წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 400

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2026 17:38

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 03 სექტემბრის №40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2026 წლის 03 სექტემბრის N13 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომუნიკაციების  კომისიის  2026  წლის  03  სექტემბრის  №40  სხდომის  დღის  წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) „ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  მომსახურების  მიწოდებისა  და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  (მომხს. ირაკლი ბუთბაია - იურიდიული დეპარტამენტი);

ბ) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ (ს/კ212678093) დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი;

2.  დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 03 სექტემბრის №40 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.   დაევალოს  კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

 

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №40 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 03 სექტემბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2026 წლის №40 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    „ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში   მომსახურების   მიწოდებისა   და   მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ირაკლი ბუთბაია - იურიდიული დეპარტამენტი);

3.    სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს „ჯრკომ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიის  მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    სს  ,,მედია  ჰოლდინგის“  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

6.  შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ (ს/კ212678093) დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი;

7. “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე”კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის Nგ-20-22 / 951 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  (მომხს.  სოფიო  კაციტაძე - ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის უფროსი.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები