საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №31 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2026 16:53
მიღების თარიღი ივლისი 14, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №31 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №31 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №31 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №31 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 14 ივლისი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №31 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/268 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - ირაკლი ბუთბაია - იურიდული დეპარტამენტი);
3. კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/271 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - ირაკლი ბუთბაია - იურიდული დეპარტამენტი).
