„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 8 ივნისის N გ-23-22/269 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2026 15:24
მიღების თარიღი ივლისი 30, 2026
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 8 ივნისის N გ-23-22/269 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) 2023 წლის 8 ივნისის Nგ-23-22/269 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესი“ (შემდგომში „სტაჟირების წესი“). სტაჟირების წესი არეგულირებს კომისიაში სტაჟიორის მიღების, მისი უფლებებისა და მოვალეობების, მენტორის,სტაჟირების ხანგრძლივობისა და სტაჟირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2026 წლის 11 ივნისის № გ-26-21/272 გადაწყვეტილებით შეიცვალა კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესი. მანამდე არსებული კონკურსის ორი ფორმის (საჯარო კონკურსი, გამარტივებული კონკურსი) ნაცვლად, განახლებული წესით დამტკიცდა კონკურსის ერთიანი ფორმა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში სტაჟიორის მიღება შესაძლებელია განხორციელდეს კონკურსის წესით, საჭირო გახდა სტაჟირების წესის მოქმედი რედაქციის შესაბამისობაში მოყვანა კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების განახლებულ წესთან.
ცვლილების თანახმად, სტაჟირების გამოცხადებისა და სტაჟიორის შერჩევის შემთხვევაში, პროცესი წარიმართება 2026 წლის 11 ივნისის № გ-26-21/272 გადაწყვეტილებით დამტკიცებული კონკურსის ახალი წესისა და პროცედურების შესაბამისად, მანამდე მოქმედი გამარტივებული კონკურსის ფორმის ნაცვლად. ამასთან, სტაჟირების წესში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა, რომ კომისიის აპარატში სტაჟიორის მიღება შესაძლებელია როგორც კონკურსის წესით, ისე კონკურსის გარეშე, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, VI თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 8 ივნისის N გ-23-22/269 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესი“ თანდართული დანართის სახით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანს) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურვებგვერდზ (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურმა (ს. კაციტაძე).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
