წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 486

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2026 11:11

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 29 ოქტომბრის №48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 29 ოქტომბრის N16 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 29 ოქტომბრის №48 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

ბ)   შპს „ნოუ ჰაუ ასისტანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.    დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 29 ოქტომბრის №48 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.    დაევალოს  კომუნიკაციების  კომისიის  ადმინისტრაციას (გ.ლუკავა) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №48 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 29 ოქტომბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

 

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №48  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

3.    შპს „როუმინგოსთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს „კატენასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების გაუქმების, კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს №გ-19-24/489, №გ-19-24/494, 2019 წლის 19 სექტემბრის №გ-19-15/541 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს „ვოკამისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების, ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის და დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  მწვანე  ტალღის“  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B58  ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    შპს     „პეისი     საზღვაო     სააგენტოსთვის“     არაავტორიზებადი     საქმიანობისთვის     დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    შპს „სქაივეი ქონექშენ“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს “დიჯითალ ინფრასტრუქტურა”-ს მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს „ნოუ ჰაუ ასისტანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის   განსაზღვრის    თაობაზე    (მომხს.    მაია    ქადეიშვილი    -    იურიდიული    დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. საზოგადოებრივი   აზრის   შესწავლის   საფუძველზე   რადიომაუწყებლობის   პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

11.  შპს   „ენერგიის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო   დარღვევის საკითხის   განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები