შპს „ტერრა-ნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2025 15:04
მიღების თარიღი მაისი 08, 2025
შპს „ტერრა-ნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ტერრა-ნეტ“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (25-10-684, 01.04.2025 და N25-10-866, 28.04.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 8 მაისი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (25-10-684, 01.04.2025 და N25-10-866, 28.04.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტი შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტერრა-ნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.
2.მოხსენებითი ბარათიდან (25-10-684, 01.04.2025) ირკვევა, რომ შპს „ტერრა-ნეტ“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე (2024 წელის დეკემბრის და 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები), ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი (2024 წელის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა (2024 წელის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები).
3. ამასთან, სამსახურებრივი ბარათიდან (N25-10-866, 28.04.2025) ირკვევა, რომ შპს „ტერრა-ნეტ“-მა კომისიაში წარმოადგინა 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე (2024 წელის დეკემბრის და 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები), ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი (2024 წელის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების).
4. სამსახურებრივი ბარათიდან (N25-10-866, 28.04.2025) ირკვევა, რომ შპს „ტერრა-ნეტ“-ს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა (2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები). ასევე, არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის მარტის თვის ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე; ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა. ასევე, შპს „ტერრა-ნეტ“-ს არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის პირველი კვარტლის ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის პირველი კვარტალი).
5. შპს „ტერრა-ნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 8 მაისს, რის შესახებაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „ტერრა-ნეტ“-ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1004, 02/05/2025). შეტყობინებით კომპანია მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის დასახელებული შეტყობინება შპს „ტერრა-ნეტ“-ს ჩაბარდა 2025 წლის 2 მაისს.
6. კომისიის 2025 წლის 8 მაისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტერრა-ნეტ“-ის წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ტერრა-ნეტ“-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
9. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (25-10-684,01.04.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
15. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-866, 28.04.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
16. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/1004, 02/05/2025) 2025 წლის 8 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
17. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტერრა-ნეტ“-ის შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
18. შპს „ტერრა-ნეტ“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტერრა-ნეტ“-ის შესახებ.
19. 2025 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით შპს „ტერრა-ნეტ“-ს კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე (2024 წელის დეკემბრის და 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები), ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი (2024 წელის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა (2024 წელის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები). ხოლო, 2025 წლის 28 აპრილის მდგომარეობით ირკვევა, რომ შპს „ტერრა- ნეტ“-მა კომისიაში წარმოადგინა 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე (2024 წელის დეკემბრის და 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები), ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი (2024 წელის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (25-10-684, 01.04.2025) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-866, 28.04.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
20. შპს „ტერრა-ნეტ“-ს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა (2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები). ასევე, არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის მარტის თვის ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე; ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა. შპს „ტერრა-ნეტ“-ს არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის პირველი კვარტლის ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის პირველი კვარტალი).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (25-10-684, 01.04.2025) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-866, 28.04.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
21. შპს „ტერრა-ნეტ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტერრა-ნეტ“-ის შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
22. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ტერრა-ნეტ“-ი, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
23. კომისიის მიერ დადგინდა, შპს „ტერრა-ნეტ“-მა ვადების დარღვევით წარმოადგინა 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე (2024 წელის დეკემბრის და 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები), ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი (2024 წელის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების). ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ტერრა-ნეტ“-ს არ აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა (2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები). ასევე, არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის მარტის თვის ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე; ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა. შპს „ტერრა-ნეტ“-ს არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის პირველი კვარტლის ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის პირველი კვარტალი).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტერრა-ნეტ“-ის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
25. აღსანიშნავია, რომ შპს „ტერრა-ნეტ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „ტერრა-ნეტ“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
26. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მე-19 პარაგრაფში მითითებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტერრა-ნეტ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
2. შპს „ტერრა-ნეტ“-ს დაევალოს 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვარის, თებერვლისა და მარტის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4-ის (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა), 2025 წლის მარტის თვის ფორმა 1.1 -ის (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.1 -ის (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) და 2025 წლის პირველი კვარტლის ფორმა 4.2 -ის (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტერრა-ნეტ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტერრა-ნეტ“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ტერრა-ნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი