შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2026 16:03
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2026
შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2185 23.09.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 1 ოქტომბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-2185 23.09.2026) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. მოხსენებითი ბარათიდან (N26-10-2185 23.09.2026) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა შპს „ფორმულას“ მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგს დაექვემდებარა მიმდინარე წლის 14-16 სექტემბრის პერიოდში, მაუწყებლის ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები, შერჩევითად. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა - მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.1 კერძოდ, „მაუწყებლობის
1კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16
შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც,
„იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.2
4. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3 კანონის 54-ე მუხლის მე-
5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4
5. მოხსენებითი ბარათის (N 26-10-2185 23.09.2026) თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს, რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ. წარმოთქმული ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. ქვემოთ მოყვანილია აღნიშნული დარღვევის მაგალითები:
ა) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ცვლილებები ივანიშვილის გუნდსა და უწყებებში“, 17:04 სთ. - სიუჟეტის ავტორი ამბობს - „ოცნების პრემიერი კობახიძე ირწმუნება იმას რომ გელა გელაძემ თავად მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, შემდგომ უკვე
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2.
3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
4 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.
გუნდში გაიარეს კონსულტაციები და ამის შესახებ საზოგადოებამ დღეს დღის 12 საათისთვის გაიგო“.
ბ) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ცვლილებები ივანიშვილის გუნდსა და უწყებებში“, 17:06 სთ. - სიუჟეტის ავტორი ამბობს - „ოცნების პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა ისიც, რომ ხვალ წარუდგენენ კულტურის მინისტრის კანდიდატს, საზოგადოებას. რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ოცნების გუნდში, ოპოზიციისგან აქვს ერთი შეფასება, რომ ახლა შიდა კლანური ბრძოლა მიმდინარეობს, მათ შორის მამუკა მდინარაძის და კობახიძის კადრებისგან სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა და ასევე ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაშინ როდესაც ბოლო წელიწადნახევარში ოთხჯერ იცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ უწყებები ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თავზე აქვს მორგებული.”
გ) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „გელაძე წავიდა - სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი წარუდგინეს“, 17:06 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ქართული ოცნების სუსის ახალი ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი იქნება. ის ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ოცნების პარლამენტი კი მის კანდიდატურას ორ დღეში დაამტკიცებს. ოცნების პრემიერმა ბრიფინგზე ძირითადად ბორაშვილის ბიოგრაფიულ მონაცემებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ის სუსის პირველი კარიერული ხელმძღვანელი იქნება. თვითონ კანდიდატის თქმით კი, 20 წელზე მეტია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ბორაშვილი ამ დრომდე იკავებდა გელა გელაძის მოადგილის თანამდებობას, რომელიც შეცვალა სუსის უფროსის პოსტზე. გელაძის წასვლის შესახებ დღეს მისი Facebook პოსტიდან გახდა ცნობილი. ის ახლა ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ამ უწყებაში ის უკვე მუშაობდა მინისტრად ერთი წლის განმავლობაში. დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც კობახიძემ სუსის ახალი უფროსი წარადგინა, ყოფილი ანუ გელა გელაძე მის გვერდით არ იდგა.” დ) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „მოსამართლეების კანდიდატურის განხილვა“, 17:16 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „შეკრება მანიფესტაციების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები პროპორციულია. ეს შეფასება უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ დავით მამისეიშვილს ეკუთვნის. მას ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მამისეიშვილის თქმით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ნორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. მისი კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ვისაც ნორმა არ მოსწონს, არჩევნები მოიგოს ოთხი წლის შემდეგ, უმრავლესობით მოვიდეს და სისხლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებები შეიტანოს. დავით მამისეიშვილის კანდიდატურა უზენაეს სასამართლოში ასარჩევად ოცნების პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. ეს ადგილი მომავალი წლის აპრილის შემდეგ თავისუფლდება. დღევანდელ სხდომაზე ასევე გახარიას პარტიის წევრებმა წარადგინეს კანონპროექტი რეპრესიული ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით.”
ე) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი; „რუსი ტურისტების წილი საქართველოს ბიუჯეტში“, 17:00 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკას კოლაფსი თუკი ქვეყანაში რუსი ტურისტები აღარ შემოვლენ. ეს რიტორიკა ოცნების პრემიერმა სამთავრობო არხზე დებატებისას განავითარა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ეკონომიკის რეცესია ანუ შემცირებაც დაიწყოს. არადა სამთავრობო პროპაგანდა საზოგადოებას მუდმივად ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაზე ელაპარაკება. რამდენად მდგრადია ეკონომიკა, რომლის ჩამოშლაც რუს ტურისტს შეუძლია და რამდენად დიდია რუსი ტურისტების წილი ქვეყნის ეკონომიკაში? ეკონომისტებისა და სფეროს სპეციალისტების შეფასებებით თამარ დემეტრაშვილი შემოგვიერთდება.”
ვ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „რუსი ტურისტების წილი საქართველოს ბიუჯეტში“, 17:03 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ირაკლი კობახიძე რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. ოთარ ფარცხალაძის აქტიურად გაშუქების შემდეგ კრემლის პროპაგანდისტული მედია ახლა ისევ ოცნების პრემიერს მიუბრუნდა. კობახიძე პირობას დებს, რომ ანტირუსულ განწყობას საქართველოში დასაწყისშივე გაანადგურებს. ამ ტექსტით ოცნების გზავნილებს სააგენტო ტასი და რია ნოვოსტი აშუქებენ. საჭირო მასალა მათ ივანიშვილის პრემიერმა საკუთარი პროპაგანდისტული ეთერიდან მისცა, სადაც რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ოკუპაცია მხოლოდ სამთავრობო დონეზე უნდა იყოს გარჩევის საგანი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ რიტორიკის შემკვეთი თვითონ კრემლია”.
ზ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა კულტურის სამინისტროს ხარჯების გასაჯაროებას სთხოვს“, 17:09 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვის ორგანიზებისთვის დახარჯული თანხის გასაჯაროებას ოცნების ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ლაპარაკია თანხაზე, რომელიც ივანიშვილის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, კულტურის სამინისტროს 3 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა მას არაფერი გამოუქვეყნებია კონტრაქტორების შესახებ, არ პასუხობს არც ჟურნალისტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. ორგანიზაციის შეფასებით, ეჭვებს აძლიერებს მაშინდელი კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის მიმართ მანამდე არსებული პასუხგაუცემელი კითხვებიც, რომლებიც მინისტრობამდე მის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კერძო კომპანიაში მუშაობას უკავშირდება. ამ ხარჯების მიმართ კითხვები კორუფციის მკვლევრებსაც აქვთ."
თ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „მაია ბითაძე კულტურის მინისტრად დაინიშნა“, 17:11 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ამ ეჭვების ფონზე ყოფილი მინისტრის წასვლის შემდეგ კი მორიგი საკადრო გადანაცვლება ივანიშვილის ხელისუფლებაში კულტურის ახალ მინისტრად ოცნების მთავრობაში მაია ბითაძე დაინიშნება. ის ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ბითაძის თქმით, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო სამსახურებში და მზაობა, რომ მოუსმინოს ყველას, ვისაც კულტურის სფერო უყვარს. ამ დრომდე ის ოცნების პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. კულტურის მინისტრის პოზიცია კი ოცნების მთავრობაში ვაკანტური გახდა ივლისის ბოლოს, როცა თინათინ რუხაძემ დატოვა პოსტი, თანამდებობიდან ისიც ჩვეული მეთოდით Facebook-ში გამოქვეყნებული განცხადებით წავიდა, წასვლის მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.“
ი) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „ერთი წელი ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან“, 17:13 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს - ამ მოწოდებით იკრიბებიან ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან. შეკრების ორგანიზატორია მოძრაობა პროტესტში და ქალი პოლიტიკოსები. ხოშტარია უკვე ერთი წელია პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. ოთხი შვილის დედის დაპატიმრების საბაბად ოცნების ხელისუფლებამ კახა კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერა გამოიყენა, თუმცა მისი თანაგუნდელები დარწმუნებული არიან, რომ სინამდვილეში რეჟიმი ოპოზიციონერ ლიდერს სჯის მისი მხილებისა და არაღიარების გამო. ელენე ხოშტარიას პატიმრობის მოტივად პოლიტიკურს მიიჩნევს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით კრიტიკული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური გაერთიანებებიც. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ალდეს ჯგუფმა. რა ხდება ახლა კანცელარიასთან? მარიკა ბოლქვაძე შემოგვიერთდება იქიდან."
კ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ერთი წელი ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან“, 17:19 სთ. - ახალი ამბების ჟურნალისტი ამბობს - „მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ელენე ხოშტარია ერთი წელია რაც უკანონო პატიმრობაშია. ის დააკავეს კახი კალაძის საპროტესტო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. ამ ხნის მანძილზე დამძიმდა არაერთხელ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მას დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. ამ წუთებში ის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება და, როგორც გითხარით, სოლიდარობას უცხადებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები ხოშტარიას და ითხოვენ კიდევ ერთხელ პოლიტიკოსი ქალის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას.”
ლ) 16 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „განაჩენი გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე”, 17:00 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ქართული ოცნების სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის რამდენიმეთვიანი დახურული პროცესი შესაძლოა დღეს გაიხსნას. უფრო სწორად, მედიას სხდომის იმ ნაწილის მოსმენის საშუალებას მისცემენ, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.”
მ) 16 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ხმის მიცემა ინერციით”, 17:26 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „გახარიას პარტია ითხოვს, რომ ხელახლა ჩატარდეს კენჭისყრა მათ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც ქართული ოცნებისა და მისი სატელიტის ხალხის ძალის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი. პარტიაში ამბობენ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს თითოეული დეპუტატის პოზიცია, ვინ უჭერს მხარს, რეპრესიულ ნორმებს, რომლებიც მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს. ლაპარაკია ინიციატივაზე, რომელიც შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებით მიღებული რეპრესიული ნორმების გაუქმებას ითვალისწინებდა. კანონპროექტი ჩავარდა, თუმცა მას ჰქონდა ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის 16 დეპუტატის მხარდაჭერა. მათ შორის იყვნენ, მაგალითად, ალუდა ღუდუშაური, თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, ნიკოლოზ სამხარაძე, გურამ მაჭარაშვილი. გახარიას პარტიას ოცნების პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს, კანონპროექტს კი 16-ით მეტმა, ანუ სულ 28-მ დაუჭირა მხარი. პირველადი განმარტება, მაგალითად, გია ვოლსკისგან იყო, რომ ინერციით დააჭირეს ხელი კენჭისყრის აპარატს კანონპროექტის სასარგებლოდ.”
ნ) 16 სექტემბერი, 17:00 სთ. Formula news, სიუჟეტი: „საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნა“, 17:27 სთ.
- ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „გამოცხადეს საყოველთაო ამნისტია. მოთხოვნა ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის. მოთხოვნის მიზეზი კი ის არის, რომ პატიმრების რაოდენობა საპატიმროებში დასაშვებ ნორმას აჭარბებს, ამის ფონზე კი მათი პირობები კიდევ უფრო უარესდება. ადვოკატების მიმართვის ადრესატია ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც, რომელსაც მოუწოდებენ შეწყალებულთა რაოდენობა გაზარდოს.”
6. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, მაგალითად: რიგ შემთხვევებში მაუწყებლის წამყვანი/ჟურნალისტი აჟღერებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს და ინფორმაციას აფასებს და მაყურებელს აცნობს საკუთარი დამოკიდებულების/მოსაზრების ფარგლებში. ამასთან, მაუწყებელი სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“,
„ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
7. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 1 ოქტომბერს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
8. კომისიის 2026 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი, მაუწყებელს კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. კომისიის შეტყობინება (Nგ- N გ-25-03/4824, 23.09.26) ავტორიზებულ პირს გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 23 სექტემბერს კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მიღებულია დადასტურება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით შეასრულა და საკითხი განიხილა ავტორიზებული პირის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია: დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
19. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2185 23.09.2026);
20. შპს „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;
21. შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ- N გ-25-03/4824, 23.09.26)
სხდომაზე მოწვევის თაობაზე დაა აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დოკუმენტი;
22. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
23. შპს „ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.
24. შპს „ფორმულას“ ეთერში, სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2026 წლის 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:
ა) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ცვლილებები ივანიშვილის გუნდსა და უწყებებში“, 17:04 სთ. - სიუჟეტის ავტორი ამბობს - „ოცნების პრემიერი კობახიძე ირწმუნება იმას რომ გელა გელაძემ თავად მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, შემდგომ უკვე გუნდში გაიარეს კონსულტაციები და ამის შესახებ საზოგადოებამ დღეს დღის 12 საათისთვის გაიგო“.
ბ) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ცვლილებები ივანიშვილის გუნდსა და უწყებებში“, 17:06 სთ. - სიუჟეტის ავტორი ამბობს - „ოცნების პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა ისიც, რომ ხვალ წარუდგენენ კულტურის მინისტრის კანდიდატს, საზოგადოებას. რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ოცნების გუნდში, ოპოზიციისგან აქვს ერთი შეფასება, რომ ახლა შიდა კლანური ბრძოლა მიმდინარეობს, მათ შორის მამუკა მდინარაძის და კობახიძის კადრებისგან სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა და ასევე ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაშინ როდესაც ბოლო წელიწადნახევარში ოთხჯერ იცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ უწყებები ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თავზე აქვს მორგებული.”
გ) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „გელაძე წავიდა - სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი წარუდგინეს“, 17:06 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ქართული ოცნების სუსის ახალი ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი იქნება. ის ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ოცნების პარლამენტი კი მის კანდიდატურას ორ დღეში დაამტკიცებს. ოცნების პრემიერმა ბრიფინგზე ძირითადად ბორაშვილის ბიოგრაფიულ მონაცემებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ის სუსის პირველი კარიერული ხელმძღვანელი იქნება. თვითონ კანდიდატის თქმით კი, 20 წელზე მეტია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ბორაშვილი ამ დრომდე იკავებდა გელა გელაძის მოადგილის თანამდებობას, რომელიც შეცვალა სუსის უფროსის პოსტზე. გელაძის წასვლის შესახებ დღეს მისი Facebook პოსტიდან გახდა ცნობილი. ის ახლა ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ამ უწყებაში ის უკვე მუშაობდა მინისტრად ერთი წლის განმავლობაში. დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც კობახიძემ სუსის ახალი უფროსი წარადგინა, ყოფილი ანუ გელა გელაძე მის გვერდით არ იდგა.”
დ) 14 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „მოსამართლეების კანდიდატურის განხილვა“, 17:16 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „შეკრება მანიფესტაციების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები პროპორციულია. ეს შეფასება უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ დავით მამისეიშვილს ეკუთვნის. მას ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მამისეიშვილის თქმით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ნორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. მისი კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ვისაც ნორმა არ მოსწონს, არჩევნები მოიგოს ოთხი წლის შემდეგ, უმრავლესობით მოვიდეს და სისხლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებები შეიტანოს. დავით მამისეიშვილის კანდიდატურა უზენაეს სასამართლოში ასარჩევად ოცნების პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. ეს ადგილი მომავალი წლის აპრილის შემდეგ თავისუფლდება. დღევანდელ სხდომაზე ასევე გახარიას პარტიის წევრებმა წარადგინეს კანონპროექტი რეპრესიული ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით.”
ე) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი; „რუსი ტურისტების წილი საქართველოს ბიუჯეტში“, 17:00 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკას კოლაფსი თუკი ქვეყანაში რუსი ტურისტები აღარ შემოვლენ. ეს რიტორიკა ოცნების პრემიერმა სამთავრობო არხზე დებატებისას განავითარა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ეკონომიკის რეცესია ანუ შემცირებაც დაიწყოს. არადა სამთავრობო პროპაგანდა საზოგადოებას მუდმივად ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაზე ელაპარაკება. რამდენად მდგრადია ეკონომიკა, რომლის ჩამოშლაც რუს ტურისტს შეუძლია და რამდენად დიდია რუსი ტურისტების წილი ქვეყნის ეკონომიკაში? ეკონომისტებისა და სფეროს სპეციალისტების შეფასებებით თამარ დემეტრაშვილი შემოგვიერთდება.”
ვ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „რუსი ტურისტების წილი საქართველოს ბიუჯეტში“, 17:03 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ირაკლი კობახიძე რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. ოთარ ფარცხალაძის აქტიურად გაშუქების შემდეგ კრემლის პროპაგანდისტული მედია ახლა ისევ ოცნების პრემიერს მიუბრუნდა. კობახიძე პირობას დებს, რომ ანტირუსულ განწყობას საქართველოში დასაწყისშივე გაანადგურებს. ამ ტექსტით ოცნების გზავნილებს სააგენტო ტასი და რია ნოვოსტი აშუქებენ. საჭირო მასალა მათ ივანიშვილის პრემიერმა საკუთარი პროპაგანდისტული ეთერიდან მისცა, სადაც რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ოკუპაცია მხოლოდ სამთავრობო დონეზე უნდა იყოს გარჩევის საგანი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ რიტორიკის შემკვეთი თვითონ კრემლია”.
ზ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა კულტურის სამინისტროს ხარჯების გასაჯაროებას სთხოვს“, 17:09 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვის ორგანიზებისთვის დახარჯული თანხის გასაჯაროებას ოცნების ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ლაპარაკია თანხაზე, რომელიც ივანიშვილის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, კულტურის სამინისტროს 3 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა მას არაფერი გამოუქვეყნებია კონტრაქტორების შესახებ, არ პასუხობს არც ჟურნალისტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. ორგანიზაციის შეფასებით, ეჭვებს აძლიერებს მაშინდელი კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის მიმართ მანამდე არსებული პასუხგაუცემელი კითხვებიც, რომლებიც მინისტრობამდე მის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კერძო კომპანიაში მუშაობას უკავშირდება. ამ ხარჯების მიმართ კითხვები კორუფციის მკვლევრებსაც აქვთ."
თ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „მაია ბითაძე კულტურის მინისტრად დაინიშნა“, 17:11 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ამ ეჭვების ფონზე ყოფილი მინისტრის წასვლის შემდეგ კი მორიგი საკადრო გადანაცვლება ივანიშვილის ხელისუფლებაში კულტურის ახალ მინისტრად ოცნების მთავრობაში მაია ბითაძე დაინიშნება. ის ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ბითაძის თქმით, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო სამსახურებში და მზაობა, რომ მოუსმინოს ყველას, ვისაც კულტურის სფერო უყვარს. ამ დრომდე
ის ოცნების პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. კულტურის მინისტრის პოზიცია კი ოცნების მთავრობაში ვაკანტური გახდა ივლისის ბოლოს, როცა თინათინ რუხაძემ დატოვა პოსტი, თანამდებობიდან ისიც ჩვეული მეთოდით Facebook-ში გამოქვეყნებული განცხადებით წავიდა, წასვლის მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.“
ი) 15 სექტემბერი, 17:00 სთ, formula news, სიუჟეტი: „ერთი წელი ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან“, 17:13 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს - ამ მოწოდებით იკრიბებიან ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან. შეკრების ორგანიზატორია მოძრაობა პროტესტში და ქალი პოლიტიკოსები. ხოშტარია უკვე ერთი წელია პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. ოთხი შვილის დედის დაპატიმრების საბაბად ოცნების ხელისუფლებამ კახა კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერა გამოიყენა, თუმცა მისი თანაგუნდელები დარწმუნებული არიან, რომ სინამდვილეში რეჟიმი ოპოზიციონერ ლიდერს სჯის მისი მხილებისა და არაღიარების გამო. ელენე ხოშტარიას პატიმრობის მოტივად პოლიტიკურს მიიჩნევს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით კრიტიკული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური გაერთიანებებიც. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ალდეს ჯგუფმა. რა ხდება ახლა კანცელარიასთან? მარიკა ბოლქვაძე შემოგვიერთდება იქიდან." კ) 15 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ერთი წელი ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან“, 17:19 სთ. - ახალი ამბების ჟურნალისტი ამბობს - „მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ელენე ხოშტარია ერთი წელია რაც უკანონო პატიმრობაშია. ის დააკავეს კახი კალაძის საპროტესტო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. ამ ხნის მანძილზე დამძიმდა არაერთხელ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მას დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. ამ წუთებში ის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება და, როგორც გითხარით, სოლიდარობას უცხადებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები ხოშტარიას და ითხოვენ კიდევ ერთხელ პოლიტიკოსი ქალის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას.”
ლ) 16 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „განაჩენი გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე”, 17:00 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ქართული ოცნების სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის რამდენიმეთვიანი დახურული პროცესი შესაძლოა დღეს გაიხსნას. უფრო სწორად, მედიას სხდომის იმ ნაწილის მოსმენის საშუალებას მისცემენ, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.”
მ) 16 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „ხმის მიცემა ინერციით”, 17:26 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „გახარიას პარტია ითხოვს, რომ ხელახლა ჩატარდეს კენჭისყრა მათ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც ქართული ოცნებისა და მისი სატელიტის ხალხის ძალის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი. პარტიაში ამბობენ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს თითოეული დეპუტატის პოზიცია, ვინ უჭერს მხარს, რეპრესიულ ნორმებს, რომლებიც მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს. ლაპარაკია ინიციატივაზე, რომელიც შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებით მიღებული რეპრესიული ნორმების გაუქმებას ითვალისწინებდა. კანონპროექტი ჩავარდა, თუმცა მას ჰქონდა ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის 16 დეპუტატის მხარდაჭერა. მათ შორის იყვნენ, მაგალითად, ალუდა ღუდუშაური, თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, ნიკოლოზ სამხარაძე, გურამ მაჭარაშვილი. გახარიას პარტიას ოცნების პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს, კანონპროექტს კი 16-ით მეტმა, ანუ სულ 28-მ დაუჭირა მხარი. პირველადი განმარტება, მაგალითად, გია ვოლსკისგან იყო, რომ ინერციით დააჭირეს ხელი კენჭისყრის აპარატს კანონპროექტის სასარგებლოდ.”
ნ) 16 სექტემბერი, 17:00 სთ. formula news, სიუჟეტი: „საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნა“, 17:27 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „გამოცხადეს საყოველთაო ამნისტია. მოთხოვნა ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის. მოთხოვნის მიზეზი კი ის არის, რომ პატიმრების რაოდენობა საპატიმროებში დასაშვებ ნორმას აჭარბებს, ამის ფონზე კი მათი პირობები კიდევ უფრო უარესდება. ადვოკატების მიმართვის ადრესატია ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც, რომელსაც მოუწოდებენ შეწყალებულთა რაოდენობა გაზარდოს.” მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2185 23.09.2026); დარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
25. შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო, კომისიის 2026 წლის 21 მაისის Nგ-26-18/229 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულას“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო, ხოლო კომისიის 2026 წლის 17 ივლისის Nგ-26-18/332 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულას“ დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
მტკიცებულება: კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილება, კომისიის 2026 წლის 21 მაისის Nგ-26-18/229 გადაწყვეტილება, კომისიის 2026 წლის 17 ივლისის N გ-26-18/332 გადაწყვეტილება
3. სამართლებრივი შეფასება ა) მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება
26. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.5
27. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში.
5 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2
28. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
29. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.6 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.7 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.8
31. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.9 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას
6 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49
7 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58
8 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.
9 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05
იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.10
32. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.11 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
ბ) ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა
34. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.12
35. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას,
10 Communications White Paper – A New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communicationswhitepa per_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21
11 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე
„იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,
12 12 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2
რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.13
36. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება.14 ამავდროულად, კანონი უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს.
37. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. რიგ შემთხვევებში მაუწყებლის წამყვანი/ჟურნალისტი აჟღერებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს და ინფორმაციას აფასებს და მაყურებელს აცნობს საკუთარი დამოკიდებულების/მოსაზრების ფარგლებში. ამასთან, მაუწყებელი სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
IV.პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
39. შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის Nგ-26-18/167 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო, კომისიის 2026 წლის 21 მაისის Nგ-26-18/229 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულას“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო, ხოლო კომისიის 2026 წლის 17 ივლისის N გ-26-18 / 332 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულას“ დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო. კომპანიამ მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი
13 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე; კომისიის 2025 წლის 3 ივლისი Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“
14 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე; კომისიის 2025 წლის 3 ივლისი Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“
დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი მსგავსი/ანალოგიური დარღვევა. მის ამ დარღვევას შეესიტყვება ჯარიმა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
40. ვინაიდან, კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 10 000 ლარი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „ფორმულამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (გ. ლუკავა).
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ივანე მახარაძე წევრი
ანი ვაზაგაშვილი წევრი
