წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 58

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2026 13:22

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2026

შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ

მომჩივანი მხარე:  ა(ა)იპ  ,,საქართველოს  მომავლის  აკადემია“  და  ალექსანდრე ზიბზიბაძე

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“

დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 22 იანვარი, 5 თებერვალი 15:00 სთ.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საჩივარი

1. საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5078; 18.12.2025) მიმართა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ და ალექსანდრე ზიბზიბაძემ  (შემდგომში  -  მომჩივანები) შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და პასუხის უფლების შესაძლებლობის მიცემა. კომისიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დადგენილ იქნა ხარვეზი (Nგ-25-03/3007 22.12.2025), რომლის საპასუხოდაც მომჩივანებმა კომისიაში წარმოადგინეს წერილი  (Nშ-25-6/5213 29.12.2025)  და აღმოფხვრეს დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, ფორმალურად გამართული საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 29 დეკემბერს.

2. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 22 ოქტომბერს გადაცემა „ქრონიკაში“ 14:29:14 სათზე და 17:27:06 საათზე გავიდა სიუჟეტები, რომლებიც შეეხებოდა ა(ა)იპ„საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე  ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემის წამყვანის მიერ გადაიცა შემდეგი არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი და ცრუ ინფორმაცია: „გაშიფრული სქემებით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”.

3. საჩივრის თანახმად, მომჩივანებმა  2025 წლის 1 ნოემბერს მიმართეს შპს  „ტელეიმედს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის მოთხოვნით. 2025 წლის 08 დეკემბერს მომჩივანებს წერილობით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სადავო სიუჟეტების ბმულები:

https://drive.google.com/file/d/16WiAEHao8uCfMaea7KHx7wvX2nLfrs7a/view

https://drive.google.com/file/d/1VjH4imQTkgXIh8c-MHV9zwu-06ibEC1_/view

4. საჩივრის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრულია მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები. აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება; ამავე მუხლის  მე-7 პუნქტის თანახმად კი, დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.

5. საჩივრის თანახმად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანებმა მიმართეს მაუწყებელს პასუხის უფლებით სარგებლობის მოთხოვნით, რაზედაც უარი ეთქვათ,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე მომართეს კომისიას.

6. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასული სიუჟეტები არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან განცხადებების შინაარსი არის არაჯეროვანი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი. საჩივარში მითითებულია, რომ სიუჟეტებში მომჩივანების   შესახებ გავიდა შემდეგი არაზუსტი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი განცხადებები: “გაშიფრული სქემებით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”. მომჩივანთა განმარტებით, მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ ფრანკლინის კლუბის მემკვიდრეა, ასევე მცდარია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს  მომავლის აკადემიის“  მფლობელი  ტომ  პალმერია.  აღნიშნული  ინფორმაციის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი მეწარმეთა რეესტრში, სადაც არ ფიქსირდება რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ რომელიმე ორგანიზაციის, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ სამართალმემკვიდრედ და არც ის, რომ ორგანიზაციის მეწილე/მესაკუთრე ტომ პალმერია.

7. მომჩივანები ასევე სადავოდ ხდიან შპს „ტელეიმედის“ პასუხს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მომჩივნებმა ვერ დაასაბუთეს მათი კანონიერი ინტერესი, ასევე   შპს „ტელეიმედმა“ მომჩივანებს განუმარტა, რომ მათი მოთხოვნები იყო ბუნდოვანი და არ შეიცავდა მტკიცებულებებს, რომელიც დაადასტურებდა მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარეს.

8. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნილ განცხადება/საჩივარში დეტალურადაა მითითებული   არაზუსტ განცხადებებზე და წარმოდგენილია მომჩივანთა დასაბუთებუთება აღნიშნული განცხადებების მცდარობასთან დაკავშირებით. ასევე, ხაზგასმულია რომ მცდარი განცხადებების ეთერში გადაცემით შეილახა მომჩივნების საქმიანი რეპუტაცია.

9. მომჩივანებს მაიჩნიათ, რომ სიუჟეტები მათ ორგანიზაციას წარმოაჩენს, როგორც  დაფინანსების ფარული გზებით მიმღებ ორგანიზაციად და ახდენს მის აფილირებას ასევე „ტელეიმედის“ მიერ განზრახ იმიჯშელახულ ორგანიზაციასთან - ფრანკლინის კლუბთან. დამატებით, ორგანიზაციის ფარული, საეჭვო საქმიანობის წარმოსაჩენად „ტელეიმედი“ მიუთითებს, რომ მისი დამფუძნებელი არა ალექსანდრე ზიბზიბაძე, არამედ ტომ პალმერია, რითაც „ტელეიმედის“ მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ მათი ორგანიზაცია უცხო პირების მიერ იმართება, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მითითებული არ ყოფილა.

10. მომჩივანებს მიაჩნიათ, რომ მაუწყებლის განზრახვა იყო მათი ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვა და მათი საქმიანობის შესახებ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.

11. საჩივარში აღნიშნულია, რომ როგორც  ადამიანის  უფლებათა  ევროპული  სასამართლოს პრაქტიკით, ისე ეროვნული კანონმდებლობით ჟურნალისტებს/მედია საშუალებებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ნებისმიერი ინფორმაციის გაშუქებისას და აქვთ ამ ინფორმაციის   გადამოწმების ვალდებულება. რაც ერთი მხრივ გამომდინარეობს ჟურნალისტთა ეთიკური ვალდებულებებისგან,  ხოლო  მეორე  მხრივ  იმ  პრინციპიდან  რომ მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, შესაბამისად მან თუ არ უზრუნველყო მტკიცებულებების გადამოწმება ამით მარტივად შეიძლება შეილახოს კონკრეტული პირების პირადი ცხოვრება და საქმიანი რეპუტაცია, რის საპასუხოდაც აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სათანადო საშუალებები.

12. მომჩივანების განმარტებით, შპს „ტელეიმედმა“ სრულიად უგულებელყო აღნიშნული ვალდებულებები  და  ინფორმაციის  გავრცელებამდე  არ  უცდია  მისი გადამოწმება (მაგალითად ენახა   საჯარო   რეესტრის ამონაწერები,  რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების   გარეშე ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომია). მეტიც, ცრუ ბრალდებების გაჟღერების სისტემატურობა, ჟურნალისტების  გადაჭრითი  ტონი და  პირადი  უარყოფითი დამოკიდებულებების  გამჟღავნება  მიუთითებს, რომ  შპს  „ტელეიმედი” არათუ  გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ შეამოწმა გადაცემული ფაქტების სისწორე, არამედ განზრახ დაამახინჯა ისინი.

13. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტი დაინტერესებულ პირს ანიჭებს პასუხის უფლებას, ხოლო კანონის სხვა პუნქტები (8-12) განსაზღვრავს პასუხის უფლების განხორციელების პროცედურულ საკითხებს და მოთხოვნის მოცულობას. შპს „ტელეიმედის“ მიმართ განცხადებაში მომჩივანები ითხოვდნენ აღნიშნული კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლების ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერით სათანადო და თანაზომიერი საშუალებით უზრუნველყოფილიყო მათ შესახებ გაკეთებული მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება, რაც გამომდინარეობს 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის ჩანაწერიდან. მომჩივაანების განმარტებით, შპს „ტელეიმედის“ პასუხი, რომლის თანახმად მომჩივანების მოთხოვნა  სცდება განცხადების შინაარსს, დაუსაბუტებელია, ვინაიდან  მომჩივანების შეფასებით, მათი მოთხოვნა გამომდინარეობდა განცხადებაში მითითებული დასაბუთებიდან და ეფუძნებოდა კანონმდებლობის შესაბამის მუხლებს.

14. მომჩივანები ითხოვენ შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო. ასევე, ითხოვენ, ამავე მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტების საფუძველზე შპს „ტელეიმედს“ დაევალოს მათთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, კერძოდ, შპს „ტელეიმედმა“ დაუთმოს მათ პირდაპირი ეთერი, სიუჟეტის გასვლის თანაზომიერ დროს, გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად.

2. მომჩივანთა პოზიცია

15. კომისიის  2026  წლის  22  იანვრის  სხდომაზე  გამოცხადდა  ა(ა)იპ ,,საქართველოს  მომავლის აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი და ა. ზიბზიბაზის წარმომადგენელი მ. კაპანაძე. მან მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე კომუნიკაციების კომისიის პოზიცია ცნობილია თუმცა მაინც დააფიქსირებს პოზიციას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, იმ გარემოებაზე, რაც განასხვავებს განსახილველ საკითხს, მანამდე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან, კერძოდ, ამჯერად, გასაჩივრებული სიუჟეტი განთავსდა არა „იმედის კვირაში“, არამედ „ქრონიკაში“, რომელიც არის ახალი ამბების გადაცემა. მ. კაპანაძის განმარტებით, წინა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიამ ძირითადი არგუმენტაცია განავითარა იმ კუთხით, რომ საკითხი შეეხებოდა ჟურნალისტურ გამოძიებას.

16. მ. კაპანაძის განმარტებით, როდესაც მაყურებელი თვალს ადევნებს ახალი ამბების გადაცემას, მას აქვს მოლოდინი, რომ ის, რასაც ისმენს არის ფაქტები, ვინაიდან ამას აჟღერებენ ახალი ამბების ჟურნალისტები და წამყვანები. მ. კაპანაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, კომისიამ ყურადღება მიაქციოს, რომ გასაჩივრებული სიუჟეტებში არც წამყვანის და არც ჟურნალისტის მიერ არანაირი ფორმით არ ხდება არსად მითითება იმაზე, რომ ეს არის ჟურნალისტების მიერ „იმედის კვირის“ ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შედეგების გაზიარება, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირდაპირ იწყება ტყუილების გავრცელება და ამას თან არ ახლავს მითითება, რომ ეს არის მათ მიერ გამოძიების შედეგად დასკვნების გაზიარება აუდიტორიისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი მაყურებლისთვის, რომელმაც იმ დღეს, 14:00 ან 17:00 საათზე ჩართო, „ქრონიკა“ და არ ჰქონდა ნანახი „იმედის კვირის“ მანამდე გასული სიუჟეტი, შეექმნებოდა წარმოდგენა, რომ ისმენს ფაქტების სახით „ქრონიკის“ მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც არის ფაქტებად ჩამოყალიბებული, როგორც რეალობა.

17. მ. კაპანაძემ, კომისიის ყურადღების გამახვილება ითხოვა, იმ საკითხზე, ზოგადად, ეხება თუ არა ეს სიუჟეტი ჟურნალისტურ გამოძიებას. მას, ზოგადად, არასწორად მიაჩნია, როდესაც კომისიის მხრიდან, ფაქტობრივად, ყოველგვარი განხილვის, ყოველგვარი შემოწმებისა თუ შეფასების გარეშე, მოხდა იმის უდავოდ დადასტურება, რომ შპს „ტელეიმედის“ და მისი ჟურნალისტების მხრიდან ჩატარდა რაიმე გამოძიება, რაც მომჩივანების წარმომადგენლის განცხადებით, არის არასწორი მიდგომა.

18.   მ. კაპანაძემ განაცხადა, რომ ორივე გასაჩივრებულ სიუჟეტში წამყვანი ამბობს,  რომ „საქართველოს მომავლის აკადემიაა“ ფრანკლინის სამართალმემკვიდრე და, რომ ამ ორგანიზაციის რეალური მფლობელი არის ტომ პალმერი. მისი განმარტებით, ეს ორივე განცხადება არღვევს ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნას, რადგან ორივე ეს ინფორმაცია არის გადმოცემული ფაქტის სახით და გადაცემული არის „ქრონიკაში“, რომელიც არის ახალი ამბების პროგრამა. სიმართლის დასადგენად კი საკმარისი იქნებოდა საჯარო რეესტრში გადამოწმება იმისა, თუ როდის დაარსდა ფრანკლინის კლუბი, როდის დაარსდა „საქართველოს მომავლის აკადემია“. მისი განმარტებით, „საქართველოს მომავლის აკადემია“ არის დაარსებული 2015 წლის 19 აგვისტოს, მაშინ, როდესაც ფრანკლინის კლუბი დაარსდა 2021 წელს, რაც გამორიცხავს ამგვარ სამართალმემკვიდრეობას. მომჩივანების წარმომადგენლის მოსაზრებით, ეს შეცდომა არ იყო და მაუწყებელმა განზრახ მიუთითა არასწორი ფაქტი, თუმცა საქმის გადასაწყვეტად ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან დარღვევა სახეზეა.

19. მ. კაპანაძემ ასევე ისაუბრა, მაუწყებლის მხრიდან პასუხის უფლების მიცემაზე უარზე და განაცხადა, რომ შპს „ტელეიმედმა“ უკანონოდ უთხრა უარი მომჩივანებს, რადგან წარდგენილი იყო ყველა მტკიცებულება, საიმისოდ, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო.

3. მოპასუხის პოზიცია

20. კომისიის 2026 წლის 22 იანვრის სხდომას ასევე ესწრებოდა შპს „ტელეიმედის” წარმომადგენელი ა. ვაზაგაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ პასუხის უფლებასთან დაკავშირებით, შპს „ტელეიმედმა“ წერილობით უპასუხა მომჩივანების განცხადებას და მაუწყებლისთვის წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა პასუხის უფლებასთან დაკავშირებულ საფუძვლებს, რაც   წერილობით აცნობა მხარეს.

21.   ა.   ვაზაგაშვილმა   ასევე   განაცხადა,   რომ   შპს   „ტელეიმედის“   მიერ   დაცულია   ზოგადად,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მთავარი მიზანი. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმის მიზანია სიუჟეტი იყოს ჯეროვანი სიზუსტით და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შევსებული, თუმცა შესაძლებლობისა და გონივრულობის ფარგლებში. მისი განმარტებით, სადავო სიუჟეტი იყო ფაქტებზე დაფუძნებული, ხოლო მომჩივანების მხრიდან სადავო ფაქტები სიუჟეტში ნახსენები იყო  განსხვავებულ კონტექსტში, კერძოდ, დასახელდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ როგორც ფაქტობრივი, ისე რეალური მფლობელი, რაც ნიშნავს, რომ ადგილი არ ჰქონია ფაქტის დამახინჯებას, ფაქტის შეცვლას. ა. ვაზაგაშვილის განმარტებით, იგივეა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, სიუჟეტში კონტექსტის მიხედვით არ იგულისხმებოდა სამართალმემკვიდრეობა და კომპანიის მემკვიდრეობის ნაწილი, არამედ, საქმიანობის ნაწილზე იყო ეს მიბმული, საქმიანობის განხორციელებას უკავშირდებოდა და ინფორმაცია იყო აღქმაადი.

22. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის განცხადებით, არ იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, მათ შორის, პროცედურული საკითხების დარღვევა არც სიუჟეტის აწყობისას, არც შემდგომ ჟურნალისტის წინასიტყვაობისას, და მიაჩნია, რომ აღნიშნული  დავა არ წარმოადგენს    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დავის საგანს.

4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა

23. 2026 წლის 5 თებერვალს, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წარმოადგინა დასკვნა (N26-10-305; 04.02.2026), რომლის თანახმად, 2025 წლის 18 დეკემბრის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის  საჩივრისა და თანდართული სიუჟეტების (გადაცემა „ქრონიკა“, 22.10.2025, 14:00 და 17:00) შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა გამოარკვია, რომ გადაცემის წამყვანის მიერ გადმოცემულია შემდეგი ინფორმაცია: “გაშიფრული სქემით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”.

24. კომისიის ააპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილია, რომ საჩივარში აღნიშნული სიუჟეტები მართლაც იყო განთავსებული შპს „ტელეიმედის“ ეთერში.

25. კომისიის ააპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.1 დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადაიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.2

26. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა,  მაუწყებლის   ვალდებულება   გულისხმობს   არა   გადაცემული   ინფორმაციის კომისიის 1გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.5.2 იქვე, გვ.6. ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.3

27. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა სახის ინფორმაცია იქნა გადაცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთან, როგორც კომისიამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა ვერ გავრცელდება ბრალდებების მიმართ, რადგან ბრალდებები თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მისი სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა.4 ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად.5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ფაქტები ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.6  ბრალდება კი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, არის პირის დადანაშაულება ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში. ამასთან, ბრალდება ფაქტისგან განსხვავებით არ არის უტყუარად დამტკიცებული, დადასტურებული. ამასთან, ბრალდების შემთხვევაში შესაძლებელია იმ ფაქტების/ფაქტობრივი მასალების შემოწმება რომელსაც    ეფუძნება    იგი,7      თუმცა    თავად    ბრალდების    სიზუსტის,  სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სიზუსტე ფაქტის შეფასების კრიტერიუმია და არა ბრალდების.

3 იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.

4 იხ. კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ

„საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე.

5 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.11.2022).

7 იხ. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/611 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის  განხილვის  თაობაზე,  კომისიის  2025  წლის  11  დეკემბრის  N  გ-25-16/ 613  გადაწყვეტილება  შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ.

28. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, „სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი“.8

29. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, განსახილველი სიუჟეტები ეხება ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემას და თანხის გამოყენებას, ასევე ორგანიზაციის საქმიანობას. სიუჟეტებში გაჟღერებულია შემდეგი ინფორმაცია: “გაშიფრული სქემით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფრაზები („მემკვიდრე“, „რეალური მფლობელი“), მათი გამოყენების კონტექსტის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა ფაქტების კონსტატაციას. ფრაზები მიზნად ისახავს ორგანიზაციის მიმართ კონკრეტული ბრალდებების წარმოდგენას და არა კომპანიის ფორმალურ-სამართლებრივი სტატუსის ან რეგისტრირებული მფლობელობითი/მმართველობითი სტრუქტურის წარმოჩენას. სადავო ფრაზები, ერთ შემთხვევაში, წარმოადგენს ბრალდებებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ორგანიზაციასა და ორგანიზაციის საქმიანობაზე სხვა პირის მხრიდან რეალური გავლენის შესახებ.

30. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი  ჯეროვანი  სიზუსტის  პრინციპი ვრცელდება „ახალ ამბებზე“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. ბრალდებები კი თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მის სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა.9 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და შპს „ტელეიმედს“ ვერ დაუდგინდება ზემოხსენებული მუხლის ქვეპუნქტების დარღვევა.

31. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარატამენტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის  თანახმად „დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი

8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-1477-1489-2011,03.04.2012); საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.02.2022).

9 იხ. კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს  მომავლის  აკადემიის“  (ს/კ  4051137755)  და  ალექსანდრე ზიბზიბაძის  საჩივრის  განხილვის თაობაზე.

სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა“. ამრიგად, თუ კომისიის მიერ დადგინდა, რომ მაუწყებლის მიერ დაირღვა ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა და დაკმაყოფილებულია პასუხის უფლებით სარგებლობის წინაპირობები - პირის შესახებ გავრცელდა არასწორი ფაქტი, რომელიც ლახავს მის სახელს და რეპუტაციას, ამ პირის მოთხოვნით შესაძლებელია კომისიამ მაუწყებელს დააკისროს ვალდებულება, რომ პირს მისცეს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა იმის მიუხედავად, რომ პირის მიერ კანონით დადგენილი წესით პასუხის მოთხოვნის უფლება საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი.10 როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის ქმედება ვერ შეფასდება კანონის 52-ე მუხლის ფარგლებში, ვინაიდან მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს ბრალდებების გაჟღერებას და არა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, მომჩივნების მოთხოვნა - შპს „ტელეიმედს“ დაევალოს მათთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, კერძოდ, შპს „ტელეიმედმა“    სიუჟეტის გასვლის თანაზომიერ დროს, გადაცემა „ქრონიკაში“ 14:00 და 17:00 საათზე დაუთმოს მათ პირდაპირი ეთერი გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად - არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ეს შემთხვევა არ ექცევა კანონის 52-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში.

32. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტი დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი გაასაჩივროს კომისიაში ან სასამართლოში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მომჩივნები შპს „ტელეიმედის“ უარს პასუხის უფლებაზე ასაჩივრებენ კომისიაში.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანხმად, „დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით“. კანონი განსაზღვრავს პასუხის უფლების მოთხოვნის საფუძველს. პასუხის უფლების მოთხოვნა პირს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის პროგრამაში გავრცელდა არასწორი ფაქტი. პასუხის უფლების მიზნებისთვის რელევანტური არ არის არასწორი ფაქტი გაავრცელა მაუწყებლის წარმომადგენელმა (წამყვანი, ჟურნალისტი), თუ მესამე პირმა (პროგრამის სტუმარი).   კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა“.

33. კომისიის აპაარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია,  რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 52-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება შემოიფარგლება მხოლოდ არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევებით და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე და არც ბრალდებებზე. ბრალდებების შემთხვევაში რელევანტურია არა 52-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება, არამედ 54-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება.11 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის გაცემის უფლება და ამავე კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება განსხვავებულ საკითხებს შეეხება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის გაცემის უფლება სამართლიანობის პრინციპის ნაწილია და მოიცავს პირის უფლებას, რომ მაუწყებელმა შესაძლებლობა მისცეს იმავე პროგრამაში გასცეს პასუხი მის შესახებ არსებულ ბრალდებას, ხოლო 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება უფრო მეტად სიზუსტესთან არის დაკავშირებული და პირს აღჭურავს შესაძლებლობით post factum პროგრამის ეთერში გასვლის შემდგომ გამოიყენოს მაუწყებლის ეთერი და უარყოს მის შესახებ ეთერში განთავსებული არასწორი (მცდარი) ფაქტი.12

34. დასკვნის სახით, დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ, მაუწყებლის სიუჟეტებში გავრცელებულია ბრალდებები და არა ფაქტები, შესაბამისად, მომჩივნების მიერ მაუწყებლისთვის წაყენებული მოთხოვნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით იმთავითვე სცდება ამ მუხლის მოთხოვნებს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

35.  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს  კანონმდებლობის  მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, „საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,„დაინტერესებული  პირი   არის   ფიზიკური   პირი   ან   იურიდიული   პირი,   რომლის  კანონიერ

11იხ. კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ„საქართველოს  მომავლის  აკადემიის“  (ს/კ  4051137755)  და  ალექსანდრე ზიბზიბაძის  საჩივრის  განხილვის თაობაზე.

ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

37.  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება“,  ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

38. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

39. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი  ვალდებულია  ახალი  ამბები  და  ფაქტებზე  დაფუძნებული  ინფორმაცია გადასცეს  ჯეროვანი   სიზუსტით   და   მიუკერძოებლად“,   ხოლო   მე-2   პუნქტის   შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა, „ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ: ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი; ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის; გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი  სცდება  საწყის  განცხადებაში  მოყვანილი  ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა  და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) ფაქტის შესწორება ან უარყოფა გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას; ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი თავის კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.

40. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

41. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის 18 დეკემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-25-6/5078; 01.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით;

42. შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 22 ოქტომბერს გადაცემა „ქრონიკაში“ 14:29:14 სათზე და 17:27:06 საათზე განთავსებული სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი;

43. კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  დასკვნა  (26-10-305; 04.02.2026);

44. მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების   რეესტრიდან   და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ;

45. მხარეთა წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

46. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.მტკიცებულება:   მონაცემები შპს „ტელეიმედის“   შესახებ   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

47. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ და ა. ზიბზიბაძე სადავოდ ხდიან შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 22 ოქტომბერს გადაცემა „ქრონიკაში“ 14:29:14 სათზე და 17:27:06 საათზე განთავსებულ სიუჟეტში მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კერძოდ, გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მიერ გამოთქმულ შემდეგ განცხადებებს: „გაშიფრული სქემებით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე, რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”. მომჩივანების განმარტებით, სიუჟეტში გამოთქმული ფრაზები წარმოადგენენ არაზუსტ, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც მაუწყებლის მიერ გადმოცემულია ფაქტების სახით. მომჩივანები, ასევე, სადავოდ ხდიან შპს „ტელეიმედის“ უარს მათთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლების მიცემაზე;

მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის 18 დეკემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (N Nშ-25-6/5078; 18.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით;

48. მომჩივანებმა 2025 წლის 1 ნოემბერს მიმართეს შპს „ტელეიმედს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობისა და სათანადო და თანაზომიერი საშუალებით მათ შესახებ გავრცელებული მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით. შპს „ტელეიმედის“ წერილით მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე,  მოთხოვნის  დაუსაბუთებლობის  მიზეზით.  შპს „ტელეიმედის“ განმარტებით,  მომჩივანების განცხადება არ შეიცავდა   მითითებას,  თუ რა საფუძვლით  იყო მცდარი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე, არ შეიცავდა აღნიშნულის დამადასტურებელ დასაბუთებას და მტკიცებულებებს, რაც მაუწყებლის შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასუხის უფლებაზე   უარის   თქმის  საფუძველს წარმოადგენდა. შპს „ტელეიმედმა“ პასუხის უფლებაზე უარის საფუძვლად ასევე, მიუთითა ის გარემოება, რომ მომჩივანები მაუწყებლისგან ითხოვდნენ ინფორმაციის შესწორებას თანაზომიერი საშუალებით, მაშინ, როცა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პასუხის უფლება ითვალისწინებს დაინტერესებული პირისთვის ეთერის დათმობას, რაც განმცხადებელს მოთხოვნილი არ ჰქონდა, ხოლო მაუწყებლის მიერ ინფორმაციის შესწორება სცდება აღნიშნული მუხლის შინაარსისა და ნორმის მოქმედების ფარგლებს.

მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის 18 დეკემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (N Nშ-25-6/5078; 18.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით; მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

3. სამართლებრივი შეფასება

3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

49. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით  (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება.

50. მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  ახლებურად    დაწესების  გარდა,  2025  წლის  1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის     კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591    მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის  მიერ ფარული მეთოდის  გამოყენებით  ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად   ცნობილი,   კომისიის   2009   წლის   12   მარტის  №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი  მოთხოვნები  გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.

3.2. ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი და მაუწყებლის ვალდებულებები

51. 2025  წლის  1  აპრილის  კანონის  შესაბამისად  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა  ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.

52. დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

53. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

54. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

55. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის  თავისუფლებით  დაცულია  არა  მხოლოდ  ის  „ინფორმაცია“  და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.  ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.  სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.

57. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად. მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.

58. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

60. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს.     ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.

3.3. სადავო გამონათქვამების შეფასება

61. საჩივრის  ავტორთა  განცხადებით,  სადავო  სიუჟეტში  გამოთქმული  ფრაზები  წარმოადგენენ არაზუსტ, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც მაუწყებლის მიერ გადმოცემულია ფაქტების სახით და არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52- ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანთა პოზიციით, ისევე, როგორც   შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის შეფასებით, მაუწყებლის მიერ გავრცელებული სადავო ინფორმაცია წარმოადგენს ფაქტებს.

62. საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა სახის ინფორმაცია იქნა გადმოცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთან, როგორც კომისიამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა ვერ გავრცელდება ბრალდებების მიმართ, რადგან ბრალდებები თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მისი სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა.13

63. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ფაქტები ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.14

64. მაშინ, როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული გამონათქვამი კონკრეტულ პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, ის წარმოადგენს ბრალდებას და არა ფაქტს. ამასთან, ბრალდება ფაქტისგან განსხვავებით არ არის უტყუარად დამტკიცებული, დადასტურებული. ბრალდების სიზუსტის, სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სიზუსტე ფაქტის შეფასების კრიტერიუმია და არა ბრალდების.

65. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.15.

66. ამდენად, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ჟურნალისტების მიერ გამოთქმული სადავო გამონათქვამები უნდა შეფასდეს  მთლიანი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით და არა თითოეული სიტყვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.16

67.  მომჩივანების  მიერ  სადავოდ  გამხდარ  სიუჟეტებში  გაჟღერებულია  შემდეგი  ინფორმაცია:„გაშიფრული სქემით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”. აღნიშნული ფრაზები („მემკვიდრე“, „რეალური მფლობელი“), მათი გამოყენების კონტექსტის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა ფაქტების კონსტატაციას. ფრაზები მიზნად

13 იხ. კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე.

14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022

15 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024

16 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება Nას-1503-2023, 22.03.2024

ისახავს შესაბამისი სუბიექტების მიმართ კონკრეტული ბრალდებების გაჟღერებას და არა კომპანიის ფორმალურ-სამართლებრივი სტატუსის ან რეგისტრირებული მფლობელობითი/მმართველობითი სტრუქტურის წარმოჩენას. სადავო სიუჟეტებში გადმოცემული ინფორმაცია ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ერთ შემთხვევაში, წარმოადგენს ბრალდებებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ორგანიზაციასა და ორგანიზაციის საქმიანობაზე სხვა პირის მხრიდან რეალური გავლენის შესახებ. ამდენად, მაუწყებლის აღნიშნული ქმედების მართლზომიერება ვერ შეფასდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის პრინციპის კონტექსტში.

68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დარღვევის დასადგენად აუცილებელი წინაპირობები და ამ ნაწილში მაუწყებლის ქმედება ვერ შეფასდება დასახელებული მუხლის მოთხოვნების დარღვევად.

3.4 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი პასუხის უფლება

69. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი დაინტერესებულ პირებს აღჭურავს პასუხის უფლებით. პასუხის უფლება მედიის რეგულირებაში დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც უკავშირდება პირის რეპუტაციის დაცვას. აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც პირის რეპუტაცია ილახება მაუწყებლის ეთერში მის შესახებ არასწორი (მცდარი) ფაქტის გავრცელებით. შესაბამისად, პასუხის უფლების მოთხოვნა პირს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის პროგრამაში გავრცელდა არასწორი ფაქტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პასუხის უფლებაზე უარის თქმის საფუძვლებს, ხოლო მე-11 პუნქტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის უფლებას გაასაჩივროს პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი კომისიაში ან სასამართლოში.17

70. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე შემოღებულ იქნა პასუხის უფლებით სარგებლობის განსხვავებული მექანიზმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.18  კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება შემოიფარგლება მხოლოდ 17  კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- გვ.12-14 18 იქვე გვ.

15არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევებით. იგი არ ვრცელდება გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებზე, შეხედულებებსა თუ ბრალდებებზე.

71. იმის გათვალსიწინებით, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის პროგრამაში გავრცელებულია ბრალდებები და არა  ფაქტები,    მომჩივანების  მოთხოვნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით სამართლებრივად უსაფუძვლოა. ბრალდება, თავისი ბუნებით, სცილდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოქმედების სფეროს.

4. პასუხისმგებლობა და  ვალდებულებები

72. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტი და შპს „ტელეიმედისთვის“ ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის უფლების შესაძლებლობის მომჩივანებისთვის მიცემის ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

73. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“   წინააღმდეგ   ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ა. ზიბზიბაძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 და 52-ე მუხლების და   კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1.შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5078; 18.12.2025) არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  ა(ა)იპ „საქართველოს  მომავლის  აკადემიისთვის“,  ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის და შპს „ტელეიმედისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ და  ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის   გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

გოგა  გულორდავა          თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

ვახტანგ  აბაშიძე             წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები