შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2026 13:14
მიღების თარიღი აპრილი 08, 2026
შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-715, 23.03.2026).
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 26 მარტი, 2 და 8 აპრილი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N26-10-715,23.03.2026) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღევის გამო.
2. მოხსენებითი ბარათიდან (N26-10-715,23.03.2026) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა შპს „ფორმულას“ მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - „კანონი“) დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგს დაექვემდებარა მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები, შერჩევითად. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევას. კერძოდ:
3. 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. 1 კერძოდ, „მაუწყებლობის 1 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16.
შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2
4. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3 კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4
5. მოხსენებითი ბარათის (N26-10-715, 23.03.2026) თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. ქვევით მოყვანილია აღნიშნული დარღვევის მაგალითები:
6. 23 თებერვალი - ფორმულა 11:00 საათზე
11:04 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "ოპოზიციის დევნის საქმე გრძელდება, ორ საათში რეჟიმი ისევ შეკრებს ოპოზიციონერ ლიდერებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ეგრეთწოდებული საბოტაჟის საქმე განიხილება, ბრალდებულია რვა პოლიტიკოსი. ამ საქმეში ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკოსებს დანაშაულად უთვლის კომუნიკაციას დასავლელ 2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2. 3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
4 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.
პარტნიორებთან. ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ოცნების პროკურატურამ დევნა დაიწყო".
7. 24 თებერვალი - ფორმულა 11:00 საათზე
11:08 სთ. ჟურნალისტი ამბობს: „რეჟიმი აგრძელებს საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებას, ოლიგარქის გუნდმა გადაწყვიტა საერთაშორისო დამკვირვებლებს ფილტრი დაუყენოს. ამიერიდან არჩევნებში ადგილობრივი ექსპერტების ყოფნა ფაქტობრივად იკრძალება, სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ, ახალი ცვლილებით ოცნება ცდილობს პროცესს ჩამოაშოროს ის ადამიანები, ვინც ყველაზე უკეთ იცის სად და როგორ შეიძლება არჩევნების მანიპულირება, ოცნების ახალი გეგმით დარტყმა საჯაროობაზეც მოდის, ცვლილებებით საარჩევნო კომისიებში გადაღებისა და აუდიო მონიტორინგის წესს თავად ცესკო დაადგენს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორები ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან" .
8. 24 თებერვალი - ფორმულა 12:00 საათზე
12:23 სთ. ჟურნალისტი: „იმის გამო, რომ „რეჟიმი ქვეყნის შიგნით არ წყვეტს რეპრესიას და ასევე აგრძელებს თავდასხმას საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან მუდმივად მცირდება".
9. 25 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
მიმდინარე წლის 25 თებერვლის 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანების და ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, „ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე“, „ქართული ოცნების მერი“, „ივანიშვილის დეპუტატი“.
10. 26 თებერვალი - ფორმულა 12:00 საათზე
12:02 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "ელჩი დაბარებულია ოლიგარქის სამინისტროში ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო - პრორუსული არხების დასანქცირებასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილი ითხოვს მისგან პასუხის მოსმენას და ახსნა-განმარტებებს თუ რის საფუძველზე მიიღო ოფიციალურმა ლონდონმა ეს გადაწყვეტილება. გუშინ სამთავრობო არხზე გააჟღერა ოცნების მინისტრმა, რომ მან ვერ გაიგო რატომ არის დასანქცირებული ორი ქართული პროპაგანდისტული პროსახელისუფლებო არხი ,როგორც ჩანს მაკა ბოჭორიშვილი არ გაცნობია ოფიციალური ლონდონის ახსნა-განმარტებებს, სადაც დეტალურად არის ახსნილი თუ რატომ მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ ეს გადაწყვეტილება".
11. 26 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
26 თებერვლის 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანების და ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოლიგარქის პარტია“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი“.
„შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ ირაკლი კობახიძის პირით ქართულმა ოცნებამ იმედისა და პოსტივის დაცვის შესახებ პირობა გააცხადა და გამორიცხული არ არის, რომ რეჟიმმა ამ მიზნის შესასრულებლად გამოიყენოს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ანუ ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ფულით ფინანსდება“. „მაკა ბოჭორიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრის შესაფასებლად ოლიგარქის პარტიის საყვარელი მესიჯ ბოქსი გამოიყენა. არცერთი არგუმენტი თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან 40 წუთიანი აუდიენციის შემდეგ. მაკა ბოჭორიშვილის მთავარი გზავნილი მედიასთან კომენტარისას რეჟიმის ფავორიტი კონსპირაცია იყო, რომ მსოფლიო დედაქალაქები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ.“
„მორალური განაჩენი ოცნების რეჟიმს, კიევიდან უკრაინის რადას თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს კრემლის გზავნილების გამჟღერებელი უწოდა. ეს ომში მყოფი ქვეყნის პირველი კანონმდებლის გამოხმაურებაა ოლიგარქის პარლამენტის სპიკერის განცხადებაზე. შალვაპაპუაშვილმა უკრაინა უმადურობაში დაადანაშაულა და ქვეყანას გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა დააყვედრა.“
12. 27 თებერვალი - ფორმულა 11:00 საათზე
11:04 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "მასალა, რომლის დაზიანება ადმინისტრაციული საქმეა და მხოლოდ ჯარიმას იწვევს - ამ საქმეზე უკანონოდ დაკავების შემდეგ, რეჟიმმა ელენე ხოშტარიას სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ახალი საქმე შეუკერა, საუბარია ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის ბრალდებაზე".
13. 27 თებერვალი - ფორმულა 12:00 საათზე
12:08 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "ბოლო გაფრთხილება ბრიუსელიდან. ევროკომისიის პრეზიდენტი ოლიგარქის რეჟიმს კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეცვალოს კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური ხდება ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციას დაემშვიდობოს ".
14. 27 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
„იმედის სანქცირების შემდეგ შესაძლოა ოლიგარქის რეჟიმის მთელი მედია ჰოლდინგი გაიყინოს. საუბარია იმედის მფლობელ Georgian Media Production Group-ზე, რომელიც კიდევ შვიდ კომპანიას აერთიანებს.“ „ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ასე რეჟიმმა პროპაგანდისტული რუპორების სანქცირებით შექმნილი კრიზისის მასშტაბი დაადასტურა.“ „ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა იმედის ბანკის პირველი კლიენტი იყოს. ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილი სავარაუდოდ პროპაგანდისტების გამხნევებას შეეცადა.“ ამასთან, წამყვანების და ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოცნების სასამართლო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების მთავრობა“, „ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარე“.
15. 28 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
17:23 სთ. ჟურნალისტი ამბობს: „რეჟიმს ოპოზიციის ერთიანი ფრონტი აშინებს. ეს ოცნების პრემიერმა აღიარა, როდესაც ბრიფინგზე ამ თემაზე საგანგებოდ ისაუბრა. წაიკითხა წინასწარ დაწერილი ტექსტი. რეჟიმი ეჭვობს, რომ ოპოზიციის კოორდინაციით ისეთი ძალა ჩამოყალიბდება, რომელსაც პარტნიორები, განსაკუთრებით ვაშინგტონი ოცნების პოლიტიკურ ალტერნატივად დაინახავს“.
16. 1 მარტი - ფორმულა 17:00 საათზე
ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოცნების მთავრობა“, „ქართული ოცნების რეჟიმი“, „ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „სასამართლო კლანი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების პრემიერი“.
17. 3 მარტი - ფორმულა 17:00 საათზე
„მანამდე დღის სხვა თემები. ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება. პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს. რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით.“
„ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პლატფორმა მათ მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას რისკს ვერ შეუქმნის.“
18. 9 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:07 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ოპოზიციური ერთობის შიში და სხვა პარტიების გაფრთხილება, რომ ალიანსს არ შეუერთდნენ. ასე გაიგეს ოპოზიციური ალიანსის წევრებმა ოცნების პრემიერის განცხადება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას აფართოებს. ივანიშვილის პარტია აპირებს, რომ თავის საკონსტიტუციო სარჩელში, რომელიც პარტიების აკრძალვას ითხოვს, სხვა პარტიების სახელებიც დაამატოს. ოცნებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ალიანსი შექმნა და ერთიანი სტრატეგიით აპირებს მუშაობას. ოცნების პრემიერი კი ახლა ცდილობს ამ ალიანსში შემავალი ყველა პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშიროს, რადიკალიზმში დაადანაშაულოს და მათი კანონით აკრძალვა მოითხოვოს. ქეთი ნადიბაიძე გააგრძელებს თემას. მან მოისმინა პოლიტიკური შეფასებები“.
19. 9 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:27 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული 12 საქმის ფარგლებში პასუხისგებაში მისცეს 30 პირი. ოცნების სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. კონკრეტულად, მაგალითად, ახმეტაში, ქობულეთში, თბილისში, სოფელ ინჩხურში, წალენჯიხის სოფელ ლიაში, ცაგერის, სოფელ ოყურეშში, გარდაბნის სოფელ ყარაჯალაში, მცხეთაში, მარნეულში, სენაკში, ხულოში.
20. 10 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:03 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე ოცნების პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა, ჯარიმა თუ ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა, როგორი იქნება ოცნების განაჩენი, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ უახლოეს მომავალში გაირკვევა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ედავებიან კახა კალაძის ბანერზე რუსული ოცნების დაწერას. ოცნების პროკურორის თქმით, ზარალმა 570 ლარი შეადგინა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ასე სოლიდარობა გამოხატა სტუდენტ მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც უკანონოდ იყო დაკავებული“.
21. 10 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:19 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - “მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ დაწინაურდა. მას წოდება უკვე მესამედ მოემატა, თანაც ვადამდე ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ადაწყვეტილებით. მამუკა მდინარაძე ახლა ვიცეპოლკოვნიკია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილის პრემიერმა ოცნების სუსის ხელმძღვანელს სპეციალურ წოდებას შემჭიდროებულ ვადებში ანიჭებს. გასული წლის დეკემბერში, ორ დღეში მან ორი სპეციალური წოდება მიიღო. 25 დეკემბრის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება მიენიჭა, მეორე დღეს 26 დეკემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის. მდინარაძე ოცნების სუსის ხელმძღვანელის პოზიციას გასული წლის 3 სექტემბრიდან იკავებს. მანამდე ის ოცნების პარლამენტის დეპუტატი და უმრავლესობის ლიდერი იყო“.
22. 10 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:27 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რამდენიმე წუთში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს შეაჯამებს. პერე ჟუან პონს სამპიეტრო მედიის კითხვებს უპასუხებს. დელეგაცია ცოტა ხნის წინ ოცნების პრემიერს შეხვდა. მანამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა აუდიენცია გამართეს სახალხო დამცველთან, ასევე ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრთან და ივანიშვილის პრეზიდენტთან. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ადამიანის უფლებებია. ამ კუთხით მდგომარეობაზე დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ოპოზიციონერებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც მიაწოდეს“.
23. 11 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 12“
12:17 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. საბრალდებო სკამზე 13 პირია. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, რადგან აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბერს ისინი ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას იცავდნენ, რომელიც ოლიგარქის პარტიამ ფეხქვეშ გათელა“.
24. 11 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 12“
12:24 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ირაკლი კობახიძემ ოცნების მთავრობის წევრებთან ერთად მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. სიტყვით მიმართვის დროს კობახიძემ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზე ილაპარაკა.
25. მოხსენებთი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, კერძოდ შემდეგი ფრაზები: "ოპოზიციის დევნის საქმე გრძელდება“, „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების პარლამენტი“, „რეჟიმი ქვეყნის შიგნით არ წყვეტს რეპრესიას“, რეჟიმის პირობებში“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, „ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე“, „ქართული ოცნების მერი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ოლიგარქის პარტია“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი“, „ოლიგარქის სამინისტრო“, „ოცნების მინისტრი“, „გამორიცხული არ არის, რომ რეჟიმმა ამ მიზნის შესასრულებლად გამოიყენოს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ანუ ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ფულით ფინანსდება“, „ოლიგარქის პარტიის საყვარელი მესიჯ ბოქსი გამოიყენა“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა“, „რეჟიმის ფავორიტი კონსპირაცია იყო“, „მორალური განაჩენი ოცნების რეჟიმს“, „შალვა პაპუაშვილმა უკრაინა უმადურობაში დაადანაშაულა და ქვეყანას გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა დააყვედრა“, „საქმეზე უკანონოდ დაკავების შემდეგ, რეჟიმმა ელენე ხოშტარიას სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ახალი საქმე შეუკერა, საუბარია ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის ბრალდებაზე", „რეჟიმმა პროპაგანდისტული რუპორების სანქცირებით შექმნილი კრიზისის მასშტაბი დაადასტურა“, „ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარე“, „შალვა პაპუაშვილი სავარაუდოდ პროპაგანდისტების გამხნევებას შეეცადა“, „რეჟიმს ოპოზიციის ერთიანი ფრონტი აშინებს“, „რეჟიმი ეჭვობს, რომ ოპოზიციის კოორდინაციით ისეთი ძალა ჩამოყალიბდება, რომელსაც პარტნიორები, განსაკუთრებით ვაშინგტონი ოცნების პოლიტიკურ ალტერნატივად დაინახავს“, „სასამართლო კლანი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების პრემიერი“, ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება“, „პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით“, „ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პლატფორმა მათ მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას რისკს ვერ შეუქმნის“, „ოცნების სუსი“, „ოცნების განაჩენი“, „ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე“, „ივანიშვილის პრემიერმა“, „ოცნების პარლამენტის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრთან“, „ივანიშვილის პრეზიდენტთან“, „ოლიგარქის პარტიამ ფეხქვეშ გათელა“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“ არის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
26. 2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების დარღვევა მოხსნებბითი ბარათის (N26-10-715, 23.03.2026) თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.“ ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა.5 ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება. ქვევით მოყვანილია აღნიშნული დარღვევის მაგალითი:
27. 25 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
5 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.15.
17:15 სთ. სიუჟეტში - „საკადრო წმენდა კონკურსის სახელით?“ სიუჟეტში, ჟურნალისტი გვაწვდის ინფორმაციას ბათუმის მერიაში თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე. სიუჟეტში წარმოდგენილია ინტერვიუები ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც საკრებულოს წევრები საუბრობენ მერიიდან 36 თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე. აღნიშნულ სიუჟეტში არ არის ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან და მაგალითად, ბათუმის მერიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის გაჟღერებული ეთერში. ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
28. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებელი არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან ინფორმაციის გაშუქებისას ერთ მხარეს ანიჭებს უპირატესობას და ასევე, არ იცავს ბალანსს - საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54- ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების დარღვევას.
29. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 26 მარტს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-26-03/1709, 23/03/2026). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2026 წლის 23 მარტს.
30. შპს „ფორმულამ“ 2026 წლის 25 მარტის N736 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/3047, 26.03.2026) მიმართა კომისიას შუამდგომლობით საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. ამდენად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2026 წლის 2 აპრილს, 15 საათზე. ზემოაღნიშნულის თაობაზე ეცნობა შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 26 მარტის N გ-26-03/1847 წერილით.
31. კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ „ფორმულა“ მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ შინაარსობრივი რეგულაციების აქტიური აღსრულება წარმოადგენს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მსგავსი მიდგომის კანონიერება ჯერ კიდევ სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული. გაუგებარია, რატომ დაიწყო ამ ნორმების გამკაცრებული გამოყენება სწორედ ახლა და რა ახალი გარემოებები გახდა ამის საფუძველი.
32. ე.ქათამაძის განმარტებით, სამართლებრივად, კომისიას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს გამოყენებული ფრაზები მაუწყებლის ინსტიტუციურ პოზიციად. წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში არ არის განმარტებული ფრაზების შერჩევის კრიტერიუმები, არ იკვეთება მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ფრაზებსა და მაუწყებლის პოზიციას შორის და არ არის გავლილი პროპორციულობის ტესტი (ლეგიტიმური მიზანი, ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივა, ზიანის არსებობა).
33. ე.ქათამაძის განმარტებით, კომისიამ ვერ გასცა პასუხი პროპორციულობის ტესტის სამ საკვანძო კითხვაზე, რაც აუცილებელია როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, არ არის განმარტებული: (1) რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აღნიშნული ფრაზების შეზღუდვა; (2) არსებობდა თუ არა ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივა; და (3) რა კონკრეტული ზიანი მიადგა კონკრეტულ ჯგუფს ან საზოგადოებრივ ინტერესს ამ ფრაზების გამოყენებით. ამ სტანდარტების გარეშე გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება სათანადოდ დასაბუთებულად. შესაბამისად, დარღვევის დადგენის შემთხვევაშიც კი, მისი აღსრულება მოკლებული იქნება სამართლებრივ საფუძველს.
34. ე.ქათამაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფრაზები — „რეჟიმი“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების პროკურატურა“ — წარმოადგენს შეფასებით პოლიტიკურ ლექსიკას. აღნიშნული ტერმინები არ არის მაუწყებლის მიერ მოგონილი და არ წარმოადგენს რაიმე ფაქტობრივი გარემოების მტკიცებას. ისინი ფართოდ გამოიყენება საჯარო პოლიტიკურ დისკუსიაში და თავისი შინაარსით არ შეიცავს კონკრეტული გარემოების დადასტურებას. ამასთან, მათი გამოყენება არ მიუთითებს მაუწყებლის ინსტიტუციურ პოზიციაზე, ვინაიდან ვერ განისაზღვრება, რომელი სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო დამოკიდებულებას გამოხატავს, მაგალითად, ფრაზა „ოცნების პროკურატურა“.
35. შპს „ფორმულას“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ფრაზა — „შალვა პაპუაშვილმა უკრაინა უმადურობაში დაადანაშაულა”, „ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ“ — წარმოადგენს კონკრეტული სუბიექტების განცხადებების გადმოცემას. გამოყენებულია ნეიტრალური ფორმულირებები — „დაადანაშაულა“ და „ამტკიცებენ“, რომლებიც აღწერით ხასიათს ატარებს. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მაუწყებლის მხრიდან რაიმე ინსტიტუციური პოზიციის გამოხატვას.
36. შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის, ე.ქათამაძის განმარტებით სადავო ტერმინები წარმოადგენს ფართოდ დამკვიდრებულ შეფასებით პოლიტიკურ ლექსიკას ან ნიუსის კონტექსტურ ფორმულირებებს და არა მაუწყებლის პოზიციის გამოხატვას. ასევე, ე.ქათამაძემ აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში არის სხვა სუბიექტების განცხადებების ნეიტრალური გადმოცემა.
37. დამატებით, მაუწყებელი მიუთითებს ბალანსის დაცვის პრაქტიკულ პრობლემაზე და აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ თანამშრომლობენ კრიტიკულ მედიასთან, რაც ართულებს ყველა მხარის პოზიციის სრულყოფილად გაშუქებას. შესაბამისად, შპს „ფორმულას“ წარმომადგენელმა ე.ქათამაძემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვევის დასადგენად არ არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.
38. კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2026 წლის 8 აპრილის, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ფორმულას” წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხლდა. კომისიის 2026 წლის 8 აპრილის სხდომას შპს “ფორმულას” წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
39. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
40. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
41. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
42. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
43. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.
44. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.
45. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
46. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
47. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
48. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
49. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
50. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-715, 23.03.2026);
51. შპს „ფორმულას“ ეთერით გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;
52. კომისიის შეტყობინება (N გ-26-03/1709, 23/03/2026) კომისიის 2026 წლის 26 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
53. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები;
54. შპს „ფორმულას“ 2026 წლის 25 მარტის N736 წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/3047, 26.03.2026);
55. კომისიის შეტყობინება ( N გ-26-03/1847, 26.03.2026) კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
56. შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის ე. ქათამაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
57. შპს „ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 29/08/2019).
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.
58. შპს „ფორმულას“ ეთერში, სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2026 წლის 23, 24, 25,26, 27, 28 თებერვალსა და პირველ, 3, 9, 10 და 11 მარტს განთავსებულ პროგრამებში წამყვანებმა/ჟურნალისტებმა გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) 23 თებერვალი - ფორმულა 11:00 საათზე
11:04 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "ოპოზიციის დევნის საქმე გრძელდება, ორ საათში რეჟიმი ისევ შეკრებს ოპოზიციონერ ლიდერებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ეგრეთწოდებული საბოტაჟის საქმე განიხილება, ბრალდებულია რვა პოლიტიკოსი. ამ საქმეში ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკოსებს დანაშაულად უთვლის კომუნიკაციას დასავლელ პარტნიორებთან. ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ოცნების პროკურატურამ დევნა დაიწყო".
ბ) 24 თებერვალი - ფორმულა 11:00 საათზე
11:08 სთ. ჟურნალისტი ამბობს: „რეჟიმი აგრძელებს საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებას, ოლიგარქის გუნდმა გადაწყვიტა საერთაშორისო დამკვირვებლებს ფილტრი დაუყენოს. ამიერიდან არჩევნებში ადგილობრივი ექსპერტების ყოფნა ფაქტობრივად იკრძალება, სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ, ახალი ცვლილებით ოცნება ცდილობს პროცესს ჩამოაშოროს ის ადამიანები, ვინც ყველაზე უკეთ იცის სად და როგორ შეიძლება არჩევნების მანიპულირება, ოცნების ახალი გეგმით დარტყმა საჯაროობაზეც მოდის, ცვლილებებით საარჩევნო კომისიებში გადაღებისა და აუდიო მონიტორინგის წესს თავად ცესკო დაადგენს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორები ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან" .
გ) 24 თებერვალი - ფორმულა 12:00 საათზე
12:23 სთ. ჟურნალისტი: „იმის გამო, რომ „რეჟიმი ქვეყნის შიგნით არ წყვეტს რეპრესიას და ასევე აგრძელებს თავდასხმას საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან მუდმივად მცირდება".
დ) 25 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
მიმდინარე წლის 25 თებერვლის 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანების და ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, „ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე“, „ქართული ოცნების მერი“, „ივანიშვილის დეპუტატი“.
წამყვანი ამბობს: “…საქართველოს არ გააჩნია ნავთობის საბადოები, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვებს და ეჭვებს ხომ არ თანამშრომლობს ფარულად ქართული ოცნება რუსეთის ფედერაციასთან და ხომ არ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში.”.;
“… საზოგადოებამ 2024 წლის 29 მაისს გაიცნო, როცა მათ თავიანთი სასურსათო მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული ივანიშვილის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე”.;
“ყულევის ტერმინალის სანქცირების თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა. ეს თავად ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, თუმცა კობახიძე კრიტიკულმა კითხვებმა ისე გააღიზიანა, რომ თავს დამოუკდებელ მედია საშუალებებს დაესხა.”;
“…რა ნივთიერებით მოწამლეს საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე ჩვენი ქვეყნის პარტნიორებისთვის ცენტრალურ საკითხად რჩება. ამბავი, რომელიც შესაძლოა ოცნების მთავრობის წინააღმდეგ ახალი საქნქციების დაწესების საფუძველი გახდეს.”;
“…დიდი წვლილი იქნებოდა ქართული ოქცნების მხრიდან თუ ევროპულ სანქციებს შეუერთდებოდა საქართველოს ხელისუფლებაც და სწორედ ეს განცხადება არ მოეწონა შალვა პაპუაშვილს. ამ გზავნილების გადმოთარგმნა ისე სცადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ თითქოს ელჩმა ამით დაადასტურა, რომ ვინმე აიძულებს ქართულ ოცნებას, რომ კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთთან და ასევე, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რუსულ ნავთობს ყიდულობს ქართული ოცნება...“. ;
„საკადრო წმენდა ბათუმის მერიაში. აუქმებენ იმ შტატებს, ვინც გასულ წელს ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე. საჯარო მოხელეების უწყებიდან გაშვებას და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ხელს ქართული ოცნების მერი გიორგი ცინცაძე აწერს.
ე) 26 თებერვალი - ფორმულა 12:00 საათზე
12:02 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "ელჩი დაბარებულია ოლიგარქის სამინისტროში ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო - პრორუსული არხების დასანქცირებასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილი ითხოვს მისგან პასუხის მოსმენას და ახსნა-განმარტებებს თუ რის საფუძველზე მიიღო ოფიციალურმა ლონდონმა ეს გადაწყვეტილება. გუშინ სამთავრობო არხზე გააჟღერა ოცნების მინისტრმა, რომ მან ვერ გაიგო რატომ არის დასანქცირებული ორი ქართული პროპაგანდისტული პროსახელისუფლებო არხი ,როგორც ჩანს მაკა ბოჭორიშვილი არ გაცნობია ოფიციალური ლონდონის ახსნა-განმარტებებს, სადაც დეტალურად არის ახსნილი თუ რატომ მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ ეს გადაწყვეტილება"
ვ) 26 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
26 თებერვლის 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანების და ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოლიგარქის პარტია“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა
მინისტრი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი“.
„შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ ირაკლი კობახიძის პირით ქართულმა ოცნებამ იმედისა და პოსტივის დაცვის შესახებ პირობა გააცხადა და გამორიცხული არ არის, რომ რეჟიმმა ამ მიზნის შესასრულებლად გამოიყენოს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ანუ ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ფულით ფინანსდება“.
„მაკა ბოჭორიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრის შესაფასებლად ოლიგარქის პარტიის საყვარელი მესიჯ ბოქსი გამოიყენა. არცერთი არგუმენტი თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან 40 წუთიანი აუდიენციის შემდეგ. მაკა ბოჭორიშვილის მთავარი გზავნილი მედიასთან კომენტარისას რეჟიმის ფავორიტი კონსპირაცია იყო, რომ მსოფლიო დედაქალაქები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ.“
„მორალური განაჩენი ოცნების რეჟიმს, კიევიდან უკრაინის რადას თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს კრემლის გზავნილების გამჟღერებელი უწოდა. ეს ომში მყოფი ქვეყნის პირველი კანონმდებლის გამოხმაურებაა ოლიგარქის პარლამენტის სპიკერის განცხადებაზე. შალვა პაპუაშვილმა უკრაინა უმადურობაში დაადანაშაულა და ქვეყანას გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა დააყვედრა.“
ზ) 27 თებერვალი - ფორმულა 11:00 საათზე
11:04 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "…მასალა, რომლის დაზიანება ადმოლი საქმეა და მხოლოდ ჯარიმას იწვევს- ამ საქმეზე უკანონოდ დაკავების შემდეგ, რეჟიმმა ელენე ხოშტარიას სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ახალი საქმე შეუკერა, საუბარია ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის ბრალდებაზე"
თ) 27 თებერვალი - ფორმულა 12:00 საათზე
12:08 სთ. ჟურნალისტი ამბობს: "ბოლო გაფრთხილება ბრიუსელიდან. ევროკომისიის პრეზიდენტი ოლიგარქის რეჟიმს კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეცვალოს კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური ხდება ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციას დაემშვიდობოს "
ი) 27 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
„იმედის სანქცირების შემდეგ შესაძლოა ოლიგარქის რეჟიმის მთელი მედია ჰოლდინგი გაიყინოს. საუბარია იმედის მფლობელ Georgian Media Production Group-ზე, რომელიც კიდევ შვიდ კომპანიას აერთიანებს.“ „ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ასე რეჟიმმა პროპაგანდისტული რუპორების სანქცირებით შექმნილი კრიზისის მასშტაბი დაადასტურა.“ „ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა იმედის ბანკის პირველი კლიენტი იყოს. ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილი სავარაუდოდ პროპაგანდისტების გამხნევებას შეეცადა.“ ამასთან, წამყვანების და ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოცნების სასამართლო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების მთავრობა“, „ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარე“.
კ) 28 თებერვალი - ფორმულა 17:00 საათზე
17:23 სთ. ჟურნალისტი ამბობს: „რეჟიმს ოპოზიციის ერთიანი ფრონტი აშინებს. ეს ოცნების პრემიერმა აღიარა, როდესაც ბრიფინგზე ამ თემაზე საგანგებოდ ისაუბრა. წაიკითხა წინასწარ დაწერილი ტექსტი. რეჟიმი ეჭვობს, რომ ოპოზიციის კოორდინაციით ისეთი ძალა ჩამოყალიბდება, რომელსაც პარტნიორები, განსაკუთრებით ვაშინგტონი ოცნების პოლიტიკურ ალტერნატივად დაინახავს“.
ლ) 1 მარტი - ფორმულა 17:00 საათზე
ჟურნალისტების მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოცნების მთავრობა“, „ქართული ოცნების რეჟიმი“, „ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „სასამართლო კლანი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების პრემიერი“. კერძოდ, ჟურნალისტი აცხადებს: „ჩავა თუ არა კობახიძე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ოცნების მთავრობაში ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ“; „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება გაუქმებულია შექმნიდან 3 წლის თავზე. ოცნების პრემიერმა ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, განკარგულება დღეიდან შევიდა ძალაში“;
„..ასევე ის ადამიანები, რომლებსაც გადახდათ მსგავსი ისტორია წლების განმავლობაში ქართული ოცნების რეჟიმის სამიზნე აღმოჩნდნენ და ციხეში გამოკეტეს ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ჩაუდეს ნარკოტიკები და ეს ყველაფერი შემდეგ ვერ დაამტკიცეს სასამართლოში“;
„ეს ადამიანები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მისვლა ამ გზავნილით, ლოზუნგით არა ჩადებას, გენერალურ პროკურატურასთან, რადგან დაანახონ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასამართლოს კლანს, რომ ყველამ იცის თუ რა მავნე პრაქტიკას აჩვენებენ ისინი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათ წინააღმდეგ არიან განწყობილები. ამიტომ მოუწოდებენ ეს მოქალაქეები ყველას, რომ შეიკრიბონ ხვალ პირველ საათზე გენერალურ პროკურატურასთან, რადგან ამოიღონ ხმა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა ოცნებამ წამოიწყო...“.
მ) 3 მარტი - ფორმულა 17:00 საათზე
„მანამდე დღის სხვა თემები. ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება. პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს. რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით.“
„ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პლატფორმა მათ მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას რისკს ვერ შეუქმნის.“
ნ) 9 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:07 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ოპოზიციური ერთობის შიში და სხვა პარტიების გაფრთხილება, რომ ალიანსს არ შეუერთდნენ. ასე გაიგეს ოპოზიციური ალიანსის წევრებმა ოცნების პრემიერის განცხადება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას აფართოებს. ივანიშვილის პარტია აპირებს, რომ თავის საკონსტიტუციო სარჩელში, რომელიც პარტიების აკრძალვას ითხოვს, სხვა პარტიების სახელებიც დაამატოს. ოცნებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ალიანსი შექმნა და ერთიანი სტრატეგიით აპირებს მუშაობას. ოცნების პრემიერი კი ახლა ცდილობს ამ ალიანსში შემავალი ყველა პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშიროს, რადიკალიზმში დაადანაშაულოს და მათი კანონით აკრძალვა მოითხოვოს. ქეთი ნადიბაიძე გააგრძელებს თემას. მან მოისმინა პოლიტიკური შეფასებები“.
ო) 9 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:27 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული 12 საქმის ფარგლებში პასუხისგებაში მისცეს 30 პირი. ოცნების სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. კონკრეტულად, მაგალითად, ახმეტაში, ქობულეთში, თბილისში, სოფელ ინჩხურში, წალენჯიხის სოფელ ლიაში, ცაგერის, სოფელ ოყურეშში, გარდაბნის სოფელ ყარაჯალაში, მცხეთაში, მარნეულში, სენაკში, ხულოში.
პ) 10 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:03 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე ოცნების პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა, ჯარიმა თუ ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა, როგორი იქნება ოცნების განაჩენი, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ უახლოეს მომავალში გაირკვევა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ედავებიან კახა კალაძის ბანერზე რუსული ოცნების დაწერას. ოცნების პროკურორის თქმით, ზარალმა 570 ლარი შეადგინა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ასე სოლიდარობა გამოხატა სტუდენტ მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც უკანონოდ იყო დაკავებული“.
ჟ) 10 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:19 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - “მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ დაწინაურდა. მას წოდება უკვე მესამედ მოემატა, თანაც ვადამდე ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ადაწყვეტილებით. მამუკა მდინარაძე ახლა ვიცეპოლკოვნიკია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილის პრემიერმა ოცნების სუსის ხელმძღვანელს სპეციალურ წოდებას შემჭიდროებულ ვადებში ანიჭებს. გასული წლის დეკემბერში, ორ დღეში მან ორი სპეციალური წოდება მიიღო. 25 დეკემბრის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება მიენიჭა, მეორე დღეს 26 დეკემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის. მდინარაძე ოცნების სუსის ხელმძღვანელის პოზიციას გასული წლის 3 სექტემბრიდან იკავებს. მანამდე ის ოცნების პარლამენტის დეპუტატი და უმრავლესობის ლიდერი იყო“.
რ) 10 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 5“
17:27 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რამდენიმე წუთში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს შეაჯამებს. პერე ჟუან პონს სამპიეტრო მედიის კითხვებს უპასუხებს. დელეგაცია ცოტა ხნის წინ ოცნების პრემიერს შეხვდა. მანამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა აუდიენცია გამართეს სახალხო დამცველთან, ასევე ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრთან და ივანიშვილის პრეზიდენტთან. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ადამიანის უფლებებია. ამ კუთხით მდგომარეობაზე დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ოპოზიციონერებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც მიაწოდეს“.
ს) 11 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 12“
12:17 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. საბრალდებო სკამზე 13 პირია. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, რადგან აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბერს ისინი ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას იცავდნენ, რომელიც ოლიგარქის პარტიამ ფეხქვეშ გათელა“.
ტ) 11 მარტი - საინფორმაციო ახალი ამბები „ფორმულა 12“
12:24 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ირაკლი კობახიძემ ოცნების მთავრობის წევრებთან ერთად მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. სიტყვით მიმართვის დროს კობახიძემ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზე ილაპარაკა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-715, 23.03.2026) და მოხსენებით ბარათში მითითებული დარღვევის ამსახველი ვოდეოჩანაწერები.
59. შპს „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის 25 თებერვალს, 17:15 სთ-ზე განთავსებულ სიუჟეტში-„საკადრო წმენდა კონკურსის სახელით?“ ჟურნალისტი გვაწვდის ინფორმაციას ბათუმის მერიაში თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე. სიუჟეტში წარმოდგენილია ინტერვიუები ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც საკრებულოს წევრები საუბრობენ მერიიდან 36 თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე. აღნიშნულ სიუჟეტში არ არის ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან და მაგალითად, ბათუმის მერიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის გაჟღერებული ეთერში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-715, 23.03.2026) და მოხსენებით ბარათში მითითებული დარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
60. შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება
61. შპს „ფორმულა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
62. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა შესაძლებელია შესაბამისი სარედაქციო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული პრინციპის ცალკეული მოთხოვნები გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში.6
63. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ამავე კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს.
64. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში. თავის მხრივ, საავტორო პროგრამის შესახებ სათანადოდ უნდა ეცნობოს აუდიტორიას.
65. მიუკერძოებლობის პრინციპის უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია ბალანსის დაცვა.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს.
66. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“7
67. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ 6 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.15 7 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, გვ 2 საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
68. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
69. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.8 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
70. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.9 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.10
71. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს 8 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49 9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58 10 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134. აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმაზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად. 11 მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.12
72. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
73. მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“13
74. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
3.2. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა 11 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05 12 Communications White Paper – A New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communicationswhi tepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21 13 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, გვ. 2
75. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“14
76. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.15
77. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე (გარდა საავტორო პროგრამებისა). განსახილველ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის, მოსაზრების გამოხატვა მოხდა ახალი ამბების პროგრამაში.
78. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და ხდება თუ არა ახალი ამბების გაშუქება პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე.
79. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანებისა და კორესპოდენტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს მოსაზრების გამოხატვა და არა ფაქტის კონსტატაცია. ამა თუ იმ ფაქტის გადმოცემა, ცხადია, არ მიიჩნევა პოზიციის გამოხატვად.
80. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ფორმულას“ ეთერში, სხვადასხვა დროს, 2026 წლის 23, 24, 25,26, 27, 28 თებერვალსა და პირველ, 3, 9, 10 და 11 მარტს განთავსებულ ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებმა/ჟურნალისტებმა გაავრცელეს წინამდებარე გადაწყვეტილების დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 58-ე პარაგრაფში მითითებული ინფორმაცია პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე. კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, სიუჟეტებში გამოყენებული ფრაზები: "ოპოზიციის დევნის საქმე გრძელდება“, „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების პარლამენტი“, „რეჟიმი ქვეყნის შიგნით არ 14 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, გვ. 2 15 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, წყვეტს რეპრესიას“, რეჟიმის პირობებში“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერ- მინისტრი“, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, „ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე“, „ქართული ოცნების მერი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ოლიგარქის პარტია“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი“, „ოლიგარქის სამინისტრო“, „ოცნების მინისტრი“, „გამორიცხული არ არის, რომ რეჟიმმა ამ მიზნის შესასრულებლად გამოიყენოს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ანუ ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ფულით ფინანსდება“, „ოლიგარქის პარტიის საყვარელი მესიჯ ბოქსი გამოიყენა“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა“, „რეჟიმის ფავორიტი კონსპირაცია იყო“, „მორალური განაჩენი ოცნების რეჟიმს“, „შალვა პაპუაშვილმა უკრაინა უმადურობაში დაადანაშაულა და ქვეყანას გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა დააყვედრა“, „საქმეზე უკანონოდ დაკავების შემდეგ, რეჟიმმა ელენე ხოშტარიას სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ახალი საქმე შეუკერა, საუბარია ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის ბრალდებაზე", „რეჟიმმა პროპაგანდისტული რუპორების სანქცირებით შექმნილი კრიზისის მასშტაბი დაადასტურა“, „ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარე“, „შალვა პაპუაშვილი სავარაუდოდ პროპაგანდისტების გამხნევებას შეეცადა“, „რეჟიმს ოპოზიციის ერთიანი ფრონტი აშინებს“, „რეჟიმი ეჭვობს, რომ ოპოზიციის კოორდინაციით ისეთი ძალა ჩამოყალიბდება, რომელსაც პარტნიორები, განსაკუთრებით ვაშინგტონი ოცნების პოლიტიკურ ალტერნატივად დაინახავს“, „სასამართლო კლანი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების პრემიერი“, ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება“, „პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით“,„ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პლატფორმა მათ მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას რისკს ვერ შეუქმნის“, „ოცნების სუსი“, „ოცნების განაჩენი“, „ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე“, „ივანიშვილის პრემიერმა“, „ოცნების პარლამენტის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრთან“, „ივანიშვილის პრეზიდენტთან“, „ოლიგარქის პარტიამ ფეხქვეშ გათელა“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“ - წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე ინფორმაციის გაშუქების მაგალითს. გარდა ამისა, მაუწყებლის წამყვანებისა და კორესპოდენტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები, დამოკიდებულება და არა მესამე პირთა შეფასებები.
81. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამა გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
82. კომისია ვერ გაიზიარებს მაუწყებლის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ შინაარსობრივი რეგულაციების ინტენსიური აღსრულება ქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მიდგომის კანონიერება სასამართლოს მიერ ჯერ არ არის შეფასებული, რადგანაც კანონით დადგენილი მოთხოვნების აღსრულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში გაუმართლებელ ჩარევად. კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი მაუწყებლისთვის, ხოლო მისი დაუცველობის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება კომისიის, როგორ მარეგულირებელი ორგანოს, პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს. კომისიის მიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, თავის თავად, ვერ მოახდენს კომისიის სამომავლო საქმიანობის პარალიზებას და არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას განიხილოს მაუწყებლების მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხები და ამით აღასრულოს თავისი უფლებამოსილებები.
83. კომისია ასევე ვერ გაიზიარებს მაუწყებლის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ ამბებში გამოყენებული სადავო ფრაზები არ წარმოადგენს მაუწყებლის პოზიციას. სადავო ფრაზები, მათი ფორმის (მათ შორის მათი გამოყენების ინტენსივობის), შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ახალი ამბების გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე. ახალი ამბების გაშუქებისას მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების, კონსტიტუციური ორგანოების მოხსენებიება როგორც მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინსტიტუტებად წარმოადგენს საკითხის მიკერძოებულად გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე, რაც „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია.
3.3. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მიერ ბალანსის დაცვა
84. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. ბალანსის დაცვის მოთხოვნა მიუკერძოებლობის პრინციპის ცენტრალური კომპონენტია. მისი მიზანია, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით არსებული თითოეული საგულისხმო მოსაზრება თანასწორად და დაბალანსებულად მიეწოდოს საზოგადოებას, რომელიც შემდგომ შეძლებს, ინფორმირებულად მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის, საზოგადოებრივ დისკუსიასა და არჩევნებში. საზოგადოების თითოეულ წევრს უფლება აქვს, ჩართული იყოს დემოკრატიული მმართველობის პროცესში და უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა საგულისხმო მოსაზრებაზე, რომელიც მას მისცემს ინფორმირებული პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. თითოეული მაუწყებლის ეთერში აუდიტორიას უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა საგულისხმო კონტრასტულ შეხედულებაზე, რათა შეძლოს დემოკრატიულ პროცესებში სრულყოფილად ჩართვა.
85. მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსის მოთხოვნა არ უზღუდავს მაუწყებელს შესაძლებლობას, გააშუქოს რომელიმე მოსაზრება იმ პირობით, რომ სიზუსტის დაცვით და ადეკვატურად იქნება ასახული ყველა სხვა ალტერნატიული შეხედულება. ბალანსის მოთხოვნა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებაზე. მოთხოვნა შეეხება პოლიტიკურ, ინდუსტრიულ ნებისმიერ სხვა საკითხზე არსებულ საკითხს, რომელზეც პოლიტიკოსებს, ინდუსტრიას ან/და საზოგადოების წევრებს აქვთ დისკუსია. ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება.16
86. განსახილველ შემთხვევაში, 2026 წლის 25 თებერვალი, 17:15 სთ. სიუჟეტში - „საკადრო წმენდა კონკურსის სახელით?“, ჟურნალისტი გვაწვდის ინფორმაციას ბათუმის მერიაში თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე. სიუჟეტში წარმოდგენილია ინტერვიუები ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც საკრებულოს წევრები საუბრობენ მერიიდან 36 თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე. აღნიშნულ სიუჟეტში არ არის ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან და მაგალითად, ბათუმის მერიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის გაჟღერებული ეთერში. ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებელი არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან ინფორმაციის გაშუქებისას ერთ მხარეს ანიჭებს უპირატესობას და ასევე, არ იცავს ბალანსს - საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია.
16 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა,
87. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ სიუჟეტში, მაუწყებელი არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან ინფორმაციის გაშუქებისას ერთ მხარეს ანიჭებს უპირატესობას და არ იცავს ბალანსს, რადგან საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია. შესაბამისად, სიუჟეტი არ იყო დაბალანსებული და არ იყო წარმოდგენილი საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება. ამდენად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები.
88. ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით, კომისია განმარტავს, რომ თუ სუბიექტები, რომელთა შეხედულების წარმოჩენა აუცილებელია პროგრამის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაიმე მიზეზით უარს აცხადებენ პროგრამაში მონაწილეობაზე, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მოიპოვოს და დაბალანსებულად გააშუქოს მათი მოსაზრებებიც. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად ხორციელდება. როცა მაუწყებლები აშუქებენ სადავო საკითხებს და ალტერნატიული შეხედულებები არ არის მარტივად ხელმისაწვდომი (მაგალითად, კონკრეტული მხარე უარს აცხადებს ინტერვიუზე, კომენტარზე ან პროგრამაში მონაწილეობაზე), არსებობს სარედაქციო ხერხები, რომელთაც შესაძლებელია მაუწყებელმა მიმართოს მიუკერძოებლობის დასაცავად.17 კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწავლობს და აფასებს მაუწყებლის მიერ გაწეულ ძალიხსმევას, თუ რა ძალისხმევა გასწია მან, რომ ალტერანიული მოსაზრებები წარმოეჩინა. განსახილველ შემთხვევაში, მაუწყებლის მიერ არც მაყურებლის ინფორმირება მომხდარა იმის შესახებ, რომ იგი ეცადა მეორე მხარის პოზიციის მოპოვებას და ამაზე უარი მიიღო და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
89. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი დარღვევის დასადგენად, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება კანონით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნებს და შეესაბამება პროპორციულობის პრინციპს.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
90. აღსანიშნავია, რომ შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევისათვის შპს „ფორმულას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფორმულას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთან“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს ,,ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
