წვდომის მენიუ

შპს „ალფაჰოსტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-25-22 / 255

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2025 13:11

მიღების თარიღი მაისი 29, 2025

შპს „ალფაჰოსტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „ალფაჰოსტ“ კომისიის სხდომის თარიღი: 29.05.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ალფაჰოსტმა“ (ს/კ 400433090) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2175, 27.05.2025) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალფაჰოსტის“ მიერ წარმოდგენილ ავტორიზაციის დეკლარაციაში არ არის შევსებული ვებ-გვერდის ველი, ასევე თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები, თუ რა საქმიანობაზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა.

3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-18  მუხლის  მე-3  პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ალფაჰოსტს“ (ს/კ 400433090) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/2175, 27.05.2025) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ალფაჰოსტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ალფაჰოსტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ალფაჰოსტისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები