წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 175

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2025 16:23

მიღების თარიღი აპრილი 17, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა  კომისიის   2025 წლის   17 აპრილის  №14  სხდომაზე  წარმოდგენილი  დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის  2025 წლის  17 აპრილის №14 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „სელფი მობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს   „ფაუერ   სისტემს“ის   მიერ   ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი   დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „თბილისი დრაი პორტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 17 აპრილის №14 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების  შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 17 აპრილი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

 

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს   „ლაგისთვის“   მოძრავი   ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელებით   და   საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს  „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.  შპს  „აჭარა  ჯგუფისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა   უმაღლესი  კომისარიატის  (UNHCR) წარმომადგენლობისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  შპს  „საქართველოს  აეროპორტების  გაერთიანებისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთვის არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2025  წლის  27  მარტის  №  გ-25-7/139 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.  შპს „ასკლეპიუსის“ (ს/კ405327132) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს „ქლაუდვეის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ  (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11.  შპს „სელფი მობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

12.  შპს   „ფაუერ   სისტემს“ის   მიერ   ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი   დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

13. შპს „თბილისი დრაი პორტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური   დანიშნულებით რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

14. შპს „იმპერიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

15.  შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

16.  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები