მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2025 11:36
მიღების თარიღი ივნისი 27, 2025
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 11 აუქციონი. აღნიშნული 11 აუქციონიდან მე-2 აუქციონის ჩატარების თარიღად 2025 წლის 27 ივნისის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2025 წლის 2 ივნისის 09:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3400-3800 მჰც რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც –ზე მეტის მფლობელი, ხოლო 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი.
კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 37182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%- ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 859 134 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაცხრამეტი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარს;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ სს „სილქნეტმა“ (ს/კ 204566978) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/2437, 12.06.25).
განაცხადის შესაბამისად, კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს N1 ან/და N2 აუქციონ(ებ)ში, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758– 788 მჰც დიაპაზონის ფარგლებში 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსის და 3400-3800 მჰც დიაპაზონში 50 მჰც სიხშირული რესურსის მოპოვების მიზნით.
კომისიის 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე აღინიშნა რომ ვინაიდან კომისიის 2025 წლის 27 ივნისის №გ-25-8/325 გადაწყვეტილებით სს “სილქნეტი” გამოცხადდა გამარჯვებულად მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში და შეიძინა სიხშირული რესურსის ის ოდენობა რაც დაფიქსირებული ჰქონდა განაცხადში, მას ეზღუდება მონაწილეობის მიღება წინამდებარე აუქციონში ვინაიდან კომპანიის მიერ კომისიის ანგარიშზე ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) არ არის საკმარისი კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ სს „სილქნეტის“ გარდა აუქციონში მონაწილეობის მიზნით კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 აუქციონი;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი