„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს N გ-23-21/413 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2026 17:12
მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2026
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს N გ-23-21/413 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 8 ოქტომბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) შეტანილი ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 390-IIმს-XIმპ; გამოქვეყნების წყარო, თარიღი: ვებგვერდი, 02/04/2025; სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.102540) მაუწყებლობის ერთ-ერთ სახეობად განისაზღვრა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებელი, კანონის თანახმად, შესაძლოა იყოს ლიცენზიის მფლობელი.
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2026 წლის 17 სექტემბერს მიიღო №6 დადგენილება - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა.
3. კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს N გ-23-21/413 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის“ (შემდგომში - წესი) თანახმად სალიცენზიო მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა. წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია რეკვიზიტები, რომელსაც უნდა შეიცავდეს კერძო მაუწყებლობის, სათემო მაუწყებლობის და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა, მაგრამ არ არის მოცემული ინფორმაცია კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობის შესახებ. ასევე, წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში არ არის ასახული ინფორმაცია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიისთვის მისანიჭებელი კოდისა და რიგითობის შესახებ.
4. შესაბამისად, კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს N გ-23-21/413 გადაწყვეტილების კანონთან და დადგენილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭიროა ცვლილება შევიდეს წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში და მათში განისაზღვროს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის საკითხი.
II. სარეზლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს N გ-23-21/413 გადაწყვეტილებაში და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (გ. ლუკავა) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (გ. ლუკავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
