წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 137

გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2025 15:38

მიღების თარიღი მარტი 27, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 27 მარტის №11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 27 მარტის №11 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „მარსნეტის“ მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის შესახებ (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების    და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს„ვორლდ  ვაიდ ვებ ინტელიჯენსის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის  შესახებ  (მომხს. მაია  ქადეიშვილი - იურიდიული  დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 27 მარტის №11 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას  (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე        თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 27 მარტი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.შპს„ეკოტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.შპს „მედგრუპ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.შპს „მარსნეტის“ მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.შპს  „ვორლდ ვაიდ ვებ ინტელიჯენსის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.შპს „სფეროტვ“-ს მიმართ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11.შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი-იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-22/607 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. გიგა ცისკარიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები