წვდომის მენიუ

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  დასაქმებულთა  მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და  კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” კომუნიკაციების კომისიის  2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/ 570 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-26-19 / 136

გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2026 12:00

მიღების თარიღი მარტი 26, 2026

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერშესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/570 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული   კომისიის (შემდგომში   „კომუნიკაციების კომისია“) 2020 წლის  16 ივლისის Nგ-20-22/570 გადაწყვეტილებით, დამტკიცებულია ,,კომისიაში   დასაქმებულთა  მიერ შესრულებული   სამუშაოს   შეფასე ბის წესი“   და   ,,საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული  კომისიის  აპარატის სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო“. აღნიშნული დოკუმენტებით განისაზღვრება  კომუნიკაციების  კომისიის  აპარატის  თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს    შეფასების    მეთოდი,    მეთოდის    ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები და შეფასების შედეგების გამოყენების ეფექტური გზები, ასევე, კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელთა არამატერიალური და მატერიალური მოტივაციის და კარიერის განვითარების საშუალებები.

ორგანიზაციული და ინდივიდუალური ეფექტიანობის გაზრდისათვის, კომუნიკაციების კომისია მუდმივად  აკვირდება არსებულ მიდგომებს, პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ცვლილებები.

ამ ეტაპზე, გამოიკვეთა სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოში წახალისების ფორმებთან დაკავშირებით ცვლილების საჭიროება და ითვალისწინებს სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული  განვითარების სახელმძღვანელოს მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის ახლებურ რედაქციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს   კანონის  მე-8    მუხლის    პირველი  და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22 / 570 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი N2 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N1);

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში  შედის  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4.   გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს (ს.კაციტაძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები