შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2026 15:38
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2025
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე
მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძე
მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“.
დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4, 18 და 30 დეკემბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4890; 01.12.2025) მიმართა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძემ (შემდგომში - მომჩივანები) შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
2.საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 19 ოქტომბერს, შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - ,,იმედის კვირა“, 20:02:01–20:22:38 საათზე, გავიდა სიუჟეტი -,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“. სიუჟეტი ასევე განთავსდა მაუწყებლის სოციალურ ქსელ Facebook-ზე, მაუწყებლისა და „იმედის კვირის“ ვებგვერდზე:
https://www.facebook.com/reel/1160245035446302;
https://www.facebook.com/reel/1339029933746084;
https://www.facebook.com/reel/1825797868037252;
https://www.imedi.ge/ge/video/206906/imedis-kvira--19-oqtomberi-2025-tseli;
3. აღნიშნული სიუჟეტი შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებას, აგრეთვე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე და სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი ამბობენ შემდეგ ფრაზებს: „ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”; „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტიცუირ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; „GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება“; „ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”; „გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”. „მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე, რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”; „ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”; „GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას ”Atlas Network“-სგან აქვს”.
4. საჩივრის თანახმად, 2025 წლის 29 ოქტომბერს, მომჩივანებმა ისარგებლეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით და მიმართეს შპს „ტელემედს“, მიეცა მათთვის შესაძლებლობა სათანადო და თანაზომიერი საშუალებით უზრუნველყოფილიყო მათ შესახებ მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება. 2025 წლის 20 ნოემბერს, შპს „ტელეიმედის“ 15 ნოემბრის წერილით მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. საჩივრის ავტორები უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ისინი ასევე, უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.
6. საჩივარში აღნიშნულია, რომ წინამდებარე საჩივრის ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული შპს „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს ზემოთ მოცემული ნორმების დარღვევას, ვინაიდან განცხადებების შინაარსი არის არაჯეროვანი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი:
ა) “ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ააიპ “საქართველოს მომავლის აკადემიამ” 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ჩართო. საქართველოს მომავლის აკადემია 2015 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა მიზანიც ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ამაღლება, დებატებისა და საჯარო გამოსვლების კულტურის დამკვირდებაა. მითითებული არაჯეროვანი და ცრუ ინფორმაცია კი არ შეესაბამება სინამდვილეს და ზიანს აყენებს მომჩივანის საქმიან რეპუტაციას. (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
ბ) „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიამ” არასრულწლოვნები სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენა და მათ ამოეფარა. აღნიშნული მტკიცების დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ არსებობს და მიმართულია მიმართულია მომჩივანების საქმიანი რეპუტაციის შელახვისკენ (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
გ) “GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება“. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ GCRT- ისგან საქართველოს მომავლის აკადემიისთვის ჩარიცხული თანხები პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება. მიღებული გრანტის მიზანი არ ყოფილა კავშირში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან. (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
დ) „ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ალექსანდრე ზიბზიბაძე არასრულწლოვნებს ატრენინგებდა პროვოკაციების მოწყობაში და რომ მას ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ასევე მცდარია, რომ ააიპ „საქართველოს მომავლის აკადემია” ფრანკლინის კლუბის სამართალმემკვიდრეა. საჯარო რეესტრის ამონაწერით მარტივად გადამოწმებადია, რომ „საქართველოს მომავლის აკადემია” არ არის არცერთი ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე. მეტიც იგი „ფრანკლინის კლუბის” შექმნამდე (ფრანკლინის კლუბი 2021 წელს დაფუძნდა) ბევრად ადრე, 2015 წელს დაარსდა, შესაბამისად შეუძლებელია რომ მისი სამართალმემკვიდრე იყოს. (საჩივრის დანართი 3, დანართი 4, დანართი 5, დანართი 6).
ე) „გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიაში” საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს, აღნიშნული განაცხადის ერთადერთი მიზანი მომჩივანების საქმიანი რეპუტაციის შელახვაა. (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
ვ) „მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ გია ჯაფარიძე ააიპ “საქართველოს მომავლის აკადემიის” თანადამფუძნებელია. აღნიშნული ინფორმაციის სიმცდარის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი საჯარო რეესტრის მეშვეობით საქართველოს მომავლის აკადემიის ამონაწერში. (საჩივრის დანართი 3).
ზ) „ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”. მითითებულ განცხადება წარმოაჩენს, რომ ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოში აღარ იმყოფება, რაც მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ალექსანდრე ზიბზიბაძე სიუჟეტის მომზადებისას საქართველოში იმყოფებოდა.
თ) „GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას °Atlas Network“-სგან აქვს”. მითითებულ განცხადება წარმოაჩენს, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიას კვლავ აქვს Atlas Network-ისგან გრანტები, რაც მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ორგანიზაციას დონორებთან, მათ შორის ”Atlas Network“-თან არსებული საგრანტო ხელშეკრულებები და შესაბამისი პროექტები დასრულებული/შეწყვეტილი აქვს, ხოლო მორჩენილი თანხები მათ ანგარიშზე ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში გადაირიცხა უკან.
7. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედმა“ უარი უთხრა მომჩივანებს პასუხის უფლებაზე იმ საფუძვლით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივნებმა ვერ დაასაბუთეს მათი კანონიერი ინტერესები. მათი მოთხოვნები ბუნდოვანი იყო და არ შეიცავდა მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარეს. მომჩივანები, მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე კომისიის გზამკვლევზე მითითებით, აღნიშნავენ, რომ პასუხის უფლების მოთხოვნის შესახებ განცხადებაში მტკიცების ტვირთი ეხება მხოლოდ იმის დასაბუთებას, რომ მომჩივანს ნამდვილად გააჩნია კანონიერი ინტერესი პასუხის უფლებით სარგებლობისთვის.
8. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შპს “ტელეიმედისთვის” გაგზავნილ განცხადება/საჩივარში დეტალურადაა მითითებული რომელი განცხადებებია არაზუსტი და რაში გამოიხატება განცხადებების სიმცდარე. ასევე, ხაზგასმულია რომ მცდარი განცხადებების ეთერში გადაცემით შეილახა მომჩივნების საქმიანი რეპუტაცია. კერძოდ, ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია არათუ უბრალოდ მცდარია, არამედ შეიცავს ისეთი სიმწვავის ბრალდებებს მათ მიმართ, რომელიც არღვევს მათი პირადი ცხოვრების უფლებას. მეტიც, მაშინ, როდესაც ტელეკომპანიას სიუჟეტში არ მიუთითებია/უჩვენებია არცერთი მტკიცებულება საკუთარი განცხადებების დასადასტურებლად, და ამას განგრძობადი ხასიათიც აქვს, სახეზეა არა უბრალოდ ერთჯერადი ხასიათის ჟურნალისტური ვალდებულებების დარღვევა, არამედ ტელეკომპანიის განზრახვა რომ საზოგადოების თვალში მომჩივანი ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის რეპუტაცია შეილახოს და საზოგადოებრივი აზრი მათი საქმიანობის შესახებ ნეგატიურად განაწყოს. ამდენად, ტელეკომპანია იმედის უარი, დაუსაბუთებელია და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ემსახურება.
9. საჩივარში აღნიშნულია, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ისე ეროვნული კანონმდებლობით ჟურნალისტებს/მედია საშუალებებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ნებისმიერი ინფორმაციის გაშუქებისას და აქვთ ამ ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება. აღნიშნული, რაც ერთი მხრივ გამომდინარეობს ჟურნალისტთა ეთიკური ვალდებულებებისგან, ხოლო მეორე მხრივ იმ პრინციპიდან რომ მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე. შესაბამისად მაუწყებელმა თუ არ უზრუნველყო მტკიცებულებების გადამოწმება, მარტივად შეილახება კონკრეტული პირების პირადი ცხოვრებით დაცული სფერო და საქმიანი რეპუტაცია, რის საპასუხოდაც აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სათანადო საშუალებები.
10. მომჩივანების განმარტებით, შპს “ტელეიმედმა” სრულიად უგულებელყო აღნიშნული ვალდებულებები და ინფორმაციის გადმოცემამდე არ უცდია მისი გადამოწმება (მაგალითად ენახა საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომია). მეტიც, ცრუ ბრალდებების გაჟღერების სისტემატურობა, ჟურნალისტების გადაჭრითი ტონი და პირადი უარყოფითი დამოკიდებულებების გამჟღავნება მიუთითებს, რომ შპს „ტელეიმედი” არათუ გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ შეამოწმა გადაცემული ფაქტების სისწორე, არამედ განზრახ დაამახინჯა ისინი.
11. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტი დაინტერესებულ პირს ანიჭებს პასუხის უფლებას, ხოლო კანონის სხვა პუნქტები (8-12) განსაზღვრავს პასუხის უფლების განხორციელების პროცედურულ საკითხებს და მოთხოვნის მოცულობას. შპს „ტელეიმედის“ მიმართ განცხადებაში მომჩივანები ითხოვდნენ აღნიშნული კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლების ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერით სათანადო და თანაზომიერი საშუალებით უზრუნველყოფილიყო მათ შესახებ გაკეთებული მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება, რაც გამომდინარეობს 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის ჩანაწერიდან. ამდენად, ტელეკომპანიის პასუხი, რომ მომჩივანების მოთხოვნა სცდება განცხადების შინაარსს, არ არის დასაბუთებული, ვინაიდან მომჩივანების შეფასებით, მათი მოთხოვნა გამომდინარეობდა განცხადებაში მითითებული დასაბუთებიდან და ეფუძნებოდა კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებს.
12. მომჩივანების მოთხოვნა: შპს „ტელეიმედს“ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო; ასევე, ამავე მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტების საფუძველზე შპს „ტელეიმედს“ დაევალოს მათთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, კერძოდ, შპს „ტელეიმედმა“ დაუთმოს მათ პირდაპირი ეთერი, სიუჟეტის გასვლის თანაზომიერ დროს, გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად.
13. შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის Nგ-25-16/600 გადაწყვეტილებით, საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული და დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 18 დეკემბერი.
2. მომჩივანთა პოზიცია
14. კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი მ. კაპანაძე და ორგანიზაციის დამფუძნებელი ა. ზიბზიბაძე. მ. კაპანაძემ მხარი დაუჭირა საჩივარს და დააზუსტა, რომ ისინი ასაჩივრებდნენ ასევე, მაუწყებლის მიერ მათთვის პასუხის უფლების მიცემაზე უარს. მან აღნიშნა, რომ მაუწყებლის მიერ გაჟღერებული პირველი და მე-2 ფაქტობრივი გარემოებები („ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”; „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”) მტკიცების ტვირთი აკისრია შპს „ტელეიმედს“, ის არის ვალდებული დაასაბუთოს რაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ სერიოზულ განცხადებებს მტკიცებით ფორმაში, რომ კონკრეტულმა პირებმა ან ორგანიზაციებმა ჩაიდინეს დანაშაული. მომჩივანის განმარტებით, ამ ფაქტის მტკიცებას არანაირი საფუძველი არ აქვს. მისი განმარტებით, მე-3 ფაქტობრივი გარემოებაც („GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება“) არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი არ იყო კავშირში პროტესტთან. მიღებული გრანტი დაკავშირებული იყო ორგანიზაციის განვითარებასთან და ორგანიზაციის მიერ იურიდიული კონსულტაციების გაწევასთან. მ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მე-4 ფაქტობრივი გარემოება („ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”) იყო განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და არანაირი ფაქტობრივი მოცემულობით არ დასტურდებოდა. მისი განმარტებით, შეუძლებელი იყო ორგანიზაცია, რომელიც 2015 წელს დაარსდა, 2021 წელს დაარსებული ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე ყოფილიყო. ამასთან, ეს ინფორმაცია ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. მ. კაპანაძის განცხადებით, მე-5 ფაქტობრივი გარემოება („გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”) იყო ცრუ ინფორმაცია. მისი განმარტებით, ისინი ესაუბრებიან ახალგაზრდებს ევროპულ ღირებულებებზე და იმაზე, თუ რატომ არის ცუდი რუსეთთან საქართველოს მეგობრული ურთიერთობა და რატომ სჭირდება ქვეყანას ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია. შპს „ტელეიმედმა“ გამოიყენა ორგანიზაციის მიერ „ფენიქსის ორდენის“ სახელწოდებით განხორციელებული პროექტის აღმწერი ე.წ. სქრინები სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად. მომჩივანის მიერ კომისიისთვის წარდგენილი მასალიდან კი ჩანს, რა თემატიკას ეხება ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრები. სხვა თემებთან ერთად შეხვედრები ტარდება მედიაწიგნიერების თემატიკაზე. მე-6 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით („მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”) მ. კაპანაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ვებგვერდზე, მითუმეტეს საჯარო რეესტრში, ჩანს, ვინ არიან და ვინ იყო ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები, გამგეობის წევრები თუ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და არცერთ ასეთ პირთა შორის გია ჯაფარიძე არ არის. შესაბამისად, ამ ნაწილშიც შპს „ტელეიმედი“ განზრახ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და განზრახ სურს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მომჩივანები დაკავშირებული არიან კონკრეტულ ადამიანებთან და მათთან არის აფილირებული ორგანიზაცია. მ. კაპანაძის განმარტებით, მე-7 ფაქტობრივი გარემოება („ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”) არის სრული სიცრუე. მ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მე-8 ფაქტობრივი გარემოება („GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას Atlas Network- სგან აქვს") ასევე, მცდარია. მათ ჯერ კიდევ მაისის თვეში დაასრულეს და შეწყვიტეს ყველა მიმდინარე გრანტი „Atlas Network“-სთან და სხვა დონორებთან და დაუბრუნეს თანხა. მ. კაპანაძის განმარტებით, ზემოთ აღწერილი ფრაზები/ინფორმაცია მაუწყებლის მიერ გაჟღერდა როგორც ფაქტები, რომლებიც საჭიროებენ დადასტურებას. მ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მომჩივანებს მიადგათ რეპუტაციული ზიანი.
15. კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე ა. ზიბზიბაძემ აღნიშნა, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ ახალგაზრდების პროვოკაციებში დატრენინგებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და ფრანკლინის კლუბში ის ახლაგაზრდებს ასწავლიდა მხოლოდ ეკონომიკას და დებატებს. ამასთანავე, ბოლო ერთი წელია მას არცერთი ტრენინგი თუ საჯარო ლექცია „საქართველოს მომავლის აკადემიაში“ არ ჩაუტარებია, რადგან ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. აღნიშნულის გადამოწმება კი შესაძლებელი იყო ორგანიზაციის სოციალური ქსელების გვერდებზე (“Instagram”, “Facebook”). ა. ზიბზიბაძის განმარტებით, შპს „ტელეიმედმა” გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის საგანგებოდ ჩამოვიდა ოთხი ოქტომბრისთვის საქართველოში. მომჩივანის განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნდა 2025 წლის აგვისტოში, სწავლების დასრულებისთანავე და ძირითადად იმყოფება საქართველოში. გარდა ამისა, სიუჟეტის მომზადებისას იმყოფებოდა საქართველოში. აღნიშნულის გადამოწმება ჟურნალისტს შეეძლო ა. ზიბზიბაძის მიერ სოციალური ქსელების გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადებიდან. თუმცა, მას არ ჰქონია მცდელობა ეს გარემოება დაედგინა და არც დაკავშირებია მას. ა. ზიბზიბაძემ ასევე განაცხადა, რომ გია ჯაფარიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აღნიშნული პირი არ იღებდა მონაწილეობას ორგანიზაციის მენეჯმენტში და იყო ფენიქსის ორდენის ერთ-ერთი ლექტორი. ა. ზიბზიბაძემ მხარი დაუჭირა საჩივარს, დაეთანანხმა მ. კაპანაძის მიერ წარმოდგენილ პოზიციას და აღნიშნა, რომ მათ მიერ სადავოდ გამხდარი ფრაზები/ინფორმაცია მაუწყებლის მიერ გავრცელებული იყო მტკიცებით ფორმაში, ფაქტის სახით და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
3. მოპასუხის პოზიცია
16. კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეიმედის” წარმომადგენელი ა. ვაზაგაშვილი. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, განიმარტოს რა სახის გადაცემაში იყო განთავსებული სადავო სიუჟეტი. ეს იყო „იმედის კვირა", რომელიც აჯამებს მთელი კვირის ან რაღაც პერიოდის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს და ასევე, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეს იყო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მომზადებული სიუჟეტი, რა დროსაც გონივრულობის ფარგლებში, გადამოწმდა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მიეთითა ფაქტებზე, რომლებიც იყო სიუჟეტის განმავლობაში დართული. მაუწყებლის წარმომადგენლის შეფასებით, მოდავე მხარეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა შპს „ტელეიმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეს.
17. ა. ვაზაგაშვილის განმარტებით, შპს „ტელეიმედმა” მომჩივანებს დასაბუთებულად უთხრა უარი პასუხის უფლებაზე. მისი განცხადებით, მომჩივანების მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული. განცხადებაში მითითებული იყო მხოლოდ სადავო ფრაზები და არ იყო მითითებული გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებებზე. ამასთანავე, მომჩივანებმა მოითხოვეს არა პასუხის უფლებით სარგებლობა, არამედ მოითხოვეს მაუწყებელს შეესწორებინა კონკრეტული ფაქტები. შესაბამისად, შპს „ტელეიმედის” წარმომადგენლის განმარტებით, მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლი არ დაურღვევია და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო სიუჟეტში „საქართველოს მომავლის აკადემიის” ფრანკლინის კლუბის სამართალმემკვიდრედ ხსენებასთან დაკავშირებით, ა. ვაზაგაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერმინი არ იყო გამოყენებული იურიდიული შინაარსით და ორგანიზაციის იგივე საქმიანობის გაგრძელების კონტექსტში იყო აღნიშნული.
4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა
18. 2025 წლის 29 დეკემბერს, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წარმოადგინა დასკვნა (N25-10-2901; 29.12.2025), რომლის თანახმად, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ა. ზიბზიბაძის 2025 წლის პირველი დეკემბრის საჩივრისა და საჩივარში მითითებული სიუჟეტის (გადაცემა „იმედის კვირა“, 19.10.2025, 20:00, სიუჟეტი - „ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“) შესწავლის საფუძველზე მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა გამოარკვია, რომ გადაცემის წამყვანის - ირაკლი ჩიხლაძის და სიუჟეტის ავტორის (ჟურნალისტის) - მარიამ ოშხნელის მიერ გადმოცემულია შემდეგი ინფორმაცია: “ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”; „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტიცუირ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება; „ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”; „გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”. „მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე, რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”; „ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”; „GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას ”Atlas Network“-სგან აქვს”.
19. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილია, რომ საჩივარში აღნიშნული სიუჟეტი იყო განთავსებული შპს „ტელეიმედის“ ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.
20. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია. 1 დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და 1კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.2
21. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.3
22. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა სახის ინფორმაცია იქნა გადმოცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთან, იგი არ მოიცავს ბრალდებებს, რადგან როგორც კომისიამ თავის გადაწყვეტილებებში განმარტა, ბრალდება თავისი არსით არ არის ფაქტი.4 ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად.5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს
http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da- sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- გვ.5.
2 იქვე, გვ. 6.
3 იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.
4 იხ. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება გ-25-16 / 611 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ
„საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განხილვის თაობაზე, კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გ-25-16/ 613 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ.
5 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
განმარტებით, ფაქტები ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.6 ბრალდება კი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, არის პირის დადანაშაულება ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში. ამასთან, ბრალდება ფაქტისგან განსხვავებით არ არის უტყუარად დამტკიცებული, დადასტურებული.ბრალდება ეფუძნება რაღაცა ტიპის ხდომილებებს, მოვლენებს, დოკუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ თავისთავად ის ჯერ არ არის ფაქტი, მაგრამ აქვს ფაქტად ქცევის პერსპექტივა. ამასთან, ბრალდების შემთხვევაში შესაძლებელია იმ ფაქტების/ფაქტობრივი მასალების შემოწმება რომელსაც ეფუძნება იგი7, თუმცა თავად ბრალდების სიზუსტის, სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სიზუსტე ფაქტის შეფასების კრიტერიუმია და არა ბრალდების.
23. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, „სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი“.8
24. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, განსახილველი სიუჟეტი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას. ჟურნალისტი იკვლევს ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემას და თანხის გამოყენებას, ასევე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის საქმიანობას. სიუჟეტის მიზანია მაყურებელს გააცნოს გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებების და მასზე დაყრდნობით გაკეთებული ბრალდებების და დასკვნების შესახებ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფრაზები/ინფორმაციები ვერ შეფასდება ფაქტებად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი ვრცელდება „ახალ ამბებზე“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციზე“. ბრალდებები კი თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მის სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოთქმულ ბრალდებებს და არა ფაქტებს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და შპს „ტელეიმედს“ ვერ დაუდგინდება ზემოხსენებული მუხლის ქვეპუნქტების დარღვევა.
6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.11.2022).
7 იხ. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება გ-25-16 / 611 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განხილვის თაობაზე, კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გ-25-16/ 613 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ.
8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-1477-1489-2011, 03.04.2012); საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.02.2022).
25. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა“. ამრიგად, თუ კომისიის მიერ დადგინდა, რომ მაუწყებლის მიერ დაირღვა ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა და დაკმაყოფილებულია პასუხის უფლებით სარგებლობის წინაპირობები - პირის შესახებ გავრცელდა არასწორი ფაქტი, რომელიც ლახავს მის სახელს და რეპუტაციას, ამ პირის მოთხოვნით შესაძლებელია კომისიამ მაუწყებელს დააკისროს ვალდებულება, რომ პირს მისცეს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა იმის მიუხედავად, რომ პირის მიერ კანონით დადგენილი წესით პასუხის მოთხოვნის უფლება საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი.9
26. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის ქმედება ვერ შეფასდება კანონის 52-ე მუხლის ფარგლებში, ვინაიდან მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს ბრალდებების გაჟღერებას და არა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, მომჩივნების მოთხოვნა - შპს „ტელეიმედს“ დაევალოს მათთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, კერძოდ, შპს „ტელეიმედმა“ დაუთმოს მათ პირდაპირი ეთერი, სიუჟეტის გასვლის თანაზომიერ დროს, გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად - არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ეს შემთხვევა არ ექცევა კანონის 52-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში.
27. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტი დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი გაასაჩივროს კომისიაში ან სასამართლოში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მომჩივნები შპს „ტელეიმედის“ უარს პასუხის უფლებაზე ასაჩივრებენ კომისიაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანხმად, „დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით“. კანონი განსაზღვრავს პასუხის უფლების მოთხოვნის საფუძველს. პასუხის უფლების მოთხოვნა პირს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის პროგრამაში გავრცელდა არასწორი ფაქტი. პასუხის უფლების მიზნებისთვის რელევანტური არ არის არასწორი ფაქტი გაავრცელა მაუწყებლის წარმომადგენელმა (წამყვანი, ჟურნალისტი), თუ მესამე პირმა (პროგრამის სტუმარი). კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა“. კანონის თანახმად, 52-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება შემოიფარგლება მხოლოდ არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევებით და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე და არც ბრალდებებზე. ბრალდებების შემთხვევაში რელევანტურია არა 52-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება, არამედ 54-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის გაცემის უფლება და ამავე კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება განსხვავებულ საკითხებს შეეხება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის გაცემის უფლება სამართლიანობის პრინციპის ნაწილია და მოიცავს პირის უფლებას, რომ მაუწყებელმა შესაძლებლობა მისცეს იმავე პროგრამაში გასცეს პასუხი მის შესახებ არსებულ ბრალდებას, ხოლო 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება უფრო მეტად სიზუსტესთან არის დაკავშირებული და პირს აღჭურავს შესაძლებლობით post factum პროგრამის ეთერში გასვლის შემდგომ გამოიყენოს მაუწყებლის ეთერი და უარყოს მის შესახებ ეთერში განთავსებული არასწორი (მცდარი) ფაქტი.10
28. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, მაუწყებლის პროგრამაში გავრცელებულია ბრალდებები და არა ფაქტები, შესაბამისად, მომჩივნების მიერ მაუწყებლისთვის წაყენებული მოთხოვნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით იმთავითვე სცდება ამ მუხლის მოთხოვნებს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
29. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
30. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
31. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
32. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
33. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა,“ ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ: ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი; ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის; გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) ფაქტის შესწორება ან უარყოფა გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას; ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი თავის კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.
34. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.
35. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
36. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის პირველი დეკემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-25-6/4890; 01.12.2025); თანდართული დოკუმენტაციით;
37. შპს „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებული სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი;
38. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-2901; 29.12.2025);
39. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ;
40. მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
41. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
42. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ და ა. ზიბზიბაძე სადავოდ ხდიან შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 19 ოქტომბერს, 20:00 საათზე გასულ გადაცემაში „იმედის კვირა“ განთავსებულ სიუჟეტში, რომელიც ასევე, განთავსდა მაუწყებლის სოციალური ქსელში “Facebook“ და ვებგვერდზე, მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კერძოდ, გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მიერ გამოთქმულ შემდეგ განცხადებებს: „ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”; „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტიცუირ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; „GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება“; „ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”; „გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”. „მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე, რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”; „ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”; „GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას ”Atlas Network“-სგან აქვს”. მომჩივანების განმარტებით, სიუჟეტში გამოთქმული ფრაზები წარმოადგენენ არაზუსტ, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც მაუწყებლის მიერ გადმოცემულია ფაქტების სახით. მომჩივანები, ასევე, სადავოდ ხდიან შპს „ტელეიმედის“ უარს მათთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლების მიცემაზე;
მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის პირველი დეკემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-25-6/4890; 01.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
43. 2025 წლის 19 ოქტომბერს, 20:00 საათზე შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასულ გადაცემაში „იმედის კვირა“ განთავსებულ სიუჟეტში გადაცემა „იმედის კვირის” წამყვანი და სიუჟეტის ავტორი წარმოთქვამენ შემდეგ ფრაზებს: „ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”; „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტიცუირ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება; „ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”; „გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”. „მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე, რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”; „ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”; „GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას ”Atlas Network“-სგან აქვს”.
მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის პირველი დეკემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-25-6/4890; 01.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-2901; 29.12.2025); შპს „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებული სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი; მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
44. 2025 წლის 29 ოქტომბერს, მომჩივანებმა წერილობით მიმართეს შპს „ტელეიმედს“ 2025 წლის 19 ოქტომბერს 20:00 საათზე შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასულ გადაცემაში „იმედის კვირა“ განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, პასუხის უფლებით სარგებლობისა და სათანადო და თანაზომიერი საშუალებით მათ შესახებ გავრცელებული მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით. შპს „ტელეიმედის“ 2025 წლის 15 ნოემბრის წერილით მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოთხოვნის დაუსაბუთებლობის მიზეზით, კერძოდ, შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, მომჩივანების განცხადება არ შეიცავდა მითითებას, თუ რა საფუძვლით იყო მცდარი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე, არ შეიცავდა აღნიშნულის დამადასტურებელ დასაბუთებას და მტკიცებულებებს, რაც მაუწყებლის შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასუხის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. შპს „ტელეიმედმა“ პასუხის უფლებაზე უარის საფუძვლად ასევე, მიუთითა ის გარემოება, რომ მომჩივანები მაუწყებლისგან ითხოვდნენ ინფორმაციის შესწორებას თანაზომიერი საშუალებით, მაშინ, როცა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პასუხის უფლება ითვალისწინებს დაინტერესებული პირისთვის ეთერის დათმობას, რაც განმცხადებელს მოთხოვნილი არ ჰქონდა, ხოლო მაუწყებლის მიერ ინფორმაციის შესწორება სცდება აღნიშნული მუხლის შინაარსისა და ნორმის მოქმედების ფარგლებს.
მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის პირველი დეკემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-25-6/4890; 01.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით; შპს „ტელეიმედის“ 2025 წლის 15 ნოემბრის წერილი.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
45. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება.
46. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.
3.2. ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი და მაუწყებლის ვალდებულებები
47. 2025 წლის 1 აპრილის კანონის შესაბამისად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.11
48. დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.12
49. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
50. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან
11 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da- sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page-გვ.5
12 იქვე გვ. 6
ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
51. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.13 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
52. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.14 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.15
53. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია
|
პლატფორმებზე სამართლიანი და |
თანასწორი დემოკრატიული |
დისკურსის |
|
უზრუნველსაყოფად.16 მაუწყებლის |
მიუკერძოებლობის პრინციპი |
ემსახურება |
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას
13 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49
14 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58
15 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.
16 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05
იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.17
54. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.18 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
55. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
56. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს.19 ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.20
17 Communications White Paper – A New Future for Communications, December2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publication s/communicationswhitepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21
18 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,
19 იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.
20 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da- sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page-გვ.6-7
3.3. სადავო გამონათქვამების შეფასება
57. საჩივრის ავტორთა განცხადებით, სადავო სიუჟეტში გამოთქმული ფრაზები წარმოადგენენ არაზუსტ, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც მაუწყებლის მიერ გადმოცემულია ფაქტების სახით და არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52- ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანთა პოზიციით შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის შეფასებით, მაუწყებლის მიერ გავრცელებული სადავო ინფორმაცია წარმოადგენს ფაქტებს.
58. საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა სახის ინფორმაცია იქნა გადმოცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთან, იგი არ მოიცავს ბრალდებებს, რადგან ბრალდება თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად.
59. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ფაქტები ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.21
60. მაშინ, როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული გამონათქვამი კონკრეტულ პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, ის წარმოადგენს ბრალდებას და არა ფაქტს. ამასთან, ბრალდება ფაქტისგან განსხვავებით არ არის უტყუარად დამტკიცებული, დადასტურებული. ბრალდების სიზუსტის, სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სიზუსტე ფაქტის შეფასების კრიტერიუმია და არა ბრალდების.
61. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.22
62. ამდენად, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ჟურნალისტების მიერ გამოთქმული სადავო გამონათქვამები უნდა შეფასდეს მთლიანი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით და არა თითოეული სიტყვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.23
63. გადაცემა „იმედის კვირაში“ 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებულ სიუჟეტში - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“ გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიაზე“ განაწილების სქემის და ამ თანხის გამოყენების, ასევე ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიება,
21 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022
22 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024
23 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება Nას-1503-2023, 22.03.2024
გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები. ამდენად, გადაცემის მიზანია მაყურებელს გააცნოს ჟურნალისტური გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფრაზები/ინფორმაციები ვერ შეფასდება ფაქტებად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ ბრალდებებს.
64. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი ვრცელდება „ახალ ამბებზე“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციზე“. ბრალდებები კი თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მისი სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ტელეიმედს“ სადავო სიუჟეტში არ გაუვრცელებია არაზუსტი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. შესაბამისად, სახეზე არ არის შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დარღვევის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირობები.
3.4 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი პასუხის უფლება
66. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი დაინტერესებულ პირებს აღჭურავს პასუხის უფლებით. პასუხის უფლება მედიის რეგულირებაში დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც უკავშირდება პირის რეპუტაციის დაცვას. აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც პირის რეპუტაცია ილახება მაუწყებლის ეთერში მის შესახებ არასწორი (მცდარი) ფაქტის გავრცელებით. შესაბამისად, პასუხის უფლების მოთხოვნა პირს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის პროგრამაში გავრცელდა არასწორი ფაქტი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პასუხის უფლებაზე უარის თქმის საფუძვლებს, ხოლო მე-11 პუნქტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის უფლებას გაასაჩივროს პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი კომისიაში ან სასამართლოში.24
67. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე შემოღებულ იქნა პასუხის უფლებით სარგებლობის განსხვავებული მექანიზმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს დაავალოს
24 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da- sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- გვ.12-14
დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.25 კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება შემოიფარგლება მხოლოდ არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევებით. იგი არ ვრცელდება გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებზე, შეხედულებებსა თუ ბრალდებებზე, რადგან ეს უკანასკნელნი არ წარმოადგენენ ობიექტურად გადამოწმებად ფაქტობრივ მოცემულობებს.
68. სამართლებრივი თვალსაზრისით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის გაცემის უფლება და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება ფუნდამენტურად განსხვავებულ საკითხებს ეხება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის გაცემის უფლება სამართლიანობის პრინციპის განუყოფელი ნაწილია და მოიცავს პირის უფლებას, რომ მაუწყებელმა შესაძლებლობა მისცეს იმავე პროგრამაში (ბრალდების გაჟღერებისთანავე) გასცეს პასუხი მის შესახებ არსებულ ბრალდებას. ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება ორიენტირებულია ინფორმაციულ სიზუსტეზე და პირს აღჭურავს შესაძლებლობით, post factum (პროგრამის ეთერში გასვლის შემდგომ) გამოიყენოს მაუწყებლის ეთერი და უარყოს მასში განთავსებული არასწორი (მცდარი) ფაქტი.26
69. იმის გათვალსიწინებით, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის პროგრამაში გავრცელებულია ბრალდებები და არა ფაქტები, მომჩივანების მოთხოვნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით სამართლებრივად უსაფუძვლოა. ბრალდება, თავისი ბუნებით, სცილდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოქმედების სფეროს.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
70. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტი და შპს „ტელეიმედისთვის“ ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის უფლების შესაძლებლობის მომჩივანებისთვის მიცემის ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
71. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ა. ზიბზიბაძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე,
25 იქვე გვ. 15
26 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da- sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- გვ. 29
97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 მუხლის, 52-ე და 54-ე მუხლების და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ:405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4890; 01.12.2025) არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის და შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ (ს/კ: 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
