წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-13 / 425

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2026 12:56

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით №0513 (07.09.2026). კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის №გ-25-13/442 გადაწყვეტილებით სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და V თავის 21-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 12 ოქტომბრიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8.    გადაწყვეტილება,   დანართის   გარეშე   გამოქვეყნდეს   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე (www.comcom.ge);

9.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები