წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 311

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2026 17:52

მიღების თარიღი ივლისი 09, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 09 ივლისის №30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    გადაიდოს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 09 ივლისის №30 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-13 საკითხის (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ) განხილვა 2026 წლის 17 ივლისს, გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე კომუნიკაციების კომისიის წევრთა კვორუმის არარასებობის გამო;

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 09 ივლისის №30 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას  (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 09 ივლისი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

 

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №30  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს „ამბასადორი ბათუმისთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს „თბილისი დრაი პორტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს  „კომპანია  ბლექ  სი  გრუპის“  განცხადების  განუხილველად  დატოვების  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს  „ნათს  ინქორფორეითიდის“  განცხადების  განუხილველად  დატოვების  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    საზღვაო   ხომალდისთვის   სახმობისა   და   ამოცნობის   ნიშნის   მინიჭების   შესახებ   (მომხს.   მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    რადიომოყვარულ  გურამ  ბაღდავაძისთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    რადიომოყვარულ  დავით მამუკაშვილისთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    რადიომოყვარულ კახა მაჩიტიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. რადიომოყვარულ  ლევან შველიძისთვის  რადიოელექტრონული   საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. შპს „რადიო პალიტრას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. შპს    „საქართველოს    დავით    აღმაშენებლის  სახელობის  უნივერსიტეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

13.  საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2016  წლის 11  თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მარიკა აროშიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები