შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის “ პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2026 17:01
მიღების თარიღი იანვარი 15, 2026
შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის “ პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 9 იანვარს განცხადებით მიმართა შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის (ს/კ 204892330) (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/98) დირექტორმა ხათუნა ინჯიამ, კომპანიის პარტნიორის ლილი სუხიტაშვილის სრული წილის (3,4%) შპს “ჯეო-მეტრიას” (405629280) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემ ნეტ“-ის პარტნიორები არიან:
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
ავთანდილ |
იაშვილი |
14,3 |
|
ფრიდონ |
ინჯია |
22,3 |
|
ლილი |
სუხიტაშვილ ი |
3,4 |
|
ნაირა |
კვესელავა |
1,4 |
|
ვახტანგ |
ამაშუკელი |
0,6 |
|
კოტე |
სამუშია |
5.00 |
|
ილია |
ინჯია |
3.00 |
|
შპს “სისიტემ ნეტ” |
|
50% |
კომპანიის დირექტორია ხათუნა ინჯია.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” არ ფლობს წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში, ხოლო მისი პარტნიორები შპს სისტემ ნეტი“ და ფიზიკური პირები ავთანდილ იაშვილი, ილია ინჯია, ფრიდონ ინჯია, ნაირა კვესელავა, ლილი სუხიტაშვილი, ვახტანგ ამაშუკელი და კოტე სამუშია ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში, კერძოდ შპს „ახალ ქსელებში“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“-ში, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტ“-ში და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“-ში, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან .
აფილირების ცხრილი:
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი - 204892330 |
ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი |
ახალი ქსელები |
სისტემ ნეტ |
ევრიკა ტელერადიოკომპანია |
|
ავთანდილ იაშვილი |
14.30 % |
33.43 % |
29.90 % |
- |
|
ვახტანგ ამაშუკელი |
0.60 % |
0.64 % |
- |
- |
|
ილია ინჯია |
3.00 % |
- |
24.71 % |
100.00 % |
|
ლილი სუხიტაშვილი |
3.40 % |
4.16 % |
2.09 % |
- |
|
ნაირა კვესელავა |
1.40 % |
1.60 % |
7.78 % |
- |
|
ფრიდონ ინჯია |
22.30 % |
46.24 % |
15.32 % |
- |
|
კოტე სამუშია |
5.00 % |
- |
1.70 % |
- |
|
სისტემ ნეტ |
50.00 % |
10.00 % |
- |
- |
|
თეიმურაზ ბერიშვილი |
- |
- |
4.18 % |
- |
|
ხათუნა ინჯია |
- |
- |
5.71 % |
- |
|
ლალი რუხაია |
- |
- |
5.93 % |
- |
|
დავით დურგლიშვილი |
- |
- |
0.65 % |
- |
|
გიორგი იაშვილი |
- |
- |
2.03 % |
- |
|
მეკავშირე-97 - (არა ავტორიზებული პირი) |
- |
3.69 % |
- |
- |
|
თეიმურაზ ღოღობერიძე |
- |
0.25 % |
- |
- |
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს „ჯეო-მეტრიას“ დამფუძნებლები არიან:
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
ლალი |
რუხაია |
21% |
|
ავთანდილ |
იაშვილი |
30% |
|
ილია |
ინჯია |
20% |
|
ხათუნა |
ინჯია |
20% |
|
გიორგი |
იაშვილი |
9% |
შემსყიდველი კომპანია, შპს „ჯეო-მეტრია“, არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებში ავტორიზებულ პირს, ხოლო მისი დამფუძნებლები ლალი რუხაია, ილია ინჯია, ხათუნა ინჯია, ავთანდილ იაშვილი, გიორგი იაშვილი აფილირებული არიან კომისიაში ავტორიზებულ შემდეგ პირებთან: შპს „ახალ ქსელები“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“ და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ და შპს „სისტემ ნეტი“.
შპს „ახალი ქსელები“ (ს/კ 211326732) 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ (ს/კ 204876081) 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. რუსთავში, ასევე გარდაბნის რაიონის ქ. გარდაბანში და ს. აღთაქლაში.
შპს „სისტემ ნეტს“ 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს, როგორც საცალო ასევე სხვადასხვა ტიპის სატელეკომუნიკაციო საბითუმო მომსახურებების მიწოდებას,).
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ (203844723) 2015 წლის ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს და დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს ავტორიზაცია.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის თანახმად, შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ ეწევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას და 2025 წლის მონაცემების და ბაზრის წილები შესაბამისად შემდეგია:
|
კომპანია |
მომსახურება |
შემოსავალი |
წილი* (%) |
|
შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი “ |
საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება |
3,820,335.32 |
14% |
|
სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება |
152,769.77 |
0,4% |
|
|
სხვა საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება |
417,064.43 |
0,8% |
|
|
ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - მაგისტრალური (დასახლებული პუნქტების დამაკავშირებელი) ოპტიკურ- ბოჭკოვანი არხების იჯარა |
1,504,179.19 |
12% |
ვინაიდან შპს „ჯეო-მეტრიას“ ყველა დამფუძნებელი ზემოთ აღნიშნული კომპანიების პარტნიორები და აფილირებული პირები არიან, ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიის პარტნიორის ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან არ შეიცვლება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, არ არსებობს შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტის“ ფიზიკური პირი პარტნიორის ლალი სუხიტაშვილი სრული წილის შპს „ჯეო- მეტრიას“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“, შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ ფიზიკური პირი პარტნიორის, ლალი სუხიტაშვილის 3,4 %-იანი წილის შპს „ჯეო-მეტრიას“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტ“-ისათვის გაგზავნა (ბ. გასვიანი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტ “-ისათვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
