წვდომის მენიუ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭებისა და კომისიის 2025 წლის 3 აპრილის № გ-25-7/150 გადაწყვეტილების ძალდაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 502

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2025 12:03

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭებისა და კომისიის 2025 წლის 3 აპრილის № გ-25-7/150 გადაწყვეტილების ძალდაკარგულად გამოცხადების შესახებ

განმცხადებელი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

კომისიის სხდომის თარიღი: 09.10.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/4187, 02.10.25) და მოითხოვა  2024 წლის  3 ოქტომბრის №გ-24-7/429 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების  ხელახლა  მინიჭება  და  კომისიის  №გ-24-7/429 გადაწყვეტილებისგან განსხვავებულად გადანაწილება,    ასევე    კომისიის   2025 წლის  3 აპრილის №გ-25-7/150 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება და ამ გადაწყვეტილებით  მინიჭებული გარკვეული სიხშირული რესურსის ხელახლა მინიჭება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ქალაქში.

2. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული  იქნება  მხოლოდ  ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისიის  მიერ  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია  აღნიშნავს,  რომ  ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისია  ფლობს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას №F3251, ერთი წლის ვადით  - 2025 წლის  11 აპრილიდან  2026 წლის 11 აპრილამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 2025 წლის 3 აპრილის №გ-25-7/150 გადაწყვეტილებით.

4. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ა)  ქვეპუნქტის  და  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“    29-ე    მუხლის    მე-16    პუნქტის    ა)    ქვეპუნქტის    შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.

5. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

7. კომისია აღნიშნავს, რომ „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“ შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს სიხშირის სპექტრზე უსასყიდლო ხელმისაწვდომობას. აგრეთვე „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) „წარმგზავნი სახელმწიფო და მისიის მეთაური თავისუფალნი არიან მისიის კარმიდამოსთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან იმისდა მიუხედავად, არის თუ არა იგი საკუთრებაში თუ ქირავნობაში, გარდა იმგვარი გადასახადებისა, როგორიც არის სპეციფიკური მომსახურებიდან გამომდინარე საფასური.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

9. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“ შეთანხმება მე-16 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განთავისუფლებული უნდა იქნას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან.

10. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“ შეთანხმების მე-16 მუხლის, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 29-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F3251 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2025 წლის 3 აპრილის №გ-25-7/150 გადაწყვეტილება;

2. მიენიჭოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F3336 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 15 ოქტომბრიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

3. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

5. დაევალოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

11.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები