წვდომის მენიუ

შპს „ფორმულა მულტიმედიას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 387

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2026 14:30

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2026

შპს „ფორმულა მულტიმედიას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს  „ფორმულა მულტიმედია“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451    მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსნებითი ბარათი (N 26-10-1864, 14.08.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 27 აგვისტო, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსნებითი ბარათის (N26-10-1864, 14.08.2026) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის   დაკისრების   თაობაზე   მის   მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2.    მოხსენებითი  ბარათიდან ირკვევა, რომ  კომისიის  აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პერიოდული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ  შპს  „ფორმულა  მულტიმედიას“  წარმოსადგენი  ქონდა  2026  წლის  მეორე კვარტლის (აპრილი, მაისი და ივნისის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები);  ფორმა  1.6  (მაუწყებლისთვის გაწეული   სასყიდლიანი   და   უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე). აღნიშული ფორმები ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამდენად, 2026 წლის მეორე კვარტალის მონაცემების კომისიისათვის წარმოდგენის ვადა იყო 2026 წლის 15 ივლისი.

3.    შპს   „ფორმულა   მულტიმედიას“   მიერ   კანონმდებლობის   შესაძლო   დარღვევის   საკითხის განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 27 აგვისტოს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/4493, 24/08/2026). შეტყობინებით  კომპანიას    ასევე  განემარტა საქართველოს    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98–ე   და  99–ე მუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4. კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათიდან (N 26-10-1951, 25.08.2026) ირკვევა, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და წარმოადგინა ამავე დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N 26-10-1864, 14.08.2026) მითითებული 2026 წლის მეორე კვარტალის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

5.   კომისიის  2026  წლის  27 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს  „ფორმულა მულტიმედიას“ წარმომადგენელი და არც შუამდგომლობა წარმოუდგენია სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე. ვინაიდან, კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად  გამოხატული  ქმედებით, ასევე,  ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შეტყობინება გაეგზავნა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა 

6.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

7.    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე6 პუნქტის თანახმად,  კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის  ან  ნებისმიერი  სხვა  პირის  მიერ  განხორციელებული  შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა.

8.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,    დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან  მისი პრევენციისთვის  ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

10.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად  ჩაითვლება  ადრესატის  მიერ  მისი  მიღების, როგორც  პირდაპირ,  აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

11.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსნებითი ბარათი (N 26-10-1864, 14.08.2026);

12. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1951, 25.08.2026);

13.  კომისიის   შეტყობინება  (N გ-26-03/4493, 24/08/2026)   სხდომაზე   მოწვევის   თაობაზე  და აღნიშნული  შეტყობინების ჩაბარების    დამადასტურებელი    დოკუმენტაცია;

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ მონაცემები;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

15.  შპს „ფორმულა მულტიმედია“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ.

16. შპს „ფორმულა მულტიმედიას“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი   2026 წლის მეორე კვარტლის (აპრილი, მაისი და ივნისის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების    წყაროები);  ფორმა  1.6  (მაუწყებლისთვის გაწეული   სასყიდლიანი   და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული  დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის    განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე). აღნიშული ფორმები ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსნებითი ბარათი (N 26-10-1864, 14.08.2026).

17.  2026   წლის   25   აგვისტოს   მდგომარეობით   შპს   „ფორმულა   მულტიმედიამ“   კომისიაში წარმოადგინა 2026 წლის მეორე კვარტლის (აპრილი, მაისი და ივნისის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები); ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის    გაწეული    სასყიდლიანი    და    უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე).

მტკიცებულება:  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1951, 25.08.2026).

18.  შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

19.  საქართველოს  კანონმდებლობის  მიხედვით,  შპს  „ფორმულა მულტიმედია“,  როგორც მაუწყებლობის    სფეროში    ავტორიზებული    პირი    ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა   და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

20. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე შპს „ფორმულა მულტიმედიას“ არ ჰქონდა წარმოდგენილი  2026 წლის მეორე კვარტლის (აპრილი, მაისი და ივნისის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები);   ფორმა 1.6   (მაუწყებლისთვის    გაწეული სასყიდლიანი  და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე). აღნიშული ფორმები ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

21.  შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ ვადების დარღვევით, 2026 წლის 25 აგვისტოს მგომარეობით წარმოადგინა მეორე კვარტლის ზემოაღნიშნული ფორმები. ამდენად, შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

22.  აღსანიშნავია,  რომ  შპს  „ფორმულა მულტიმედიას“  მიმართ ბოლო  ერთი  წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას შეესატყვისება  წერილობითი გაფრთხილება.

23.  ამასთან,  საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო  და კერძო ინტერესების  ბალანსი.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

24.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს  წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად  მიიჩნიოს ისეთი  გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული  კანონმდებლობით.

25.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ კომპანიამ, მართალია ვადების დარღვევით, მაგრამ არსებული ვალდებულება სრულად შეასრულა. კერძოდ, შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ სტატისტიკური ანგარიშგების   ფორმები,   წინამდებარე   გადაწყვეტილების   მიღებამდე,   სრულად წარმოადგინა. აღნიშნულიდან    გამომდინარე,    კომისიას    მიზანშეწონილად    მიაჩნია,    რომ შპს „ფორმულა    მულტიმედიას“    მიმართ    არ    იქნეს    გამოყენებული    სანქციის    სახედ გაფრთხილება.      შესაბამისად,      შპს „ფორმულა     მულტიმედია“     ცნობილ     უნდა     იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რითაც დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის,     71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ფორმულა მულტიმედია“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.    შპს „ფორმულა მულტიმედია“  გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. დაევალოს   კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას   (ბ.  გასვიანი)   წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ფორმულა მულტიმედიას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7.  გადაწყვეტილების შესრულებაზე  კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები