წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ზაურ კაკოშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 366

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2025 17:10

მიღების თარიღი ივლისი 10, 2025

რადიომოყვარულ ზაურ კაკოშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ზაურ კაკოშვილი

კომისიის სხდომის თარიღი: 10.07.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-9/2581, 24.06.25) მიმართა მოქალაქე ზაურ კაკოშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ ზაურ კაკოშვილი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2020 წლის 9 ივლისის  №გ-20-7/554  გადაწყვეტილებით  მინიჭებული  ჰქონდა  სახმობი 4L4Z.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე  515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის  განსახორციელებლად  რადიოსახმობის  მინიჭება  ხორციელდება ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ ზაურ კაკოშვილისთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების “  515 მუხლის  პირველი  პუნქტის  და  მე-6  პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ზაურ კაკოშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 10 ივლისიდან 2030 წლის 10 ივლისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A2 - 050

 

ზაურ კაკოშვილი

 

ქ. რუსთავი, 12 მ/კრ-ნი, კორპ. 29, ბ.123

 

4L4Z

 

„A“

2. რადიომოყვარული ზაურ კაკოშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ზაურ კაკოშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ზაურ კაკოშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები