წვდომის მენიუ

შპს „პოსტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 360

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2026 10:25

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2026

შპს „პოსტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

მაუწყებელი: შპს „პოსტვ“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურების    რეგულირების    დეპარტამენტის    მოხსენებითი    ბარათი    (N    26-10-1598,13.07.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 23 და 30 ივლისი, ასევე 2026 წლის 6 აგვისტო, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   (შემდგომში   -   კომისია)   აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-1598,13.07.2026)   საფუძველზე   კომისიაში   დაიწყო   მარტივი   ადმინისტრაციული   წარმოება   შპს „პოსტვ”-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, განხორციელდა შპს „პოსტვ“-ის საქმიანობის შემოწმება. მონიტორინგის  მიზანს წარმოადგენდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი მოთხოვნების დაცვის შეფასება. მონიტორინგს, შერჩევითი წესით, დაექვემდებარა 2026 წლის 22 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები.

3. მოხსენებითი ბარათის პირველი ნაწილის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

ა) 2026 წლის 22 ივნისს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში, სიუჟეტში - „ოპოზიციის კრიზისი“ - 19:12 სთ. წამყვანი ამბობს: „პარტიული კრიზისი ნაცმოძრაობაში და გამწვავებული დაპირისპირება მოქმედ კანდიდატ თავმჯდომარეებს შორის. ვისი  ინიციატივით შევიდა ოპოზიციურ ალიანსში სააკაშვილის პარტია და რატომ არ დატოვეს გაერთიანება ლიდერზე თავდასხმების შემდეგ -კითხვას  ნანუკა ჟორჟოლიანი სვამს და ნაცმოძრაობის უთავმოყვარეობაზე  მიუთითებს. ბრალდების პასუხად კი  თინა ბოკუჩავამ განმარტა, რომ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიმღები თავად სააკაშვილი იყო. გაერთიანებიდან გარიცხვის შემდეგ  ოპოზიციური სპექტრის  მიმართ  რიტორიკა კიდევ  უფრო = გაამწვავა პატიმარმა ექსპრეზიდენტმა, რომელმაც შიდა კულუარები სააშკარაოზე გამოიტანა. პარალელურად კორუფციაში ტელეკომპანია ფორმულას მხილების შემდეგ უთანხმოებაა ალიანსის მოქმედ წევრებს შორისაც.“

4.    მოხსენებითი ბარათის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი  პუნქტის  თანახმად  „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და  ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.“ ხოლო, ამავე მუხლის  მე-2  პუნქტის მიხედვით,  „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.“.

ამდენად, დეპარტამენტის შეფასებით, მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელშიც ნათქვამია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს, არაჯეროვანი სიზუსტითაა გადაცემული, ვინაიდან მაყურებელს შესაძლოა შეუქმნას მცდარი წარმოდგენა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. შესაბამისად, ახალი ამბები ჯეროვანი სიზუსტის დაცვით არ არის წარმოდგენილი და მაუწყებელი არღვევს კანონის 52-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებს.

5. მოხსენებითი   ბარათის   მე-2   ნაწილის   თანახმად,  მონიტორინგის   შედეგად   გამოვლინდა შემდეგი:

ა) 23 ივნისს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში, სიუჟეტი - „ნანუკა ჟორჟოლიანი სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ -  19:20  სთ.  ჟურნალისტი  ამბობს:  „[...] ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელსაც კრიზის მენეჯერის ამბიცია აქვს და სააკაშვილის პარტიაში არსებული ვითარების ნაცვლად მოსახლეობის განწყობებზე წუხს, როგორც აღმოჩნდა წუხს საქართველოში ტრადიციული სადღეგრძელოების თანმიმდევრობასა და შინაარსზე. უფრო კონკრეტულად კი ჟორჟოლიანს არ  მოსწონს  მშვიდობის  სადღეგრძელოს შემდეგ  ქვეყნის  სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე  ხაზგასმა და აქცენტი იმაზე, რომ საქართველოს ბედი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ.“

ბ)  23  ივნისს, საინფორმაციო გამოშვების  პროგრამაში - 19.21სთ. ჟურნალისტი  ამბობს:„ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიული კრიზისიდან ქართველი ხალხის ტრადიციების კრიტიკაზე გადაერთო. ნანუკა  ჟორჟოლიანისთვის გაუგებარია ის ღირებულებები, რაც ისტორიულად ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, სააკაშვილის რჩეულს არ მოსწონს ტრადიციული ქართული სუფრის, არც  სადღეგრძელოების შინაარსი და  არც  მათი თანმიმდევრობა. ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხილით აღნიშნა, რომ საზოგადოებაში მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტი იმდენად პრიორიტეტული გახდა, რომ ეს სადღეგრძელოებშიც აისახა.“ რასაც მოსდევს ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუ   შპს „ტელეკომპანია პირველთან“: „შეცვლილია სადღეგრძელოების თანმიმდევრობა, ანუ მართლა შეცვლილია რეგიონში. პირველი სვამენ პატრიარქის და რწმენის და ეს ყოველთვის, მერე სვამენ მშვიდობას. ეს ადრე მხოლოდ გურიაში მესმოდა, მაგრამ ეხლა ყველა მთელს ქვეყანაში და მესამე ეს ქვეყანა ქართველებისა, ამ ქვეყნის ბედი ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ. ასეთი სადღეგრძელო მართლა პირველად გავიგე.“

6.  მოხსენებით    ბარათში    აღნიშნულია,    რომ    მიუკერძოებლობის    პრინციპის    შესაბამისად,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და  ცალკეულ  საზოგადოებრივ-  პოლიტიკურ  პროგრამებში  გამოხატოს  საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით1. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა2“.

7. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია3. კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები4.

8. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანის/ჟურნალისტის მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის  პირადი დამოკიდებულების  ან  მოსაზრების  საფუძველზე  არ  უნდა  გააშუქოს.

1 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16.

2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2.

3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე

4 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.

წამყვანის/ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია წარმოადგენს მათ შეფასებას და ინტერპრეტაციას, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებიდან არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ზემოთ ხსენებული ფრაზები (მაგ.: წუხს, არ მოსწონს) მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

10. შპს „პოსტ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების    საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 23 ივლისს, რის შესახებაც,  კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-26-03/3996,14/07/2026 ). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

11.  კომისიაში 2026 წლის 23 ივლისს შემოვიდა შპს „პოსტვ“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-6/6595, 23.07.2026), რომლის თანახმად, კომპანია ითხოვდა საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადებას, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა 2026 წლის 23 ივლისს დანიშნულ კომისიის სხდომაზე წარმომადგენლის დასწრებას. ამასთან, წერილში აღნიშნული იყო, რომ კომპანია კომისიას საქმესთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებებს წარუდგენდა.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2026 წლის 30 ივლისს,  15:00  საათზე,  რის  შესახებაც  კომპანიას  ეცნობა  კომისიის  შეტყობინებით  (N გ-26-03/4120, 23/07/2026).

13.  კომისიაში შემოვიდა შპს „პოსტვ“-ის 2026 წლის 29 ივლისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/6694, 30.07.2026).  წერილის  თანახმად,  პირველ სიუჟეტთან დაკავშირებით -„ოპოზიციის კრიზისი“, აღნიშნულია, რომ ახალი ამბები აჯამებს მიმდინარე სიახლეებს. ამავდროულად, ჯაჭვურად წარმოადგენს სხვადასხვა მოვლენის ამსახველ ინფორმაციას. შესაბამისად, განვლილ დღეებში დაფიქსირებული გარემოებების, საინფორმაციო სიახლეების შეჯამება ხორციელდება. შპს „პოსტვ“-ის წერილში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 13 ივლისით დათარიღებულ მოხსენებით ბარათში დაფიქსირებულ პოზიციას არ ეთანხმებიან. წერილის თანახმად,  არსებობს არაერთი წყარო და ასევე უშუალოდ სიუჟეტიდანაც ნათლად იკვეთება, რომ საუბრები ალიანსის ფორმირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებიდან (ალიანსიდან) ფორმირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სხავადასხვა სახით 2026 წლის 9, 10 ივნისს. მათ შორის იყო თამარ ჩერგოლეიშვილის ვიდეო- მიმართვა და ასევე სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოსტი, ასევე „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა გვარამიასთან   ინტერვიუ (ტვ პირველი:https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/129350-gvaramia-pasukhobskitkhvas-khedavs-tu-ara-enm-s-aliansshi;თამარ ჩერგოლეიშვილის ვიდეო-მიმართის ამონარიდი:https://we.tl/tqMUbqj7mg6sGviUg და თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში). შესაბამისად, როგორც შპს „პოსტვ“-ის წერილშია აღნიშნული, საუბრები ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებიდან (ალიანსიდან) გარიცხვის/დატოვების შესახებ დასტურდება სხვადასხვა წყაროთი.

14. ამასთან, წერილში განმარტებულია, რომ წამყვანის მიერ უნდა გაჟღერებულიყო შემდეგი სიტყვები „გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ საუბრების შემდეგ“, რაც ისევდაისევ ეფუძნებაზემოხსენებულ წყაროებს და მიმდინარე მოვლენებს და შპს „პოსტვ“-ის განმარტებით არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს მაუწყებლის საკუთარი მოსაზრების თუ პოზიციის დაფიქსირებას.

15. შპს „პოსტვ“-ის  2026  წლის  29  ივლისის  წერილში  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-26-6/6694,30.07.2026) ასევე აღნიშნულია, რომ ერთობლიობაში უნდა იყოს განხილული როგორც წამყვანის შესავალი, ასევე უშუალოდ სიუჟეტი. წამყვანმა შეაჯამა, წინა დღეებში დაწყებული აქტიური განხილვა ნაციონალური მოძრაობის ალიანსიდან გარიცხვასთან, ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანის მიერ გამორჩენილია ორი სიტყვა „...შესახებ საუბრების...“, მიგვაჩნია რომ ადგილი არ აქვს   მნიშვნელოვან   ფაქტობრივ   შეცდომას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რამდენადაც სიუჟეტში მსგავსი ფორმით არ არის გამეორებული ტექსტი. უშუალოდ სიუჟეტში კი იხილავთ სხვადასხვა ინტერვიუს, რაც ასევე მნიშვნელოვანია დაფიქსირებული საკითხის ანალიზის მიზნებისთვის.

16. შპს „პოსტვ“-ი წერილში აღნიშნავს, რომ კანონი არ განმარტავს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომის ცნებას. რაც შეეხება, განმარტებას - საჭიროებს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხთან დაკავშირებული ყველა გარემოების განხილვას. ცხადია, რომ ჟურნალისტის მიზანს არ წარმოადგენს მაყურებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და ეს დასტურდება ამავე სიუჟეტითაც.

17. შპს „პოსტვ“-ი წერილში უთითებს - „ტრივიალური, ტექნიკური და მექანიკური უზუსტობები, როგორც წესი, არ მიიჩნევა მნიშვნელოვან შეცდომად და არ წარმოშობს შესწორების ვალდებულებას”.5 მაშინ როდესაც, შესაძლებელია წამყვანს, ჟურნალისტს ტექნიკურად შეეშალოს და წინადადება არასწორი ფორმულირებით გადმოსცეს, აღნიშნული უნდა იქნეს განხილული როგორც ტექნიკური შეცდომა.

18. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ  ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ვორდინგი:„გაერთიანებიდან გარიცხვის“ არ დასტურდება ამავე გადაცემაში დაფიქსირებული სიუჟეტით, ხოლო უშუალოდ „საუბრების შესახებ“ სიტყვების გამორჩენა წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე და 54-ე მუხლების დარღვევას.

19.  ასევე, 2026 წლის 29 ივლისის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/6694, 30.07.2026)„ნანუკა ჟორჟოლიანი სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ - სიუჟეტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 2026 წლის 13 ივლისით დათარიღებულ მოხსენებით ბარათში ჟურნალისტის მიერ განხორციელებული შეჯამებები და მოკლე წანამძღვრები განმარტებულია, როგორც უშუალოდ მაუწყებლის მოსაზრებისა თუ პოზიციის დაფიქსირებად, შეფასებად.

20. შპს „პოსტვ“ არ ეთანხმება მოხსენებით ბარათში დაფიქსირებულ პოზიციას, და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა მიუთითა იმ ფაქტებზე, რაც ასევე სიუჟეტითვე დასტურდება. წერილის თანახმად, ჟურნალისტი აჯამებს და სიუჟეტის დაწყებამდე აკეთებს მოკლე შესავალს, კონკრეტულ გარემოებებსა და ინტერვიუსთან დაკავშირებით, რაც მაუწყებლის განმარტებით, არ წარმოადგენს პირადი მოსაზრების დაფიქსირებას. შესაბამისად, შპს „პოსტვ“-ი მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას.

21. კომისიის 2026 წლის 30 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „პოსტვ“-ის წარმომადგენელი ნ.ელოშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც წერილობით ახსნა-განმარტებაში  აქვთ მითითებული, პირველ  სიუჟეტთან  დაკავშირებით,  ადგილი  ჰქონდა  ტექნიკურ  შეცდომას.

5 იხ.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე, 2025, გვ. 10.

წამყვანს უნდა ეთქვა სიტყვა „საუბრების“, რადგან 2026 წლის 9, 10 ივნისს დაიწყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ფორმირება ხორციელდებოდა. კითხვები იყო დასმული სხვადასხვა ჟურნალისტის მიერ, სხვადასხვა წყარო არსებობს ამასთან დაკავშირებით, რაზეც წარმოადგინეს კიდეც ინფორმაცია. პირველ შემთხვევაში, ჟურნალისტს სიტყვა „საუბრების შესახებ“ გამორჩა. სიუჟეტში საერთოდ არ არის ამაზე საუბარი და ეს, გარკვეულწილად, წინა დღეების სიუჟეტების შეჯამება იყო. არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა არც მაუწყებლის და არც ჟურნალისტის ინტერესი, რომ შეცდომაში შეეყვანა მაყურებელი. არამედ, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვა გამორჩა. მიაჩნიათ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც ცალკე გაჟღერებას საჭიროებდეს. ეს იყო მხოლოდ ტექნიკური შეცდომა და სიუჟეტის ყურების დროს მაყურებელი ნამდვილად დარწმუნდებოდა, რომ საუბარი არ იყო პარტიის გარიცხვაზე, როგორც წარმოდგენილი იყო მოხსენებით ბარათში. ეს იყო ჟურნალისტის უბრალო ტექნიკური შეცდომა.

22. ნ. ელოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე სიუჟეტში, როგორც ახსნა-განმარტებაშია ნათქვამი, ჟურნალისტმა გააკეთა პერიფრაზი და მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტის მხრიდან არ დაფიქსირებულა მოსაზრება, არამედ ეს იყო საჯარო გარემოებების შეჯამება, პერიფრაზი. ამდენად, მიაჩნიათ, რომ არცერთ კომპონენტში დარღვევა არ ყოფილა.

23. ასევე,  შპს  „პოსტვ“-ის  წარმომადგენელმა  განმარტა,  რომ  პირველი  სიუჟეტის  ნაწილში წარმოდგენილია სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის სხვადასხვა წყაროს ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც სხვადასხვა ჟურნალისტი სვამს კითხვას იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა ალიანსის ფორმირების პროცესი.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

25. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

26. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

27. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

28. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.

29. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764  მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542,

553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

30. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს  დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი  პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.

31.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

32. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის   მარეგულირებელი წესების” (დანართიN1) მე-16   მუხლის   მე-5 პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად   გამოხატული   ქმედებით,   ასევე,   ავტომატური  საშუალებით   დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

33. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1598, 13.07.2026) საინფორმაციო გამოშვების პროგრამის - ამსახველი ვიდეოჩანაწერებით;

34. კომისიის შეტყობინება   (N გ-26-03/3996, 14/07/2026 ) შპს „პოსტვ“-ს კომისიის 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

35. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „პოსტვ“-ს შესახებ მონაცემები;

36. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (26-10-1617,14.07.2026);

37.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (26-10-1651, 16.07.2026);

38.  შპს  „პოსტვ“-ის  2026  წლის  23  ივლისის  წერილი  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-26-6/6595, 23.07.2026);

39.  კომისიის შეტყობინება   (N გ-26-03/4120, 23/07/2026) შპს „პოსტვ“-ს კომისიის 2026 წლის 30 ივლისის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

40.  შპს  „პოსტვ“-ის  2026  წლის  29  ივლისის  წერილი  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-26-6/6694, 30.07.2026) თანდართული დოკუმენტაციით;

41.  შპს „პოსტვ“-ის წარმომადგენლის ნ. ელოშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2026 წლის 30 ივლისის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

42. შპს „პოსტვ“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული  პირია (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი 21/11/2019).

მტკიცებულება:  მონაცემი  კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  შპს „პოსტვ“-ის შესახებ.

43.  შპს „პოსტვ-ის“ ეთერში, საინფორმაციო გამოშვებებში, სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2026 წლის 22 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდში გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

ა) 22 ივნისს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში, სიუჟეტი - „ოპოზიციის კრიზისი“ - 19:12 სთ. წამყვანი ამბობს: „პარტიული კრიზისი ნაცმოძრაობაში და გამწვავებული დაპირისპირება მოქმედ კანდიდატ თავმჯდომარეებს შორის. ვისი ინიციატივით შევიდა ოპოზიციურ ალიანსში სააკაშვილის პარტია და რატომ არ დატოვეს გაერთიანება ლიდერზე თავდასხმების შემდეგ - კითხვას  ნანუკა ჟორჟოლიანი სვამს  და  ნაცმოძრაობის უთავმოყვარეობაზე მიუთითებს. ბრალდების პასუხად კი თინა ბოკუჩავამ განმარტა, რომ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიმღები თავად  სააკაშვილი იყო. გაერთიანებიდან გარიცხვის შემდეგ ოპოზიციური სპექტრის მიმართ რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა პატიმარმა ექსპრეზიდენტმა, რომელმაც   შიდა   კულუარები   სააშკარაოზე   გამოიტანა. პარალელურად კორუფციაში ტელეკომპანია ფორმულას  მხილების  შემდეგ  უთანხმოებაა  ალიანსის  მოქმედ  წევრებს შორისაც.“;

ბ) 23 ივნისს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში, სიუჟეტი - „ნანუკა ჟორჟოლიანი სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ - 19:20 სთ. წამყვანი ამბობს: „[...] ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელსაც კრიზის მენეჯერის ამბიცია აქვს და სააკაშვილის პარტიაში არსებული ვითარების ნაცვლად მოსახლეობის განწყობებზე წუხს, როგორც აღმოჩნდა წუხს საქართველოში ტრადიციული სადღეგრძელოების თანმიმდევრობასა და შინაარსზე. უფრო კონკრეტულად კი ჟორჟოლიანს არ მოსწონს მშვიდობის სადღეგრძელოს შემდეგ ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ხაზგასმა და აქცენტი იმაზე, რომ საქართველოს ბედი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ.“;

გ)  23  ივნისს,  საინფორმაციო  გამოშვების  პროგრამაში  -  19.21  სთ.  ჟურნალისტი  ამბობს:

„ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიული კრიზისიდან ქართველი ხალხის ტრადიციების კრიტიკაზე გადაერთო. ნანუკა  ჟორჟოლიანისთვის გაუგებარია ის ღირებულებები, რაც ისტორიულად ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, სააკაშვილის რჩეულს არ მოსწონს ტრადიციული ქართული სუფრის, არც  სადღეგრძელოების შინაარსი და  არც  მათი თანმიმდევრობა. ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხილით აღნიშნა, რომ საზოგადოებაში მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტი იმდენად პრიორიტეტული გახდა, რომ ეს სადღეგრძელოებშიც აისახა.“  შემდეგ არის ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუ  შპს „ტელეკომპანია პირველიდან“: „შეცვლილია სადღეგრძელოების თანმიმდევრობა, ანუ მართლა შეცვლილია რეგიონში. პირველი სვამენ პატრიარქის და რწმენის და ეს ყოველთვის, მერე სვამენ მშვიდობას. ეს ადრე მხოლოდ გურიაში მესმოდა, მაგრამ ეხლა ყველა მთელს ქვეყანაში და მესამე ეს ქვეყანა ქართველებისა, ამ ქვეყნის ბედი ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ. ასეთი სადღეგრძელო მართლა პირველად გავიგე.“

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1598, 13.07.2026); შპს „პოსტვ“-ის ეთერში 22 და 23 ივნისს განთავსებული საინფორმაციო გამოშვების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

44. შპს „პოსტვ“-ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება. კერძოდ, კომისიის 2026 წლის 8 აპრილის Nგ-26-18/160 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2026 წლის 8 აპრილის Nგ-26-18 / 160 გადაწყვეტილება.

3. სამართლებრივი შეფასება

3.1  მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება

45. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა6.

46. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში.

47. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

48. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში  აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

49. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“,  რომლებიც სასურველად  არის  მიღებული  ან  აღიქმება  როგორც  უწყინარი  და ინდიფერენტული,   არამედ   -  ისეთებიც,  რომელიც  შეურაცხმყოფელი,  შემაწუხებელი   და 6 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2 შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის7. ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

50. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,  მასობრივი  ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას8. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს9.

51. სტრასბურგის   სასამართლოს   დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების  გამოხატვის  თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად  შეიზღუდოს,  როდესაც  ეს აუცილებელია ინფორმაციის  პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად

10. მაუწყებლის მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს11.

52. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე  მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში12. სასიცოცხლოდ   მნიშვნელოვანია,   რომ   სამაუწყებლო   მედიას   შეეძლოს   გამოიკვლიოს   და 7 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49 8 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58 9  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134. 10 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05 11 Communications     White     Paper     –     A     New     Future     for    Communications,December2000,https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communi cationswhitepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21 12 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89 გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

3.2  მაუწყებლის მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება

54. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს მაუწყებლის ვალდებულებაზე, რომ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ამავე მუხლის მეორე პუნქტი ხაზს უსვამს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.

55. დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია.

56. 2026 წლის 22 ივნისს, 19:12 საათზე, შპს „პოსტვ“-ის ეთერში გასულ საინფორმაციო გამოშვებაში, მაუწყებლის მიერ  გავრცელებული ინფორმაციიდან,  რომელშიც  ნათქვამია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს, არაჯეროვანი სიზუსტითაა გადაცემული, ვინაიდან მაყურებელს შესაძლოა შეუქმნას მცდარი წარმოდგენა მიმდინარე პოლიტიკური  პროცესების  შესახებ. ჟურნალისტმა  ინფორმაცია  ისე  წარმოაჩინა,  თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს და არც მაუწყებელს წარმოუდგენია. შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელებისას არ იყო დაცული ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების დარღვევას.

57. რაც შეეხება  შპს  „პოსტვ“-ის  განმარტებას,  რომ  წამყვანს შემთხვევით გამორჩა სიტყვები „საუბრების  შესახებ“ და   რეალურად   უნდა   ეთქვა „გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ საუბრების შემდეგ“, რის გამოც სადავო ფორმულირება, მათი შეფასებით, ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური    შეცდომა თავისი ბუნებით გულისხმობს ისეთ მექანიკურ უზუსტობას, რომელიც არ ცვლის გადაცემული ინფორმაციის შინაარსს ან კონტექსტიდან გამომდინარე მარტივად აღქმადია მაყურებლისთვის, რომ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. მოცემულ შემთხვევაში კი სწორედ გამოტოვებული სიტყვები განსაზღვრავს წინადადების მნიშვნელობას. ამდენად, ფრაზა - „გაერთიანებიდან გარიცხვის შემდეგ...“ წარმოადგენს დასრულებული ფაქტის კონსტატაციას. იგი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას, რომ გარიცხვა უკვე მოხდა. ამრიგად, გამოტოვებულია არა დამხმარე ან სტილისტური სიტყვები, არამედ ისეთი სიტყვები, რომლებიც ცვლის განცხადების ფაქტობრივ შინაარსს. შესაბამისად, კომისია აღნიშნულს ვერ მიიჩნევს მხოლოდ მექანიკურ ან ტექნიკურ უზუსტობად.

58. ამასთან, ინფორმაციის გავრცელების ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, მაყურებელს ობიექტურად შეიძლებოდა შექმნოდა აღქმა, რომ საუბარი შეეხებოდა უკვე მომხდარ ფაქტობრივ გარემოებას და არა მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ საჯარო დისკუსიას ან ცალკეული პირების მოსაზრებებს. შესაბამისად, მხოლოდ იმ გარემოებით, რომ შემდგომ სიუჟეტში აღნიშნული საკითხი აღარ მეორდება ან სხვა წყაროებში არსებობდა ამ თემაზე საჯარო დისკუსია, არ ქარწყლდება ის ფაქტი, რომ წამყვანმა ეთერში გაავრცელა ფაქტობრივი შინაარსის მქონე ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას.

59.  ასევე, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას. კერძოდ, წარმოდგენილ ერთ-ერთ ვიდეომასალაში რესპონდენტი პირდაპირ მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად ალიანსიდან გარიცხული არ არის, თუმცა განმარტავს, რომ პარტია არ მონაწილეობს ალიანსის საქმიანობაში და მასთან კომუნიკაცია არ მიმდინარეობს. მეორე წარმოდგენილ მასალაში რესპონდენტი ასევე არ საუბრობს ალიანსიდან გარიცხვის დადასტურებულ ფაქტზე და მხოლოდ საკუთარ შეფასებას გამოთქვამს, ალიანსის საქმიანობაში პარტიის მონაწილეობის თაობაზე და, რომ ალიანსის ნაწილად აღარ მიაჩნია. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები და პოლიტიკური შეფასებები პარტიის ალიანსთან ურთიერთობის შესახებ და არა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან გარიცხული იყო.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტები.

3.3  ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მიერ მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა

61. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები   გააშუქოს   მიკერძოებულად,   საკუთარი   შეხედულების   მიხედვით.   კერძოდ,„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა13“.

62. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის  შეზღუდვა    ემსახურება    მაუწყებლისა    და    საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი 13  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2 ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება  მნიშვნელოვან  საზოგადოებრივ  საკითხებზე  კონკრეტული  ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე14.

63.  განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება15. ამავდროულად, კანონი უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს.

64. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე. რიგ შემთხვევებში მაუწყებლის წამყვანი/ჟურნალისტი აჟღერებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს და ინფორმაციას აფასებს და მაყურებელს აცნობს საკუთარი დამოკიდებულების/მოსაზრების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ფრაზები (მაგ.: წუხს, არ მოსწონს, ამბიცია აქვს) მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. ამასთან,  გასათვალისწინებელია,  რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები, დამოკიდებულება და არა მესამე პირთა შეფასებები.

65. შპს  „პოსტვ“-ის  არგუმენტი,  რომ  ჟურნალისტის  მიერ  გამოყენებული  ფორმულირებები წარმოადგენს მხოლოდ პერიფრაზს, ვერ იქნება გაზიარებული. პერიფრაზი გულისხმობს პირის მიერ გამოთქმული აზრის ან განცხადების სხვა სიტყვებით გადმოცემას, მისი შინაარსის შეცვლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში კი ჟურნალისტის მიერ გამოყენებული ფრაზები („არ მოსწონს“, „წუხს“, „გადაერთო ქართველი ხალხის ტრადიციების კრიტიკაზე“, „გაუგებარია ის ღირებულებები...“) არ წარმოადგენს რესპონდენტის განცხადების პერიფრაზს ან ციტირებას, არამედ შეიცავს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას.

66. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

4.  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

67. შპს „პოსტვ“-ის კომისიის 2026 წლის 8 აპრილის Nგ-26-18 / 160 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო. კომპანიამ აღნიშნული 14 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე; კომისიის 2025 წლის 3 ივლისი Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე 15 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე; კომისიის 2025 წლის 3 ივლისი Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“ წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის ვადაში ჩაიდინა ახალი მსგავსი / ანალოგიური დარღვევა, მის ამ დარღვევას შეესატყვისება ჯარიმა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

68. ვინაიდან, კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „პოსტვ-ის” დააკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2500 ლარის ოდენობით.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, 764  მუხლისა    და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „პოსტვ-ის“ დაეკისროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი, მე-2 და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „პოსტვ“-იმ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3

სამუშაო დღის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში   (მისამართი: ქ.   თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი  №64)   შპს „პოსტვ“-ისთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    წინამდებარე    გადაწყვეტილების    ან გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს  „პოსტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა   და კომისიის   ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. დაევალოს  კომისიის    აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.გოშუა)  შპს  „პოსტ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და  მე-5 პუნქტების  შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

8. კონტროლი გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა           თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი              წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები