წვდომის მენიუ

შპს „ტივიჯი“-ს (ს/კ: 430035721) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 101

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2026 17:45

მიღების თარიღი მარტი 05, 2026

შპს „ტივიჯი“-ს (ს/კ: 430035721) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 19 თებერვალს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/1758) მიმართა შპს „ტივიჯი“-ს დირექტორმა ფიზიკურმა პირმა ბესიკ წაქაძემ, შპს „ტივიჯი“-ს ერთერთი დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

შპს „ტივიჯი“-ს 2017 წლის ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის

(IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.4   მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტივიჯი“-ს დამფუძნებლები არიან:

             პარტნიორები                                                           წილი


კომისიაში შემოსული განაცხადის შესაბამისად კომპანიის წილის  ერთერთი  მფლობელი შპს 
„ინტელკომ ჯგუფი“ ასხვისებს თავის 25% -იან წილს სრულად შპს „ტივიჯი“ -ს წილის სხვა მფლობელებზე შემდეგი პრინციპით: შპს „დუბლლაინი" შეისყიდის დამატებით 5%-იან წილს და მისი წილი გახდება 20%; შპს „ორდუნეტი" შეისყიდის დამატებით 5%-იან წილს და მისი წილი გახდება 20%; შპს „აილინკი" შეისყიდის დამატებით 15%-იან წილს და მისი წილი გახდება 20%;

რაც შეეხება შპს „აირმაქსს" და ფ/პ ზაზა ზვიადაძეს, ისინი ინარჩუნებენ არსებულ 20-20%-იან წილებს.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს “დუბლლაინი”, შპს “ორდუნეტი”, შპს “აილინკი” და შპს “აირმაქსი’ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ავტორიზაცია გავლილი აქვთ ინტერნეტ მომსახურებაზე.

კომისიის  ავტორიზებულ პირთა ამავე უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

1.   ფიზიკური პირი ზაზა ზვიადაძე და   შპს „აილინკი“ კომისიაში ავტორიზებულ სხვა პირებში წილებს არ ფლობენ.

2. შპს „ორდუნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ გამსახურდია   ფლობს წილებს ავტორიზებულ პირებში შპს „აიროპტში“, შპს „გეოკოინში“   და შპს „ორდუგეში“ და მისი წილი თითოეულ მათგანში შეადგენს 45%, 50% და 90% -ს შესაბამისად, ხოლო შპს „ორდუნეტი“ ფლობს წილს ავტორიზებულ პირ „აიროპტში“. ამასთან, შპს „აიროპტი“ სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, ხოლო მისი დამფუძნებლები თორნიკე ანთია, ვახტანგ გამსახურდია და რომან ქარჩავა ფლობენ წილებს სხვადასხვა ავტორიზებულ პირებში, კერძოდ, ინდ მეწარმე თორნიკე ანთია, შპს „ორდუნეტი“,  შპს „გეოკოინი“ და „ორდუგე“.

3. შპს „დუბლლაინი“ ფლობს 33%-იან წილს ავტორიზებულ პირ შპს „ვი-ჯი-ენ ნეთვორქში“.

4 ასევე რეესტრიდან იკვეთება შპს „აირმაქსის“ სხვადასხვა სახის აფილირება შემდეგ ავტორიზებული პირებთან:  შპს „სვირინეტი“ და შპს „სვირინეტ+“.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2025 წლის მონაცემების შესაბამისად შპს „ტივიჯი“-ს შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

 შპს “ტივიჯი”

2025 წლის შემოსავალი

 საბაზრო წილი

აბონენტები 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით

საბაზრო წილი

მაუწყებლობის ტრანზიტი

885,242

0.60%

3,987

0.56%

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  კონცენტრაციების  კონტროლის  მექანიზმის  ფარგლებში,  მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, შპს „ტივიჯის“ მფლობელი შპს „ინტელკომ ჯგუფი“ გაასხვისებს თავის 25%-იან წილს სრულად კომპანიის სამი სხვა პარტნიორის სასარგებლოდ. ამასთან, კომპანიის აფილირება და პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება, ხოლო ტრანზაქციის შემდეგ ყველა პარტნიორს შპს „ტივიჯიში“ ექნება თანაბარი წილი, კერძოდ:

პარტნიორები

                         წილი %

შპს აირმაქსი

20

შპს ორდუნეტ

20

შპს დუბლლაინი

20

შპს აილინკ

20

ფ/პ ზაზა ზვიადაძე

20

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ტივიჯი“-ს წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ტივიჯი“-ს კომპანიის დამფუძნებლის შპს „ინტელკომ ჯგუფი“-ს 25%-იანი წილის შპს „ტივიჯის” შემდეგი პარტნიორების სასარგებლოდ  გასხვისებაზე:

შპს „დუბლლაინზე" კომპანიის 5%-იანი წილის გასხვისებაზე; შპს „ორდუნეტზე" კომპანიის  5%-იანი წილის გასხვისებაზე; შპს „აილინკზე" კომპანიის  15%-იანი წილის გასხვისებაზე;

2. განემარტოს შპს „ტივიჯი“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტივიჯი“   ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის მიერ გაცემული თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან   6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ტივიჯი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე                 წევრი

ეკატერინე  იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები