მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2025 14:40
მიღების თარიღი მაისი 22, 2025
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2025 წლის 21 მარტს კომისიას მიმართა სს „სილქნეტმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/1146) და მოითხოვა აუქციონის გამოცხადება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სიხშირული რესურსის ბლოკებზე: 10 მჰც (2X5 მჰც) 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში და 50 მჰც 3400 - 3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს - ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.
დღეის მდგომარეობით მოთხოვნილი სიხშირული რესურსი თავისუფალია. გარდა ამისა, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი სიხშირული რესურსის გამოტანასაც, რათა გარდა უშუალოდ განმცხადებლისა, სხვა დაინტერესებულ პირებსაც (მათ შორის ბაზარზე ახალ შემომსვლელ პირებსაც, არსებობის შემთხვევაში) ქონდეთ საშუალება მიიღონ შესაბამისი სიხშირული რესურსი. აქედან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია აუქციონების ფარგლებში ხელმისაწვდომი გახადოს 700 მჰც, 3400–3800 მჰც და 2600 მჰც სიხშირულ ზოლში არსებული სიხშირული რესურსი შემდეგი მოცულობებით:
სიხშირული დიაპაზონი, მჰც |
სპექტრის სიდიდე, მჰც |
700 |
20 |
3400-3800 |
150 |
2600 |
110 |
კომისიამ 2024 წელს სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების მიზნით შეისყიდა საკონსულტაციო მომსახურება კომპანია ერნსტ&იანგისგან (საქართველოს წარმომადგენლობა შპს „იუაი“). ამასთან დოკუმენტში თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში 1 მჰც სიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
სიხშირული დიაპაზონი, მჰც |
1 მჰც სპექტრის ღირებულება (ლარი) |
700 |
2,801 829 |
3400-3800 |
369 201 |
2600 |
366 632 |
კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელების მომიჯნავე (თანმიმდევრულ) ბლოკებზე დაშვების უზრუნველყოფის მიზნით, აუქციონები უნდა გამოცხადდეს:
ა) ორ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე. ლოტი შედგება ორი სხვადასხვა სიხშირული სპექტრის დიაპაზონისგან: 700 მჰც დიაპაზონი 2X5 მჰც სიხშირული ზოლი და 3400-3800 მჰც დიაპაზონი 50 მჰც სიხშირული ზოლი;
ბ) ერთ ცალკე მდგომ აბსტრაქტულ ლოტზე 3400–3800 მჰც სიხშირულ ზოლში, 50 მჰც სიხშირული რესურსი 3400-3800 მჰც რესურსის ფარგლებში;
გ) ოთხ ცალკე მდგომ აბსტრაქტულ ლოტზე 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში, თითოეული 20 მჰც (2X10 მჰც) სიხშირული რესურსით;
დ) ორ ცალკე მდგომ აბსტრაქტულ ლოტზე 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში, თითოეული 10 მჰც სიხშირული რესურსით;
ე) ორ ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტზე 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში: ე.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5 მჰც 2570-2575 მჰც სიხშირული ზოლი; ვ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5 მჰც 2615-2620 მჰც სიხშირული ზოლი;
ლიცენზიის დაფარვის ძირითადი ვალდებულებების განსაზღვრისას კომისიამ გაითვალისწინა მრავალი ფაქტორი, მათ შორის კომერციული მიმზიდველობა და 7 წლიან პერიოდზე გადაანაწილა 10,000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე დასახლებული პუნქტების დაფარვა. გარდა დასახლებული პუნქტების დაფარვისა კომისიას მიაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურისტული ზონების, პორტების, აეროპორტების, საგზაო მაგისტრალების და რკინიგზის მაგისტრალის დაფარვა 5G სერვისებით. რკინიგზის მაგისტრალებზე დანერგილი 5G სერვისები უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც სატვირთო გადაზიდვებში ასევე, მგზავრთა გადაყვანის კუთხით ევროპის ფარგლებში. ამასთან, 5G ტექნოლოგიის ფარგლებში შეთავაზებული IoT (საგნების ინტერნეტის) და M2M მომსახურებებისთვის მნიშვნელოვანია საგზაო მაგისტრალების დაფარვა 5G სერვისებით.
საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მფლობელი, ვალდებული იქნება შეასრულოს CEPT-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამისი დიაპაზონების მიხედვით. ასევე, უზრუვნელყოს კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებული იქნება საქართველოს სახელმწიფოს მიერ. ლიცენზიის მფლობელმა ასევე დამატებით უნდა მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებული იქნება რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ- გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკაზე დატანილი სახით, კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა, გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. ამასთან, ინფორმაციის წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის და მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის განხილვას,.
კომისია აღნიშნავს, რომ კომბინირებული ლოტის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობა უნდა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვეში. (პრაქტიკული საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი ან მეტი საბაზო სადგურის ამოქმედება ლიცენზიით გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და მომსახურების მიწოდება ერთი ან მეტი კომერციული აბონენტისათვის). ლიცენზიით განსაზღვრული დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“, ხოლო წლებით განსაზღვრული დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილი იქნება დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით, ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებული სხვა სიხშირულ რესურსთან, მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას; იმისთვის, რომ განსაზღვრული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 700, 3400-3800, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3400 -3800 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 და 2600 დიაპაზონებისთვის).
კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანას წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა. კომისიას მიაჩნია და მსოფლიო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ინოვაციური ტექნოლოგიების და მომსახურებების დანერგვაში მნიშვნელოვან როლს პატარა კომპანიები თამაშობენ, რომლებიც დინამიურობით და მოქნილობით ხასიათდებიან. ფაქტია ისიც, რომ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებმა საქართველოში დღემდე ფეხი ვერ მოიკიდეს, თუ არ ჩავთვლით ერთეულ საგამონაკლისო შემთხვევას. კომისიას მიაჩნია, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიებისა და მომსახურების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოშიც შეუძლიათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო, საქართველოში არ არიან ფართოდ განვითარებულები, მათ არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ დამოუკიდებლად განავითარონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, თუმცა ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ საკუთარ ქსელზე დაშვების შემთხვევაში, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები შეძლებენ, რომ მათ ხელთ არსებული რესურსი და ცოდნა გამოიყენონ ქვეყანაში ახალი თაობის ტექნოლოგიების და მომსახურებების განსავითარებლად. მეორეს მხრივ, ასეთი ოპერატორებისთვის საკუთარ ქსელზე დაშვება დამატებით შემოსავალს მოუტანს ქსელის მფლობელ ოპერატორებსაც. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ კომისიამაც, როგორც დარგის მარეგულირებელმა ორგანომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია რომ 700, 3400-3800, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრის აუქციონის ყველა იმ ლოტის გამარჯვებულს, რომელიც ითვალისწინებს MVNO დაშვების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა არსებული ქსელის ოპერატორი იქნება თუ ბაზარზე ახალი შემომსვლელი, უნდა დაეკისროს ვალდებულება უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე საბითუმო დაშვება მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ MVNO ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით (მიუხედავად იმისა MVNO იქნება ახალი შემომსვლელი, თუ ბაზარზე უკვე არსებული მოთამაშე);
შესაბამის ქსელზე საბითუმო დაშვების შეთანხმების ფარგლები და პირობები არ უნდა იწვევდეს დისკრიმინაციულ შედეგებს მობილური ვირტუალური ქსელის მომსახურების მიმწოდებლისთვის: აღნიშნული დაშვება გულისხმობს, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს ეძლეოდეს შესაძლებლობა საკუთარ მომხმარებლებს მიაწოდოს ლიცენზიის მფლობელის სერვისის ანალოგიური მომსახურება როგორც მიწოდების ხარისხით, მოცულობითა და სიჩქარით, ისე გეოგრაფიული დაფარვის არეალით; ვალდებულება უნდა გავრცელდეს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ყველა შესაძლო ალტერნატიული მოდელის მიმართ.
700, 3400-3800, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მფლობელმა ამ ლიცენზიის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დაშვების მსურველთან მოლაპარაკების შეუფერხებლად წარმართვა და არ შეუქმნას დაშვების მსურველს ადმინისტრაციული, სამართლებრივი, ტექნიკური ბარიერები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა წამოაყენოს ისეთი პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი არ არის შეთანხმების დადებისათვის და სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის;
ლიცენზიის მფლობელმა უნდა გამოაქვეყნოს მოწვევის ოფერტა (რომელიც უნდა შეიცავდეს დაშვების პირობებს, გარდა ფასისა) მის ხელთ არსებულ, აუქციონზე შეძენილ სიხშირის სპექტრში საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს მსურველი პირის მომართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის
ვადაში (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან), ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს კომისიას. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება ექნებათ მომართონ კომისიას, რომელიც დავას განიხილავს მხარეთა მორიგების სულისკვეთებით.
ამასთან კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულება უნდა გავრცელდეს 2032 წლის 1 იანვრამდე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ 700 მჰც სიხშირეს უკეთესად გავრცელების თვისებები აქვთ, ხოლო 3400-3800 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონის სიხშირეები უფრო ფართო ზოლს უზრუნველყოფს მაღალი სიმძლავრის საბაზო სადგურების განვითარებისთვის, რომლებიც შეძლებენ ტრაფიკის გატარებას მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. მაღალი გამტარობა, რომელსაც 3400-3800 მჰც და 2600 მჰც სიხშირული ზოლები გვთავაზობს, აუცილებელია 5G ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის. შესაბამისად, ხარისხიანი და სრულყოფილი 5G მომსახურებების მისაწოდებლად მობილური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დაბალი, 1 გჰც-მდე დიაპაზონში არსებული სიხშირული რესურსი, ასევე, ზედა 3400-3800 მჰც დიაპაზონში არსებული სიხშირული რესურსი. ასევე, გასათვალისწინებელია აღნიშნული სიხშირული რესურსის ამოწურვადი ხასიათი და ის კონკურენტული უპირატესობა და კონკურენციის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც გამოწვეული იქნება ისეთი მდგომარეობით, თუ რომელიმე ოპერატორის სარგებლობაში იქნება აღნიშნული რესურსის მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისია წინამდებარე აუქციონების ფარგლებში ადგენს რადიოსიხშირული რესურსის შემდეგ მაქსიმალურ ოდენობას:
ა) 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში - 20 მჰც;
ბ) 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონში - 100 მჰც;
გ) 2600 მჰც FDD და TDD სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად - 60 მჰც (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში 5მჰც-იან ლოტებზე);
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცალკე მდგომ ლოტებზე არ განიხილება დაფარვის ვალდებულებების გავრცელება და აღნიშნულ ლოტებზე გავრცელდება მხოლოდ MVNO ოპერატორის ქსელზე დაშვების ვალდებულება, მიზანშეწონილია, რომ ცალკე მდგომ ლოტებზე გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტზე გამოცხადებულ აუქციონში. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული აკრძალვა არ უნდა გავრცელდეს იმ პირზე, რომელიც აუქციონების ჩატარების მომენტისთვის ფლობს 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას. ასევე მიზანშეწონილია, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში 2570-2575 მჰც ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში აბსტრაქტულ ლოტებზე გამოცხადებული ოთხი აუქციონიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში და ამასთან ერთად 2600 მჰც TDD დიაპაზონში ფლობს ლიცენზიას 2575-2585 სიხშირულ ზოლზე, ხოლო 2615-2620 მჰც ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში აბსტრაქტულ ლოტებზე გამოცხადებული ოთხი აუქციონიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში და ამასთან ერთად 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში აბსტრაქტულ ლოტებზე გამოცხადებული ორი აუქციონიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში. ხელშეშლის არიდების მიზნით 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორ ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა ცალკე მდგომი ფაქტობრივი ლოტის მიმდებარე FDD და TDD ლოტები.
კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა დადგინდეს შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე შემდეგი ფორმულით: P= Pn*C-B სადაც: P - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში; Pn - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა; C - ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა(მჰცების) ოდენობაა; B - სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C) კომისიის მიერ, აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5%-დან 20%–მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების გათვალისწინებით.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კომპანია ერნსტ&იანგის (საქართველოს წარმომადგენლობა შპს „იუაი“) ექსპერტების დახმარებით თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში დაანგარიშებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
ა) 700 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 2,801 829.00 ლარი;
ბ) 3400-3800 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 369 201.00 ლარი; გ) 2600 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 366 632.00 ლარი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ აუქციონის ფარგლებში კომბინირებული/ცალკე მდგომი ლოტებისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა გაანგარიშდეს კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, სადაც რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების პროცენტული ფასდაკლება განსაზღვრული იქნება მაქსიმალური 20% - ის ოდენობით სალიცენზიო MVNO დაშვების ვალდებულების გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის ფარგლებში ორივე კომბინირებულ ლოტს გააჩნია დაფარვის ერთნაირი ვალდებულებები. ამასთან აუქციონისადმი მეტი დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს მიეცეს არჩევის საშუალება შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულებით ან ამ ვალდებულების გარეშე. აღნიშნული ვალდებულების მოხსნის სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებული იქნება, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ იმ პირს, რომელიც შეიძენს კომბინირებულ ლოტს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე, შესაძლებლობა მიეცეს, ცალკე მდგომ აუქციონებში გამარჯვების შემთხვევაში, მოითხოვოს ამ აუქციონის ფარგლებში შეძენილ სიხშირეზე არ გავრცელდეს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულება, თუ აღნიშნული ვალდებულების მოხსნის სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებული პირი გადაიხდის იმ თანხას, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული მეთოდით დათვლილმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისმა საფასურმა:
ა) თითოეული კომბინირებული ლოტისთვის შეადგინა - 37 182 672 ლარი;
ბ) 3400 – 3800 მჰც სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი ლოტისთვის შეადგინა - 14 768 040 ლარი;
გ) 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 5 866 112
ლარი;
დ) 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა -
2 933 056 ლარი;
ე) 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი კონკრეტული ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა - 1 466 528 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად. ასევე ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) აღნიშნული წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.
შესაბამისად, 2025 წლის 10 აპრილის კომისიის №გ-25-23/160 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით. კომისიის 2025 წლის 10 აპრილის №გ-25-23/160 გადაწყვეტილებით ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 22 მაისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა რომ საჯარო კონსულტაციების პროცესში 2025 წლის 7 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/1939) წარმოდგენილ იყო მხოლოდ სს „სილქნეტის“ შენიშვნები და კომენტარები. როგორც სს „სილქნეტის“ წერილშია აღნიშნული, კომპანიამ თავისი შენიშვნები და კომპანია Frontier Economics-ის მიერ მომზადებული ანგარიში კომისიაში წარმოადგინა 2024 წლის 9 სექტემბრის N5382/01-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3947), 2024 წელს 5G აუქციონების გამოცხადების მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ასევე 2025 წლის 26 მარტის N 1795/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/1214) წარმოადგინა Frontier Economics-ის მიერ მომზადებული დოკუმენტები, სადაც ასახულია შენიშვნები სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშებისას ბენჩმარკინგის მოდელში PPP-ის (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის) არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. კომპანია აღნიშნავს რომ მათ მიერ 2024 წლის 9 სექტემბრის N5382/01-8 და 2025 წლის 26 მარტის N 1795/05-8 წერილებით წარმოდგენილი შენიშვნები რელევანტურია მიმდინარე წარმოების ფარგლებშიც.
კომისია აღნიშნავს რომ 2024 წელს 5G აუქციონების გამოცხადების მიზნით მიმდინარე საჯარო კონსულტაციების პროცესში სს „სილქნეტის“ მიერ 2024 წლის 9 სექტემბრის N5382/01-8 წერილით წარმოდგენილი პოზიციების განხილვის შედეგად, მოხდა სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშებაში გარკვეული კორექტირებების შეტანა, კერძოდ გასწორდა რამდენიმე მექანიკური შეცდომა და ამასთან, გათვალისწინებულ იქნა კომენტარი გათვლებში მსყიდველობითი უნარის (PPP) ეფექტის გამოყენების შესახებ, კერძოდ ბენჩმარკინგ მეთოდოლოგიაში ფასების კორექტირებისთვის გამოყენებული მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაკორექტირდა ქვეყნებს შორის არსებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მაჩვენებლებით. ზემოაღნიშნული გადაანგარიშების შედეგად თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში 1 მჰც სიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულება შეიცვალა. ამასთან, კომისიამ განიხილა 2025 წლის 26 მარტის წერილით სს „სილქნეტის“ მიერ Frontier Economics-ის მიერ მომზადებული დოკუმენტებით წარმოდგენილი არგუმენტაცია საფასურის გაანგარიშებისას ბენჩმარკინგის მოდელში PPP-ის (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის) არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა, არ იქნა გაზიარებული კომპანიის პოზიცია. კომისიის პოზიცია დაფიქსირებულია კომპანიისთვის მიწერილ აღნიშნული წერილის პასუხად და ასევე, წარმოდგენილი იქნება კითხვა-პასუხების ცხრილში.
2025 წლის 10 აპრილის კომისიის №გ-25-23/160 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტში თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში 1 მჰც სიხშირული რესურსის საწყისი საფასური განსაზღვრული იყო სწორედ 2024 წელს სს „სილქნეტის“ მიერ 2024 წლის 9 სექტემბრის N5382/01-8 წერილით წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით 2024 წელს განხორციელებული გაანგარიშების შესაბამისად 2024 წლის აუქციონში გამოყენებული ფასით.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე. კომისიის 2025 წლის 22 მაისის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 472 მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 - მე-7 მუხლების თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3400-3800 მჰც რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: სიხშირული რესურსი განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვეში. (პრაქტიკული საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი ან მეტი საბაზო სადგურის ამოქმედება ლიცენზიით გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და მომსახურების მიწოდება ერთი ან მეტი კომერციული აბონენტისათვის);
ე.ბ) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 700 და 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3400 -3800 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 მჰც დიაპაზონისთვის).
ე.გ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში და ტურისტულ ზონებში განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4):
შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული
„მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული სირთულეების გათვალისწინებით დაბა მესტიის, კურორტ შოვის, ს. შატილის, ს. ომალოს და ს. შენაქოს დაფარვის ვალდებულების ათვლა მოხდება ლიცენზიის მფლობელის ან მე-3 პირის მიერ კავშირის ისეთი ტექნიკური სისტემის შექმნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის აგების მიმართ ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ან მომავალი თაობის IМТ ქსელების მიმართ რეკომენდაციების შესრულების და დაფარვის ვალდებულებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.
ე.დ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს დასახლებული პუნქტებისათვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, შემდეგი
გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (.SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
შენიშვნა: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
ე.ე) უზრუნველყოს შემდეგი ობიექტების დაფარვა (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2); საზღვაო პორტების ან/და აეროპორტების მხრიდან ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მიმართ 5G ქსელის და მომსახურების დანერგვის პროცესში დაუძლეველი დაბრკოლებების და ხელშემშლელი პირობების შექმნის შემთხვევაში, კომისია იმსჯელებს შესაბამისი დაფარვის ვალდებულების გადახედვაზე ლიცენზიის მფლობელის მომართვის საფუძველზე;
ე.ვ) უზრუნველყოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქართველოს საავტომობილო გზების მანძილის ≥90% დაფარვა, სიჩქარის ვალდებულება მოქმედებს როგორც სტაციონარული/გაჩერებულ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობისას გზის გასწვრივ (მოძრაობის ზოლისა და მიმართულების მიუხედავად, სამგზავრო ავტოტრანსპორტისათვის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის ფარგლებში), (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული სირთულეების გათვალისწინებით ჟინვალი-კორშას და ჟინვალი - შატილის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სოფლების: გუდანის, ბისოს და ხახმატის დაფარვის ვალდებულების ათვლა მოხდება ლიცენზიის მფლობელის ან მე-3 პირის მიერ კავშირის ისეთი ტექნიკური სისტემის შექმნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის აგების მიმართ ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ან მომავალი თაობის IМТ ქსელების მიმართ რეკომენდაციების შესრულების და დაფარვის ვალდებულებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.
ე.ზ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს რკინიგზის ქვემოთ ჩამოთვლილი მონაკვეთების გასწვრივ მანძილის ≥90% იმგვარად, რომ გაზომვების შედეგად მიღებული მინიმალური საშუალო სიჩქარე შეადგენდეს ≥10 მბ/წმ-ს; (ვალდებულების შემოწმება განხორციელდება ავტომობილის შიგნით რკინიგზის გასწვრივ ლიანდაგიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით ). (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული
„მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2); სს საქართველოს რკინიგზის მხრიდან ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მიმართ 5G ქსელის და მომსახურების დანერგვის პროცესში დაუძლეველი დაბრკოლებების და ხელშემშლელი პირობების შექმნის შემთხვევაში, კომისია იმსჯელებს შესაბამისი დაფარვის ვალდებულების გადახედვაზე ლიცენზიის მფლობელის მომართვის საფუძველზე;
ე.თ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (15)01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
3400-3800მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს არსებულ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით;
ე.ი) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.კ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ლ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებული სხვა სიხშირულ რესურსთან, მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
2. გამოცხადდეს №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3400-3800 მჰც რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: სიხშირული რესურსი განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვეში. (პრაქტიკული საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი ან მეტი საბაზო სადგურის ამოქმედება ლიცენზიით გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და მომსახურების მიწოდება ერთი ან მეტი კომერციული აბონენტისათვის);
ე.ბ) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 700 და 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3400 -3800 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 მჰც დიაპაზონისთვის).
ე.გ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში და ტურისტულ ზონებში განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4):
შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული სირთულეების გათვალისწინებით დაბა მესტიის, კურორტ შოვის,ს. შატილის, ს. ომალოს და ს. შენაქოს დაფარვის ვალდებულების ათვლა მოხდება ლიცენზიის მფლობელის ან მე-3 პირის მიერ კავშირის ისეთი ტექნიკური სისტემის შექმნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის აგების მიმართ ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ან მომავალი თაობის IМТ ქსელების მიმართ რეკომენდაციების შესრულების და დაფარვის ვალდებულებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.
ე.დ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს დასახლებული პუნქტებისათვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (.SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
შენიშვნა: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
ე.ე) უზრუნველყოს შემდეგი ობიექტების დაფარვა (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
ე.ვ) უზრუნველყოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქართველოს საავტომობილო გზების მანძილის ≥90% დაფარვა, სიჩქარის ვალდებულება მოქმედებს როგორც სტაციონარული/გაჩერებულ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობისას გზის გასწვრივ (მოძრაობის ზოლისა და მიმართულების მიუხედავად, სამგზავრო ავტოტრანსპორტისათვის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის ფარგლებში), (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
ე.ზ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს რკინიგზის ქვემოთ ჩამოთვლილი მონაკვეთების გასწვრივ მანძილის ≥90% იმგვარად, რომ გაზომვების შედეგად მიღებული მინიმალური საშუალო სიჩქარე შეადგენდეს ≥10 მბ/წმ-ს; (ვალდებულების შემოწმება განხორციელდება ავტომობილის შიგნით რკინიგზის გასწვრივ ლიანდაგიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით ). (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):
ე.თ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (15)01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
3400-3800მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს არსებულ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით;
ე.ი) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.კ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ლ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებული სხვა სიხშირულ რესურსთან, მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
3. გამოცხადდეს №3 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 50 მჰც სიხშირული რესურსი 3400-3800 მჰც რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 50 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (3400 – 3800 მჰც სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3400 -3800 მჰც დიაპაზონისთვის).
ე.ბ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე.
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (15)01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
3400-3800 მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს არსებულ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით;
ვ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
4. გამოცხადდეს №4 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X10 მჰც) სიხშირული ზოლი 2600 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი;
დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის).
ე.ბ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
5. გამოცხადდეს №5 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X10 მჰც) სიხშირული ზოლი 2600 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის);
ე.ბ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე.
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
6. გამოცხადდეს №6 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X10 მჰც) სიხშირული ზოლი 2600 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის);
ე.ბ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
7. გამოცხადდეს №7 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X10 მჰც) სიხშირული ზოლი 2600 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის);
ე.ბ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
8. გამოცხადდეს №8 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც სიხშირული ზოლი 2600 მჰც TDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც TDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-16 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის);
ე.ბ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
9. გამოცხადდეს №9 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც სიხშირული ზოლი 2600 მჰც TDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც TDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-17 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის);
ე.ბ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
10. გამოცხადდეს №10 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5 მჰც, 2570-2575 მჰც სიხშირული ზოლი; ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-18 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის;
განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
11. გამოცხადდეს №11 (ცალკე მდგომი) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5 მჰც 2615-2620 მჰც სიხშირული ზოლი; ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-19 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის);
განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში); ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე.
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
12. წინამდებარე გადაწყვეტილების:
ა) პირველი პუნქტით გამოცხადებული №1 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 37 182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 859 134 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაცხრამეტი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარს;
ბ) მე-2 პუნქტით გამოცხადებული №2 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 37 182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 859 134 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაცხრამეტი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარს;
გ) მე-3 პუნქტით გამოცხადებული №3 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 14 768 040 (თოთხმეტი მილიონ შვიდასსამოცდარვა ათას ორმოცი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 738 402 (შვიდასოცდათვრამეტი ათას ოთხარორი) ლარს;
დ) მე-4 პუნქტით გამოცხადებული №4 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 5 866 112 (ხუთი მილიონ რვაასსამოცდაექვსი ათას ასთორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 293 306 (ორასოთხმოცდაცამეტი ათას სამასექვსი) ლარს;
ე) მე-5 პუნქტით გამოცხადებული №5 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 5 866 112 (ხუთი მილიონ რვაასსამოცდაექვსი ათას ასთორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 293 306 (ორასოთხმოცდაცამეტი ათას სამასექვსი) ლარს;
საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 293 306 (ორასოთხმოცდაცამეტი ათას სამასექვსი) ლარს;
ზ) მე-7 პუნქტით გამოცხადებული №7 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 5 866 112 (ხუთი მილიონ რვაასსამოცდაექვსი ათას ასთორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 293 306 (ორასოთხმოცდაცამეტი ათას სამასექვსი) ლარს;
თ) მე-8 პუნქტით გამოცხადებული №8 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 2 933 056 (ორი მილიონ ცხრაასოცდაცამეტი ათას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 146 653 (ასორმოცდაექვსი ათას ექვსასორმოცდაცამეტი) ლარს;
ი) მე-9 პუნქტით გამოცხადებული №9 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 2 933 056 (ორი მილიონ ცხრაასოცდაცამეტი ათას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 146 653 (ასორმოცდაექვსი ათას ექვსასორმოცდაცამეტი) ლარს;
კ) მე-10 პუნქტით გამოცხადებული №10 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 1 466 528 (ერთი მილიონ ოთხასსამოცდაექვსი ათას ხუთასოცდარვა) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 73 326 (სამოცდაცამეტი ათას სამასოცდაექვსი) ლარს;
ლ) მე-11 პუნქტით გამოცხადებული №11 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 1 466 528 (ერთი მილიონ ოთხასსამოცდაექვსი ათას ხუთასოცდარვა) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 73 326 (სამოცდაცამეტი ათას სამასოცდაექვსი) ლარს;
13. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული:
ა) №1 და №2 აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 27 ივნისი 12:00 საათი;
ბ) №3 - №11 აუქციონების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 30 ივნისი 12:00 საათი;
14. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1-№11 აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2025 წლის 2 ივნისის 09:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე;
15. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ შესაბამის აუქციონებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება:
ა) 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი;
ბ) 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი;
გ) 2600 მჰც FDD და TDD სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად 60 მჰც–ზე მეტის მფლობელი (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში 5მჰც-იან ლოტებზე).
16. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3-№11 აუქციონებში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელსაც გაკეთებული ექნება განაცხადი აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1-№2 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში;
(შენიშვნა: აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე რომელიც წინამდებარე აუქციონების გამოცხადების
მომენტისთვის უკვე ფლობს 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას).
17. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №11 აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელსაც: ა) გაკეთებული ექნება განაცხადი წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4-№7 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში მონაწილეობაზე და ბ) ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №8-№9 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში მონაწილეობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №10 აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ პირს რომელსაც: ა) გაკეთებული ექნება განაცხადი წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4-№7 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში მონაწილეობაზე და ბ) აუქციონის გამოცხადების მომენტისთვის ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას 2600 TDD სიხშირულ დიაპაზონში 2575-2585 მჰც სიხშირულ ზოლზე.
ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ№11 აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც: ა) გამოცხადდება გამარჯვებულად წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4-№7 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში და ბ) ამასთან ერთად წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №8-№9 უქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში.
წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №10 აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს რომელიც: ა) გამოცხადდება გამარჯვებულად წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4-№7 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში და ბ) აუქციონის გამოცხადების მომენტისთვის ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას 2600 TDD სიხშირულ დიაპაზონში 2575-2585 მჰც სიხშირულ ზოლზე.
18. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონები ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული წესით;
19. რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ფარგლებში ხელმისაწვდომ რადიოსიხშირულ რესურსზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ რამდენ აუქციონში მონაწილეობის მიღებას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი; ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რომელი სიხშირული რესურსის (მითითებული უნდა იყოს სიხშირული დიაპაზონი) მოპოვებისთვის გამოცხადებულ აუქციონში/აუქციონებში სურს მონაწილეობის მიღება;
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე თანდართული უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობას იღებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არაავტორიზებული პირი, ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ყველა ბენეფიციარი მესაკუთრის (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში თუ არაავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) არის სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილიზებული (საჭიროების მიხედვით), ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი იმდენ ლიცენზიაზე, რამდენი ლიცენზიის მიღების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს +995 32 239 40 29); გ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც საკმარისი უნდა იყოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონში/აუქციონებში შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში მისაღები ლიცენზიით/ლიცენზიებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის დასაფარად. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ა/ანგარიში - GE 10 BG 00 000 001 254 355 01;
ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი’’; ბანკის კოდი - BAGAGE22;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
21. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის დაბრუნების საკითხები განისაზღვრება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
22. იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მაძიებელი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არაავტორიზებულ პირს მან ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე უნდა გაიაროს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე. ავტორიზაციისთვის აუცილებელია საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება;
23. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია შეამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;
24. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1-№2 აუქციონებში გამარჯვებული პირი აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში არ გადაიხდის რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს და ამავე დროს იგი არის წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3-№11 აუქციონებიდან მინიმუმ ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი ან უკვე ფლობს წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ
№3-№11 აუქციონებით ხელმისაწვდომ ლიცენზიას/ლიცენზიებს, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმის შესახებ და ამავე დროს დაიწყოს №3-№11 აუქციონებში გამარჯვების შედეგად გაცემული ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ან მიიღოს გადაწყვეტილება №3-№11 აუქციონებში გამარჯვებული პირისთვის ლიცენზიის/ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
25. ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1-№2 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმება (გარდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა) ან იმ ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმება (გარდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა), რომლის საფუძველზეც გაცემულია ის სპექტრი, რომლის ფლობაც შესაბამის აუქციონში მონაწილეობის წინაპირობას წარმოადგენს, გამოიწვევს ზემოაღნიშნული ლიცენზიის/ლიცენზიების მფლობელი კომპანიის სარგებლობაში არსებული და წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3-№11 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმებას; ასევე ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის ვადაში კომპანიის სარგებლობაში არსებული იმ ლიცენზიების გაუქმება (გარდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა), რომელთა სიხშირული რესურსიც მდებარეობს წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №10-№11 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზიის/ლიცენზიების მომიჯნავედ, გამოიწვევს წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული №10-№11 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმებას.
შენიშვნა: ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შეინარჩუნოს ცალკე მდგომ ლოტ(ებ)ზე გაცემული ლიცენზია/ლიცენზიები, თუ კომბინირებულ ლოტ(ებ)ზე გაცემული გაუქმებული ლიცენზი(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებები გადმოვა ცალკე მდგომ ლოტ(ებ)ზე გაცემულ ლიცენზიაში/ლიცენზიებში და მოხდება ლიცენზი(ებ)ის მოდიფიცირება.
26. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1, №2, №3 და №4 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
27. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ლ.ბერიძე);
28. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
29. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
30. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
31. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
გადაწყვეტილების PDF ვერსია და დანართები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში