დაწყებად ითვლება 2026 წლის პირველ ივნისამდე ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ის დაფარვა );“

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს ”რადიო გურიასთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს  ”რადიო  გურიასთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს ”რადიო გურიისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   პირველი   პუნქტის   შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები