საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 მარტის № გ-25-7/139 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2025 16:49
მიღების თარიღი აპრილი 17, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 მარტის №გ-25-7/139 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
განმცხადებელი: სს „საქართველოს რკინიგზა“
კომისიის სხდომის თარიღი: 17.04.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2025 წლის 27 მარტის მიღებულ იქნა № გ-25-7/139 გადაწყვეტილება, სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ (რეგისტრირებული ჩუღურეთის რ-ის სასამართლოს მიერ 1998 წლის 21 დეკემბერს, რეგ. N 03/4-965; ს.კ. №202886010) სიხშირული რესურსის (საქართველოს ტერიტორიაზე მეტრულ (ოცდახუთი) და მოკლე ტალღათა (ერთი) დიაპაზონებში ოცდაექვსი სიხშირე) მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისიის 2025 წლის 27 მარტის № გ-25-7/139 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების ტექსტში კომისიის სხდომის თარიღად: 27.03.2024-ის ნაცვლად უნდა ეწეროს 27.03.2025.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2025 წლის 27 მარტის №გ-25-7/139 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და გადაწყვეტილების ტექსტში „კომისიის სხდომის თარიღი: 27.03.2024“-ის ნაცვლად ჩაიწეროს „კომისიის სხდომის თარიღი: 27.03.2025“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი