წვდომის მენიუ

კომისიის 2026 წლის 17 სექტემბრის №გ-26-23 / 424 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 460

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2026 11:12

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2026

კომისიის 2026 წლის 17 სექტემბრის №გ-26-23 / 424 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

კომისიის 2026 წლის 17 სექტემბრის №გ-26-23/424 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის სხდომის თარიღი: 15.10.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული   კომისია   (შემდგომში  ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ  კომისიის 2026 წლის 17 სექტემბრის №გ-26-23/424 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 22 ოქტომბერი, 15:00 საათი.

2. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის სხდომა 2026 წლის 22 ოქტომბრის ნაცვლად გაიმართება 2026 წლის 21 ოქტომბერს, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს კომისიის 2026 წლის 17 სექტემბრის №გ-26-23/424 გადაწყვეტილებაში და შეიცვალოს ზეპირი მოსმენის თარიღი.

II. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით   კომისიამ   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2026 წლის 17 სექტემბრის №გ-26-23/424 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” 2.  ზეპირი  მოსმენის  სხდომა  გაიმართოს  2026  წლის  21  ოქტომბერს  15:00  სთ-ზე,  ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;”

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი № 64)  კო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კმისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები