წვდომის მენიუ

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „ომეგასთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-25-6 / 260

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2025 15:12

მიღების თარიღი მაისი 29, 2025

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „ომეგასთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

განმცხადებელი: შპს „ომეგა“ (ს/კ 236038033);

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 29 მაისი;

I.აღწერილობითი  ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას 2025 წლის 5 მაისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/1905 ) მიმართა შპს „ომეგამ“ (ს/კ 236038033) კომისიის 2014 წლის  28 ნოემბრის   №  661/13 გადაწყვეტილებით,   ადგილობრივი  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად მისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

2. კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „ომეგა“  კომისიის  2014 წლის  28 ნოემბრის  № 661/13 გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ფლობს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებას 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით შემდეგი პირობებით:

შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

II. სამოტივაციო ნაწილი

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად ადგილობრივი  ციფრული  მიწისზედა  სამაუწყებლო  ქსელის  მფლობელ  ავტორიზებულ პირს,  რომელსაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული     მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიენიჭა საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობს ამ კანონით დადგენილი წესით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადა გაუგრძელდეს იმავე პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლით, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. აღნიშნულმა ავტორიზებულმა პირმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ამ უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.

4.  კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „ომეგას“  კომისიის  2014  წლის  28  ნოემბრის  №661/13 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად 10 წლის ვადით მიენიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება, რომელსაც ვადა ეწურება 2025 წლის 17 ივნისს, კომპანიამ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიას განცხადებით მიმართა 2025 წლის 5 მაისს, შესაბამისად კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

III. სარეზოლუციო  ნაწილი

5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „ომეგასთვის“ (ს/კ 236038033) მინიჭებულ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებას 2025 წლის 17 ივნისიდან 2035 წლის 17 ივნისამდე შემდეგი ტექნიკური პირობებით:

შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. შპს „ომეგა“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსის ამავე პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;

ბ)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ექსპლუატაცია განახორციელოს DVB-T (EN 300 744) ან DVB-T2 (EN   302 755) სტანდარტითა და   მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (H.264 - ISO/IEC 14496) ან   MPEG 2 (H.222/H.262 – ISO/IEC 13818) ტექნოლოგიით;

გ) MPEG-4 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში უზრუნველყოს სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15   მგბ/წმ   (ვიდეო გამოსახულების   - მინიმუმ   1. 7 მგბ/წმ) სიჩქარით და მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ  7 მგბ/წმ) სიჩქარით. MPEG-2 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოს სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა   მიწოდება 3   მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების   - მინიმუმ   2.4 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და   მოიცავს   ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);

დ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული  ოპერირების წესები;

ე)   ჩრდილოვანი ზონების დასაფარად   დამატებითი საიტის/საიტების დაგეგმარების შემთხვევაში მომართოს კომისიას, რომელიც თავის მხრივ განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული  რესურსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრას;

ვ) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს ღია საეთერო ან/და მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული მაუწყებლების) სატელევიზიო პროგრამის გასავრცელებლად;

ზ)  კომისიას წარუდგინოს და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე მოწვევის ოფერტა, სადაც განსაზღვრული იქნება სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი (რომელიც უნდა მოიცავდეს  24 საათიანი უწყვეტი მომსახურების    მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდების ტარიფისა), სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები და სატელევიზიო სიგნალისა და  ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) გადაცემათა პროგრამის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები;

თ) იქონიოს სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია დაფარვის ზონის შესახებ და უზრუნველყოს მომხმარებელთა ცხელი ხაზით მომსახურება.

3. ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მინიჭების ვადის პერიოდში განახორციელოს მინიჭებული რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) ტექნიკური პარამეტრების კორექტირება, მათ შორის, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში რადიოსიხშირის შეცვლა,  ხოლო რადიოსიხშირული რესურსის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კორექტირებულ  პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა.

4. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ქ. სულიაშვილი);

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ომეგასთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “ომეგასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

  

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები