შპს „სმარტნეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №812/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2025 10:42
მიღების თარიღი ივნისი 12, 2025
შპს „სმარტნეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №812/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
განმცხადებელი: შპს “სმარტნეტი”;
კომისიის სხდომის თარიღი: 12.06.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულინკომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სმარტნეტმა“ (ს/ნ 402063020) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/2353, 05/06/2025) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5051,14/12/2017) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „სმარტნეტს“ სურს მაუწყებლობის თემატიკად გასართობ/მუსიკალურ, შემეცნებითი ტელემაუწყებლობის ნაცვლად “ამინდის საინფორმაციო არხის” განსაზღვრა.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სმარტნეტი“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №812/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5051, 14/12/2017), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი/მუსიკალური, შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი: ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2018 წლის პირველ აპრილამდე;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ინტერნეტი - უფასო.;
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
4. კომისიის 2025 წლის 12 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს “სმარტნეტის” წარმომადგენელი.
II. სამოტივაციო ნაწილი
5. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სმატრნეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5051,14/12/2017) მოდიფიცირება და სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკად განისაზღვროს - ამინდის საინფორმაციო არხი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 402063020) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5051, 14/12/2017), შევიდეს ცვლილება კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №812/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ამინდის საინფორმაციო არხი) ტელემაუწყებლობა;“
2. შპს „სმარტნეტი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “სმარტნეტისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “სმარტნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი