წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 98

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2026 17:00

მიღების თარიღი მარტი 05, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 05 მარტის №10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 05 მარტის №10 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6  დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მერაბ ბოჭოიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

2.  დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 05 მარტის №10 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების       შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა          თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე             წევრი

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 05 მარტი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №10  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. ააიპ „საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაციისთვის“  არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს „ტაქსისერვისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია  ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  შპს „ტივიჯი“-ს (ს/კ: 430035721) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2018 წლის 6 დეკემბრის  N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო- ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მერაბ ბოჭოიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე (მომხს. ლია რუხაძე- ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახური)

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები