მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2025 13:31
მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2025
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 2 ოქტომბერი.
I.აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2025 წლის პირველ აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი: 390-IIმს-XIმპ ; სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.102540), რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ცვლილება შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, საქართველოში მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირება/ავტორიზება ეკრძალება ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კულტურის ორგანიზაციისა ასევე ცვლილება შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტში, რომლის თანახმად მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, გარდა კულტურის ორგანიზაციისა.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისობის დეკლარაცია; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემები და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ დამტკიცდა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის პირველ აპრილს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ შესაბამისობის დეკლარაციის ფორმაში რათა მასში აისახოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტს ა) და გ) ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილებები.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 და 362 და 37-ე მუხლის, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ შესაბამისობის დეკლარაციის ფორმებში და დანართი N1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის);
2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1 ცნობილ იქნას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2025 წლის პირველი ნოემბრიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–
12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი