წვდომის მენიუ

„მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე“

ნომერი: გ-25-19 / 493

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2025 13:03

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2025

„მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 2 ოქტომბერი.

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  2025 წლის პირველ აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი: 390-IIმს-XIმპ; სარეგისტრაციო კოდი:  450140000.05.001.102540), რომლის შესაბამისად მაუწყებლობის სახეობებს დაემატა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის ასევე სათემო, კერძო, საუნივერსიტეტო მაუწყებლობის მომსახურებაზე და კულტურულ-შემოქმედებით რადიომაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზაციის სათანადო ორგანიზებისათვის მნიშვნელოვანია „მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რაც საჭიროა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის მომსახურებაზე იურიდიული პირისთვის ავტორიზაციის მისაღებად ასევე ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრს დაემატოს შესაბამისი მონაცემები.

II. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 და 362 და 37-ე  მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003 წლის  27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე  მუხლის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის   შედეგად, ერთხმად,

გაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის);

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ცნობილ იქნას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. მოდიფიცირდეს კომისიის მიერ წარმოებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართის შესაბამისად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს (დ. ოდიშარია) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოდიფიცირების უზრუნველყოფა 2025 წლის პირველ ნოემბრამდე;

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2025 წლის პირველი ნოემბრიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6)  ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  ლიცენზირების,   ავტორიზაციისა   და   ნებართვების   დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე                თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები