წვდომის მენიუ

შპს „როუმინგოსთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-15 / 490

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2026 14:27

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2026

შპს „როუმინგოსთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: შპს „როუმინგო“ კომისიის სხდომის თარიღი: 05.11.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  ,,კომისია")  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „როუმინგომ“  (ს/ნ 405656106) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/8220, 26.10.2026) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის  (MNC) გამოყოფის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „როუმინგო” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

3. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,   მობილური საკომუნიკაციო   მომსახურების      ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის (MNC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დამტკიცებული E.212 და „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“

(„ETSI“)   მიერ  დამტკიცებული   ETS  300 523   რეკომენდაციების  შესაბამისად;  ამავე  პუნქტის  გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია ანიჭებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ამ კანონისა და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ვადით და ადგენს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება პირს ენიჭება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) ენიჭებათ კომისიის მიერ  - შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს  მთავრობის   2010  წლის  18  ნოემბერის  №355  დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „როუმინგოს“ უნდა მიენიჭოს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-82  მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის  ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს  შპს  „როუმინგოს“  (ს/ნ  405656106),  ტელეკომუნიკაციების  საერთაშორისო  კავშირის (ITU)    E.212   და  „ევროპის  სატელეკომუნიკაციო  სტანდარტების  ინსტიტუტის“  („ETSI“)  ETS 300 523  რეკომენდაციების შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-82 მობილური ქსელის აბონენტების საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის  ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ.    ჯღამაძე) აცნობოს  ტელეკომუნიკაციების    საერთაშორისო  კავშირს  (ITU) შპს „როუმინგოსთვის“ მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) 282-82 გამოყოფის თაობაზე, მისი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად;

3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე);

4.    გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   ტელეკომუნიკაციების   საერთაშორისო   კავშირის   (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ;

5. ეცნობოს შპს „როუმინგოს” მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „როუმინგოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

8.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „როუმინგოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები