წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 123

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2025 16:35

მიღების თარიღი მარტი 13, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 13 მარტის №09 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის  2025 წლის  13 მარტის №09 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს  „ინექსფონისთვის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია  ქადეიშვილი    - იურიდიული  დეპარტამენტი,  ლიცენზირების  და  ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს  „ასია  ნეთისთვის“  დოკუმენტაციის  სრულყოფილად  წარმოდგენის  მიზნით  დამატებითი ვადის განსაზღვრის   თაობაზე   (მომხს.   მაია   ქადეიშვილი      - იურიდიული   დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 13 მარტის №09 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი 

ივანე მახარაძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №09 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 13 მარტი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

 

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    უცხოური     საწარმოს     ფილიალი     „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი     მილსადენის     კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    სსიპ  „გარემოს  ეროვნული  სააგენტოსთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    სს  „კორპორაცია  ფოთის  საზღვაო  ნავსადგურისთვის“  არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    საზღვაო  ხომალდისთვის  სახმობისა  და  ამოცნობის  ნიშნის  მინიჭების  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს  „ინექსფონისთვის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    შპს  „ასია  ნეთისთვის“  დოკუმენტაციის  სრულყოფილად  წარმოდგენის  მიზნით  დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  შპს   „ფორმულას“   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   შესაძლო   დარღვევის   საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები