საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის № გ-21-7/599 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2025 13:01
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის № გ-21-7/599 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
განმცხადებელი: ირაკლი შარაშიძე
კომისიის სხდომის თარიღი: 06.02.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ირაკლი შარაშიძემ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-9/5308, 10.12.24) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2.კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2021 წლის 4 ნოემბრის №გ-21-7/599 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ ირაკლი შარაშიძეს 2026 წლის 4 ნოემბრამდე მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
C - 149 |
ირაკლი შარაშიძე |
თბილისი, მცხეთის ქ. 43ბ. 9 |
4L4JBO |
„C“ |
3.კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია 2021 წლის 4 ნოემბრის № გ-21-7/599 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ ირაკლი შარაშიძისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის № გ-21-7/599 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ირაკლი შარაშიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 4 ნოემბრიდან 2026 წლის 4 ნოემბრამდე:
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
B-130 |
ირაკლი შარაშიძე |
თბილისი, მცხეთის ქ. 43ბ. 9 |
4L4IS |
„B“ |
2.რადიომოყვარული ირაკლი შარაშიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ირაკლი შარაშიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ირაკლი შარაშიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი