შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2026 17:32
მიღების თარიღი ივნისი 11, 2026
შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 26-10-1011; 01.05.2026) და სამსახურებრივი (N 26-10-1242; 29.05.2026 და N 26-10-1317; 08.06.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 11 ივნისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 26-10-1011; 01.05.2026) და სამსახურებრივი (N 26-10-1242;29.05.2026 და N 26-10-1317; 08.06.2026) ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. მოხსენებითი (N 26-10-1011; 01.05.2026) და სამსახურებრივი ბარათებიდან (N 26-10-1242; 29.05.2026 და N 26-10-1317; 08.06.2026) ირკვევა, რომ შპს „ფორმულას“ ერიცხება 2026 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 5,841.46 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ იანვრის თვის რეგულირების საფასურის დავალიანების შესახებ კომისიისთვის ცნობილი გახდა 2026 წლის 1 მაისს, როდესაც კომპანიამ დააზუსტა ა/წ იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა. 2026 წლის 1 მაისს შპს „ფორმულამ“ ასევე დააზუსტა რეგულირების საფასურის გაანგარიშების 2026 წლის თებერვლისა და მარტის თვეების 1.9 ფორმა. მაუწყებელმა 2026 წლის აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა შეავსო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით. დამატებით საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ავტორიზებულმა პირმა 2026 წლის I კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: - ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება(რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე)) შეავსო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით.
3. 2026 წლის 1 ივნისის N გ-26-03/3474 წერილით კომისიამ შპს „ფორმულას“ შეახსენა შესასრულებელი ვალდებულების შესახებ. კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2026 წლის 5 ივნისისა.
4. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 11 ივნისს, რის შესახებაც, შპს „ფორმულას“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-26-03/3592; 08/06/2026). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის 2026 წლის 11 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, შპს „ფორმულას“ მიერ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
9. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ- ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
15. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1011; 01.05.2026) თანდართული დოკუმენტაციით;
16. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათები (N 26-10-1040, 05.05.2026; N 26-10-1242, 29.05.2026 და N 26-10-1317; 08.06.2026) თანდართული დოკუმენტაციით;
17. კომისიის 2026 წლის 1 ივნისის N გ-26-03/3474 წერილი შპს „ფორმულას“;
18. კომისიის შეტყობინება (N გ-26-03/3592; 08/06/2026) შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 11 ივნისის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
19. ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1341; 10.06.2026);
20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები;
21. კომისიის 2025 წლის 13 მარტის N გ-25-18/124 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
22. კომისიის 2025 წლის 1 მაისის N გ-25-18/200 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
23. შპს „ფორმულა“ (ს/კ 405345666) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.
24. შპს „ფორმულას“ ერიცხება 2026 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 5,841.46 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ იანვრის თვის რეგულირების საფასურის დავალიანების შესახებ კომისიისთვის ცნობილი გახდა 2026 წლის 1 მაისს, როდესაც კომპანიამ დააზუსტა ა/წ იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა. 2026 წლის 1 მაისს კომპანიამ ასევე დააზუსტა 2026 წლის თებერვლისა და მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1011;01.05.2026) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათები (N 26-10-1040, 05.05.2026; N 26-10-1242, 29.05.2026 და N 26-10-1317; 08.06.2026) თანდართული დოკუმენტაციით.
25. შპს „ფორმულამ“ ა/წ აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა შეავსო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათები (N 26-10-1242;29.05.2026 და N 26-10-1317; 08.06.2026) თანდართული დოკუმენტაციით.
26. შპს „ფორმულამ“ 2026 წლის I კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: - ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება(რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შეავსო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 26-10-1011; 01.05.2026) და სამსახურებრივი (N 26-10-1040; 05.05.2026) ბარათები.
27. 2026 წლის 1 ივნისს კომისიამ შპს „ფორმულას“ წერილობით შეახსენა შესასრულებელი ვალდებულების შესახებ. კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2026 წლის 5 ივნისისა.
მტკიცებულება: კომისიის 2026 წლის 1 ივნისის N გ-26-03/3474 წერილი შპს „ფორმულას“.
28. შპს „ფორმულას“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის N გ-25-18/124 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 13 მარტის N გ-25-18/124 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.
29. კომისიის 2025 წლის 1 მაისის N გ-25-18/200 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულა“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 1 მაისის N გ-25-18/200 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“.
3. სამართლებრივი შეფასება
30. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შპს „ფორმულა“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იყო კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება(რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე).
31. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „ფორმულას“ ერიცხება 2026 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 5,841.46 ლარის ოდენობით. ამასთანავე, კომპანიამ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით შეავსო 2026 წლის აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.
32. ამასთანავე, კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ფორმულამ“ 2026 წლის I კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.5, ფორმა 1.6 და ფორმა 1.7 კომისიას წარუდგინა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით (აღნიშული ფორმები ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა). შესაბამისად, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ფორმულას“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
34. შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა (ფორმა 1.5; ფორმა 1.6 და ფორმა 1.7) და რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის წარმოუდგენლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომპანიის აღნიშნულ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.
35. რაც შეეხება რეგულირების საფასურის გადაუხდელობას - შპს „ფორმულას“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის N გ-25-18/124 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება, მათ შორის, რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო. ამასთანავე, შპს „ფორმულა“ კომისიის 2025 წლის 1 მაისის N გ-25-18/200 გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. კომპანიამ წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური ხასიათის ახალი დარღვევა - კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ა/წ იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების საფასური. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის ამ დარღვევას შეესატყვისება ჯარიმა.
36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსი 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა. ვინაიდან კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევს, შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2 500 ლარის ოდენობით.
37. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. შესაბამისად, შპს „ფორმულას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევისათვის. შესაბამისად, შპს „ფორმულას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.
38. ამასთან, შპს „ფორმულას“ უნდა დაევალოს 2026 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის - 5,841.46 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98- ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2, მე-6 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
2. შპს „ფორმულას“ დაევალოს 2026 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების - 5,841.46 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. შპს „ფორმულამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ფორმულასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
