წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ მიხეილ ფირცხალაიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 365

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2025 17:07

მიღების თარიღი ივლისი 10, 2025

რადიომოყვარულ მიხეილ ფირცხალაიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: მიხეილ ფირცხალაიშვილი

კომისიის სხდომის თარიღი: 10.07.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის  №  შ-25-9/2646, 25.06.25) მიმართა  მოქალაქე მიხეილ ფირცხალაიშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ მიხეილ ფირცხალაიშვილი არის  „A“ კატეგორიის რადიომოყვარული, ყოფილი საქართველოს  კავშირგაბმულობის  სამინისტროს რადიოსიხშირეთა  განაწილების, მართვისა და კონტროლის რესპუბლიკური სამმართველოს მიერ მინიჭებული ჰქონდა სახმობი  - 4L4MP, რომლის  ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო  რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ  კომისიის  მიერ  სამოყვარულო  რადიოკავშირის  განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე  515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ მიხეილ ფირცხალაიშვილისთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით   დამტკიცებული   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების “  515 მუხლის  პირველი  პუნქტის  და  მე-6  პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მიხეილ ფირცხალაიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 10 ივლისიდან 2030 წლის 10 ივლისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A - 106

 

მიხეილ ფირცხალაიშვილი

 

ქ. თბილისი, პეკინის პრ. № 8, ბ.24

 

4L4MP

 

„A“

2. რადიომოყვარული მიხეილ ფირცხალაიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის   რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე მიხეილ ფირცხალაიშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე მიხეილ ფირცხალაიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები