წვდომის მენიუ

შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2026 17:14

მიღების თარიღი იანვარი 15, 2026

შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“)  2026 წლის 9 იანვარს განცხადებით მიმართა  შპს  „ახალი  ქსელების“  (ს/კ    211326732) დირექტორმა  ხათუნა  ინჯიამ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/100), კომპანიის პარტნიორების - ლილი სუხიტაშვილის სრული წილის (4,16%) და თეიმურაზ ღოღობერიძეს სრული წილის (0,25%) შპს “ჯეო-მეტრიას” (405629280) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის  შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის   ან   შეძენის   განხორციელებამდე.   შეტყობინების   ვალდებულება   ეკისრება ავტორიზებულ პირს,   რომელიც   მონაწილეობს   შერწყმაში   ან   რომლის   წილის,   აქციების   ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია  უფლებამოსილია  შერწყმის  ან  შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული  პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ახალი ქსელები“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ    პირს    და    მას    ავტორიზაცია    გავლილი    აქვს    ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

სპილენძის წყვილების  ადგილობრივი  (სააბონენტო)  დაშვების  ქსელის  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი  (სააბონენტო)  დაშვების  ქსელის  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი   დაშვების   (უსადენო)  ქსელის  შესაბამისი  ელემენტებითა  და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური  საკომუტაციო  საშუალებების  ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5 მაგისტრალური   საკომუნიკაციო   ციფრული   სისტემის   (უსადენო)   გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული  მაგისტრალური  არხებისა  და  შესაბამისი  ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7  ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტების გაფართოებული  რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

A.M.1

ფიჭური ორგანიზების  ტიპის საკომუნიკაციო  ქსელის შესაბამისი ელემენტებითა  და საშუალებებით უზრუნველყოფა

WCDMA

B.F.1   ფიქსირებული    საკომუნიკაციო    სისტემის    აბონენტების    სატელეფონო    ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემების  თანახმად,  შპს  „ახალი ქსელები“-ს პარტნიორები არიან:

ცხრილი 1

სახელი

გვარი

წილი(%)

შპს მეკავშირე-97

202910378

3,685

შპს სისტემ ნეტ

205267423

10

ავთანდილ

იაშვილი

33,427

ვახტანგ

ამაშუკელი

0,64

ლილი

სუხიტაშვილი

4,16

ნაირა

კვესელავა

1,6

თეიმურაზ

ღოღობერიძე

0,25

ფრიდონ

ინჯია

46,238

კომპანიის დირექტორია: ხათუნა ინჯია.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ახალი ქსელები“, მისი პარტნიორები შპს „სისტემ ნეტი“, ფიზიკური პირები ავთანდილ იაშვილი, ფრიდონ ინჯია, ნაირა კვესელავა,   ლილი სუხიტაშვილი, ვახტანგ ამაშუკელი და თეიმურაზ ღოღობერიძე ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში, კერძოდ შპს

„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“-ში და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტ“-ში. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან.

 

შპს ახალი ქსელები -

211326732

ახალი ქსელე

ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაცი ის ქსელი- ფოპტნეტი

სისტემ ნეტ

ევრიკა ტელერადიომპა ნია

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობ ის კორპორაცია

ავთანდილ იაშვილი

 

33.43 %

 

14.30 %

 

29.90 %

 

-

 

-

ვახტანგ ამაშუკელი

 

0.64 %

 

0.60 %

 

-

 

-

 

-

ლილი სუხიტაშვილი

 

4.16 %

 

3.40 %

 

2.09 %

 

-

 

-

ნაირა კვესელავა

 

1.60 %

 

1.40 %

 

7.78 %

 

-

 

-

ფრიდონ  ინჯია

46.24 %

22.30 %

15.32 %

-

-

 

 

აფილირების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვევით მოცემულ ცხრილში: ცხრილი 2

თეიმურაზ ღოღობერიძე

 

0.25 %

 

-

 

-

 

-

 

-

მეკავშირე-97 - (არა ავტორიზებულ ი)

 

 

3.69 %

 

 

-

 

 

-

 

 

-

 

 

-

სისტემ ნეტ

10.00 %

50.00 %

-

-

87.00 %

ახალი ქსელები

-

-

-

-

-

ირინე იაშვილი

-

-

-

-

-

თეიმურაზი ქუტაშვილი

 

-

 

-

 

-

 

-

 

-

ნოდარი დევიძე

-

-

-

-

-

ილია ინჯია

-

3.00 %

24.71 %

100%

-

კოტე სამუშია

-

5.00 %

1.70 %

-

-

თეიმურაზ ბერიშვილი

 

-

 

-

 

4.18 %

 

-

 

-

ხათუნა ინჯია

-

-

5.71 %

-

-

ლალი რუხაია

-

-

5.93 %

-

-

დავით დურგლიშვილ ი

 

-

 

-

 

0.65 %

 

-

 

-

გიორგი იაშვილი

 

-

 

-

 

2.03 %

 

-

 

-

ჯენერი -(არა ავტორიზებულ ი)

 

-

 

-

 

-

 

-

 

13.00 %

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს „ჯეო-მეტრიას“ დამფუძნებლები არიან:

ცხრილი 3

სახელი

გვარი

წილი(%)

ლალი

რუხაია

21%

ავთანდილ

იაშვილი

30%

ილია

ინჯია

20%

ხათუნა

ინჯია

20%

გიორგი

იაშვილი

9%

წილების შემსყიდველი კომპანია  შპს „ჯეო-მეტრია“ არ წარმოადგენს ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ხოლო მისი დამფუძნებლები ლალი რუხაია, ილია ინჯია, ხათუნა ინჯია, ავთანდილ იაშვილი და გიორგი იაშვილი აფილირების შესახებ ცხრილში წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, აფილირებული არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ შემდეგ პირებთან: შპს „ახალ ქსელები“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ და შპს „სისტემ ნეტი“.

შპს „სისტემ ნეტი“ (ს/კ 211326732) 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის   ახორციელებს   ფიქსირებულ  საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. თბილისში.

შპს „საქართველოს  ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაცია“ (ს/კ 204876081) 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. რუსთავში, ასევე გარდაბნის რაიონის ქ. გარდაბანში და სოფ. აღთაქლაში.

შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ (ს/კ 204892330) 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სატელეკომუნიკაციო საბითუმო მომსახურებების მიწოდებას.

შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ (203844723) 2015 წლის ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს და დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს ავტორიზაცია.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად,   შპს „ახალი ქსელები“ ეწევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული ტრანზაქცია არ იწვევს ახალ ავტორიზებული პირთან აფილირებას,  ქვემოთ მოცემულ საცალო შემოსავლების ცხრილში ასახულია 2025 წლის ნოემბრის ჩათვლით შემოსავლები, აბონენტების რაოდენობა  და ბაზრის წილები შესაბამისი გეოგრაფიულ არეალების ჯამური მონაცემები მიხედვით:

საცალო მომსახურება

 

კომპანია

 

მომსახურება

 

შემოსავალი

წილი*

(%)

 

აბონენტები

 

წილი* (%)

 

 

 

 

 

 

შპს „ახალი ქსელები“

 

სატელეფონო მომსახურება

 

1,903,402.17

 

11%

 

45 914

 

26%

 

 

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

 

6,139,027.08

 

 

7%

 

 

36 471

 

 

6,9%

ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება

11,468,868.84

 

4%

48 130

 

7%


სხვა  მომსახურება

 

კომპანია

 

მომსახურება

 

შემოსავალი

წილი*

(%)

 

 

 

 

 

 

შპს ახალი ქსელები

 

სხვა  საკომუნიკაციო მომსახურება

 

18,897.14

 

 

1%

 

 

არასაკომუნიკაციო მომსახურება

 

1,119,855.54

 

 

 

 

3%

 

 

ქსელის ელემენტებთან დაშვება/ იჯარა

 

247,806.76

 

 

 

 

4%

 

საბითუმო ხმოვანი მომსახურება    87,404.60  4%

ვინაიდან შპს „ჯეო-მეტრიას“ ყველა დამფუძნებელი ცხრილი 1-ში აღნიშნული კომპანიების პარტნიორები და აფილირებული პირები არიან, ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიის პარტნიორის ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან არ შეიცვლება.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს კომპანიის პარტნიორების ლილი სუხიტაშვილის სრული წილის (4,16%) და თეიმურაზ ღოღობერიძეს სრული წილის (0,25%) შპს „ჯეო-მეტრიას“  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახალი ქსელების“ ფიზიკური პირი პარტნიორის ლილი სუხიტაშვილის 4,16%-იანი წილის და თეიმურაზ ღოღობერიძეს 0,25%-იანი წლის შპს „ჯეო-მეტრიას“ მიერ შეძენაზე;

2.  განემარტოს   შპს   „ახალი   ქსელებს“,   რომ   ამ   გადაწყვეტილების   შესაბამისად,   წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის  განმავლობაში. აღნიშნულ  ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისათვის“ გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს  „ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ახალი ქსელები“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები