წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 396

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2026 17:14

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს №39 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს N 12 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს №39 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს №39 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №39 სხდომის დღის წესრიგი 

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 27 აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №39  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    ააიპ  „ჟურნალისტთა  კავშირი  ხალხის  ხმის“  სათემო  რადიომაუწყებლობის  № B190  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის № გ-25-1/476 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „ელემენტ კონსტრაქშენისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    შპს   „ორი   ნაბიჯისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის   დამხმარე   ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.  რადიომოყვარულ  ამირან მოსეშვილისთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    საზღვაო  ხომალდებისთვის  სახმობისა  და  ამოცნობის  ნიშნების  მინიჭების  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს „ალფაჰოსტის“ (ს/ნ 400433090) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  შპს „სისტემ 1“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12.  შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები