საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2026 12:45
მიღების თარიღი იანვარი 22, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 22 იანვრის №03 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 22 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ჰელიქსირ კაუკაზუსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 22 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №03 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 22 იანვარი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „ჯიფაუერისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „ტრანსფორდისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ჰელიქსირ კაუკაზუსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
7. შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
8. „მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N592/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ნატალია ბასილაშვილი - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია - იურიდიული დეპარტამენტი).
