წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ავდეენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 186

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2025 12:51

მიღების თარიღი აპრილი 24, 2025

რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ავდეენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ვიაჩესლავ ავდეენკო

კომისიის სხდომის თარიღი: 24.04.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-9/1462, 11.04.25) მიმართა მოქალაქე ვიაჩესლავ ავდეენკომ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ ვიაჩესლავ ავდეენკო არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2016 წლის 28 აპრილის № 268/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L4ZA. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ავდეენკოსთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ავდეენკოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 24 აპრილიდან 2030 წლის 24 აპრილამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A1 - 038

 

ვიაჩესლავ ავდეენკო

 

ქ. თბილისი, ნიაბის მე-3 შესახვევი № 9

 

4L4ZA

 

„A“

2. რადიომოყვარული ვიაჩესლავ ავდეენკო, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ვიაჩესლავ ავდეენკოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ვიაჩესლავ ავდეენკოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

  

Calendar
«»
ორსაოთხუპაშაკვ