შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2025 16:38
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2025
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განხილვის თაობაზე
მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძე და მარია დარჩიევი.
მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“.
დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 20 ნოემბერი, 2025 წლის 11 დეკემბერი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4510, 29.10.25) მომართა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძემ და მარია დარჩიევმა (შემდგომში - მომჩივნები) შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 19 ოქტომბერს, შპს ,,ტელეიმედის“ 20:00 საათიან გადაცემა ,,იმედის კვირაში“, 20:02:01 – 20:22:38 საათზე, გავიდა სიუჟეტი - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“, რომელიც, მათ შორის შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებას, აგრეთვე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე და სიუჟეტის ავტორი მარიამ ოშხნელი ამბობენ შემდეგ ფრაზებს: „დეტალურად გიჩვენებთ, როგორ იყენებენ მდიდარი ენჯეოები და მათი გარე პატრონები იმ გამონაკლისს, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ კანონში ადამიანთა ტანჯვის შესამსუბუქებლად დაუშვა და რა როლი აქვს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის მხარდაჭერაში”; ,,ჩვენ უკვე ოთხი სერია გიჩვენეთ ხელოვნურ პროტესტზე და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებზე”; ,,გულწრფელად მაინტერესებს, იციან თუ არა მშობლებმა თავიანთი შვილების მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივ პროექტებში”;
,,სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; ,,მომავლის აკადემიის მიმდინარე პროექტ ფენიქსის ორდენში, ლექციებს რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები და არასამთავრობოების წარმომადგენლები კითხულობენ”; ,,ზიბზიბაძის მომავლის აკადემია იყო ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი, რომლის დაფინანსებასაც გეგმავდა თითქმის 100 000 ფუნტით ბრიტანეთის საელჩო”; ,,4 ოქტომბერს უკვე დაიფერფლა რადიკალებისა და მათი გარე პატრონების იმედები”; ,,უცხოური სპეცსამსახურების მცდელობა რადიკალური აქციების დაფინანსებით, ექსტრემიზმის წახალისებით და პროცესში ახალგაზრდების ჩართვით მოაწყონ ქვეყანაში რევოლუცია, ყოველ ჯერზე დასრულდება კიდევ უფრო დიდი კრახით”.
3. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემა ,,იმედის კვირა” წარმოადგენს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც აჯამებს კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს საავტორო გადაცემად. მითითებულ სიუჟეტში ჟურნალისტების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომლის წარმომადგენლებიც თვითონ არიან, გაჟღერდა საჩივრის ავტორების საქმიანობის საწინააღმდეგო გამონათქვამები: ,,მდიდარი ენჯეოები”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი”, ,,ხელოვნური პროტესტი”, ,,გარედან მართული აგენტურა”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროექტები”,
,,ანტიკონსტიტუციური აქციები”, ,,რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები”, ,,ოპოზიციურ- პროპაგანდისტული ორგანიზაცია”, ,,რადიკალები”, ,,რადიკალური აქციები”, ,,ექსტრემიზმის წახალისებით”. თითოეული ფრაზა მიემართება ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის” აქტივობებს, მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის ხელმძღვანელ პირებსა და ლექტორებს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს მათ საქმიანობას. გარდა ამისა, მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები. ყოველივე აღნიშნულით, საჩივრის ავტორთა განმარტებით, მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.
4. საჩივრის მიხედვით, ,,იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტში განთავსდა ,,ტელეიმედის“ ჟურნალისტ მარიამ ოშხნელის სატელეფონო საუბარი ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის” მმართველი საბჭოს წევრ მარია დარჩიევთან. ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას არ წარუდგენია რესპონდენტისთვის თავი და ზარის მიზანი, ასევე არ გაუფრთხილებია რომ სატელეფონო საუბარი იწერებოდა და შესაძლებელი იყო გამოქვეყნებულიყო. მეტიც, საჩივრის ავტორის განმარტებით, ჟურნალისტმა მარია დარჩიევი მოატყუა, თითქოს მას ურეკავდა როგორც მშობელი, რომელსაც შვილის მიყვანა სურდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაში“. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, ,,მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის“.
5. საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე-542, 552 და 553-564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ინფორმაციის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში (“Facebook’’) განთავსებით მაუწყებლის მიერ დარღვეულია 542 მუხლის მე-5 პუნქტი.
6. საჩივრის მოთხოვნა: შპს „ტელეიმედს“ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 542 მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
7. ,,შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ’’ კომისიის 2025 წლის 6 ნოემბრის №გ-25-16/529 გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული და დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 20 ნოემბერი. ამასთან, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
2. მომჩივანთა პოზიცია
8. კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადნენ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალ. ზიბზიბაძისა და მ. დარჩიევის წარმომადგენელი მ. კაპანაძე და ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი ვ. ჟიჟიაშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სარჩელში მითითებულ მოთხოვნაში ტექნიკურ შეცდომაა, კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნაცვლად უნდა იყოს 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
9. წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საჩივარს და აღნიშნეს, რომ გადაცემაში - ,,იმედის დილა“ გადაცემის წამყვანი და სიუჟეტის ავტორი საუბრობენ საკუთარი პოზიციიდან და „საქართველოს მომავლის აკადემიის“ მიმართ იყენებენ შეფასებით ტერმინებს: „მდიდარი ენჯეოები";
„ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი“, რომელსაც, როგორც მაუწყებელი უთითებს, მხარს უჭერს და აფინანსებს ,,საქართველოს მომავლის აკადემია"; „ხელოვნური პროტესტი"; „გარედან მართული აგენტურა" - სადაც იგულისხმება „საქართველოს მომავლის აკადემია“; „ანტისახელმწიფოებრივი პროექტები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს მომავლის აკადემია"; „რადიკალური განწყობების მქონე პოლიტიკოსები“, რომლებიც, თურმე, „საქართველოს მომავლის აკადემიაში“ კითხულობენ ლექციებს; „რადიკალები"; „რადიკალური აქციები" და ა.შ., რომლებიც ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ ორგანიზაციის საქმიანობას. ყველა შეფასებითი კატეგორიის პოზიცია, რომლებსაც ჟურნალისტები „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წევრების, თანამშრომლებისა და ასევე, მისი საქმიანობასთან დაკავშირებით იყენებენ, არის „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი თანამშრომლების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა, რაც მათ საქმიან რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება. წარმომადგენლების განმარტებით, ფაქტი შეიძლება იყოს ის, რომ „საქართველოს მომავლის აკადემია“ პროექტს ახორციელებს, მაგრამ ეს პროექტი სახელმწიფოებრივია თუ ანტისახელმწიფოებრივი, კარგია თუ ცუდი, არის შეფასება. ასევე, შეფასებითი კატეგორიაა სადავო ფრაზებში მითითებული სხვა ტერმინები, იქნება ეს „რადიკალური აქციები“ თუ ასე შემდგომ. შესაბამისად, არ არის დამაჯერებელი შპს ,,ტელეიმედის“ პოზიცია, რომ ყველა სადავო ფრაზა არის ფაქტი და არა შეფასება. წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნეს, რომ სიუჟეტში გასულ მცდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართული აქვთ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
10. წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მარია დარჩიევთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე ჟურნალისტს არ მოუხდენია საკუთარი თავის იდენტიფიცირება, არ უთქვამს ინტერვიუ რაში შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ამასთან, ფარული მეთოდით მიღებული სატელეფონო საუბარი დაუკითხავად განთავსდა ტელეეთერში. წარმომადგენლების განმარტებით, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული მწვავე საჭიროებით და ინფორმაციის მოპოვება არ უნდა იყოს სხვაგვარად შესაძლებელი. ჟურნალისტის მიერ მარია დარჩიევისგან მიღებულ ინფორმაციას არ სჭირდებოდა ფარულად მოპოვება, ვინაიდან, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,საქართველოს მომავლის აკადემიაში“ საგანმანათლებლო პროექტებში აქვთ ახალგაზრდების მიღება, არ არის დაფარული და აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტს შეეძლო მიეღო „საქართველოს მომავლის აკადემიის“ სოციალურ ქსელებიდან ან ვებგვერდიდან. შესაბამისად, ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას არანაირი წონა და კონტრიბუცია არ ჰქონია სიუჟეტისთვის. ამდენად, არც ფარული ჩაწერის და არც მისი გამოქვეყნების წინაპირობები არ იყო სახეზე. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტი.
11. წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ „ტელეიმედის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ,,არ ეწერებიან“ არის მანიპულაციური. ორგანიზაცია არ ამბობს, რომ ჟურნალისტებს არ ეწერება. ორგანიზაცია უარს აცხადებს ჟურნალისტებს მისცენ ჩაწერილი კომენტარი, რომელსაც, ზუსტად იციან, რომ „გადაჭრიან, გადმოჭრიან და მიაწებებენ“ ისე, რომ არ გამოვა იქიდან ის, რის თქმაც უნდოდათ და სრულიად სხვა რეალობით წარმოაჩენენ მათ კომენტარს შემდგომ სიუჟეტში. ეს არის მათი ახსნა, რატომაც „არ ეწერებიან“. არ ამბობენ, რომ არა აქვთ სურვილი, რომ „ტელეიმედის“ ტელეეთერით პოზიცია გააჟღერონ. ამიტომ უნდა, რომ ეს დაფიქსირდეს: „ჩვენ 100%-იანი უარი არ გვითქვამს, ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ მოვიდეთ პირდაპირ ეთერში და იქ ვისაუბროთ. და ეს ძალიან დიდი სხვაობაა ამ ორ საკითხს შორის“.
12. წარმომადგენლების განმარტებით, შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სადავო გადაცემის სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებით, მაუწყებლის მიერ, ასევე დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვენ შპს „ტელეიმედს“ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 542 მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
3. მოპასუხის პოზიცია
13. კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ა. ვაზაგაშვილმა აღნიშნა, რომ „იმედის კვირა" აჯამებს კვირის განმავლობაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თუ სხვა სახის მოვლენებს და საზოგადოებას ამ ინფორმაციას სიუჟეტების სახით აწვდის. ეს არ არის იმგვარი საავტორო გადაცემა, რომელიც ამა თუ იმ წამყვანის პირად მოსაზრებებზეა დამყარებული, არამედ, ეს არის ფაქტების, მიმდინარე მოვლენების შესახებ შეჯერებული ინფორმაცია, ყოველმხრივ გამოკვლეული და მაქსიმალურად დატვირთული იმ მტკიცებულებებით, რომელსაც ეხება სიუჟეტი.
14. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელის განმარტებით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა სახეზეა, როდესაც წამყვანის ან ჟურნალისტის მხრიდან ხდება მიმდინარე საკითხების გაშუქება პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, ასევე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი თუ სხვა გაერთიანების მიმართ მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. სიუჟეტი ეხება ორგანიზაციის საქმიანობასა და დაფინანსებას შემდგომი განვითარებით. სიუჟეტი მოცულობითია და ასახულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც იმ ინფორმაციის შეჯერების საფუძველია, რისი გადმოცემაც უნდოდათ გადაცემის წამყვანს და სიუჟეტის ავტორს. სიუჟეტში ასახული ყველა ინფორმაცია არის ფაქტი და არ მომხდარა ჟურნალისტების მიერ პირადი პოზიციების თუ შეფასებების გამოხატვა. სიუჟეტში გასავრცელებელ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირებთან გასაუბრებისა და მათი პოზიციების ჩაწერის მიზნით ჟურნალისტი მივიდა სიუჟეტში ნახსენებ ყველა ორგანიზაციაში, თუმცა უკუკავშირი ვერ მიიღო, რამდენიმე მათგანმა განუცხადა, რომ ისინი „იმედს“ არ ეწერებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტელეიმედის“ ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი დაუსაბუთებელია.
15. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის განმარტებით, მაუწყებელს არ დაურღვევია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტი. მაუწყებელს არ მოუხდენია ვინმეს კერძო საკუთრებაში, ან ისეთ სივრცეში, რომელიც აღქმული იქნებოდა როგორც პირადი სივრცე, უნებართვოდ კამერის ან ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟება. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია სატელეფონო საუბრის ფარულად ჩაწერა, რაც გულისხმობს იმგვარ გადაცემას, რომლის თემატიკისთვისაც არის ეს განპირობებული. ამ შემთხვევაში არის ისეთი საფუძველი, როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის ისეთი საგანია, რომ არსებობს ამისთვის ვარაუდი, რომ შესაძლებელია არსებობდეს მტკიცებულებები და ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. პროგრამის სიზუსტე რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ამას ითვალისწინებს როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“. ეს არის გონივრულობის და ობიექტურობის ფარგლებში, ერთგვარი ვალდებულება მაუწყებლისა, რომ მაქსიმალურად გადაამოწმოს ესა თუ ის ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ ის საზოგადოებას გააცნობს. მაუწყებლის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნიდან ამოდიოდა ჟურნალისტი, როდესაც განახორციელა სატელეფონო ზარი და ის ფაქტები, რომელიც ეხებოდა ორგანიზაციის საქმიანობას და მას უნდა გაეშუქებინა სიუჟეტის მიმდინარეობის დროს, კიდევ მეტად გადააზუსტა და კიდევ მეტად გაამყარა, რათა არ გაევრცელებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც სისწორეს არ შეესაბამებოდა. მაუწყებლის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკითხი ეხებოდა არასრულწლოვანებს, ორგანიზაციის საქმიანობას და როდესაც ორგანიზაციის საქმიანობაზე აკეთებს ჟურნალისტი სიუჟეტს და ფაქტებს ეყრდნობა, ბუნებრივია, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ გადაამოწმოს ყველა ეს ინფორმაცია. ფაქტები, რომლებიც სიუჟეტისთვის ჰქონდა მომზადებული და მოპოვებული „იმედის კვირის" ჟურნალისტს, ეხებოდა სწორედ აღნიშნულ საკითხებს და მათთვის უფრო მეტი სიზუსტის შემატების მიზნით განახორციელა სადავო ზარი.
16. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის განცხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი დაუსაბუთებელია, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა
17. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (№25-10-2722, 10.12.2025) მიხედვით, მომჩივნების საჩივრისა და თანდართული სიუჟეტის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საჩივარში მითითებული გადაცემა განთავსებული იყო შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში, სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე. გადაცემაში გადაცემის წამყვანის - ი. ჩიხლაძის და სიუჟეტის ავტორის (ჟურნალისტის) მ. ოშხნელის მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „დეტალურად გიჩვენებთ, როგორ იყენებენ მდიდარი ენჯეოები და მათი გარე პატრონები იმ გამონაკლისს, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ კანონში ადამიანთა ტანჯვის შესამსუბუქებლად დაუშვა და რა როლი აქვს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის მხარდაჭერაში”; „ჩვენ უკვე ოთხი სერია გიჩვენეთ ხელოვნურ პროტესტზე და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებზე”; „გულწრფელად მაინტერესებს, იციან თუ არა მშობლებმა თავიანთი შვილების მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივ პროექტებში”; „სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; „მომავლის აკადემიის მიმდინარე პროექტ, ფენიქსის ორდენში, ლექციებს რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები და არასამთავრობოების წარმომადგენლები კითხულობენ”; „ზიბზიბაძის მომავლის აკადემია იყო ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი, რომლის დაფინანსებასაც გეგმავდა თითქმის 100 000 ფუნტით ბრიტანეთის საელჩო”; „4 ოქტომბერს უკვე დაიფერფლა რადიკალებისა და მათი გარე პატრონების იმედები”; „უცხოური სპეცსამსახურების მცდელობა რადიკალური აქციების დაფინანსებით, ექსტრემიზმის წახალისებით და პროცესში ახალგაზრდების ჩართვით მოაწყონ ქვეყანაში რევოლუცია, ყოველ ჯერზე დასრულდება კიდევ უფრო დიდი კრახით”.
18. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, მომჩივნები თვლიან, რომ ზემოაღნიშნული ფრაზები: ,,მდიდარი ენჯეოები”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი”, ,,ხელოვნური პროტესტი”, ,,გარედან მართული აგენტურა”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროექტები”, ,,ანტიკონსტიტუციური აქციები”, ,,რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები”, ,,ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაცია”, ,,რადიკალები”, ,,რადიკალური აქციები”, ,,ექსტრემიზმის წახალისებით” წარმოადგენენ წამყვანის/სიუჟეტის ავტორის მოსაზრებებს და გამოხატავს საჩივრის ავტორების საწინააღმდეგო პოზიციას. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
19. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, მომჩივნები მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებას ან/და გადაცემას. კერძოდ, „იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტში განთავსდა შპს „ტელეიმედის“ ჟურნალისტ მარიამ ოშხნელის სატელეფონო საუბარი ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის” მმართველი საბჭოს წევრ მარია დარჩიევთან. ჟურნალისტს კომენტარის მიღებისას არ წარუდგენია რესპონდენტისთვის თავი და ზარის მიზანი, ასევე არ გაუფრთხილებია რომ სატელეფონო საუბარი იწერებოდა და შესაძლებელი იყო გამოქვეყნებულიყო. მეტიც, საჩივრის ავტორის განმარტებით, ჟურნალისტმა მარია დარჩიევი მოატყუა, თითქოს მას ურეკავდა როგორც მშობელი, რომელსაც შვილის მიყვანა სურდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაში“. მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.
20. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი განმარტავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და ხელს უწყობს საზოგადოებისა და ინდივიდის განვითარებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ეს თავისუფლება დაცულია, მაგრამ შეიძლება შეიზღუდოს კანონით, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, სხვათა უფლებების, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ან სასამართლოს მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, შეხედულებების ქონის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. თუმცა, ეს თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით დადგენილი წესებით, თუ ეს საჭიროა ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციის, ჯანმრთელობის, მორალის, სხვათა რეპუტაციის, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ან სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მაუწყებლებისთვის ეს თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მედია მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. თუმცა, შეზღუდვები ხშირად მიზნად ისახავს სამართლიანი და მიუკერძოებელი საინფორმაციო გარემოს შექმნას.
21. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.1 კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება
1კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16.
მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2
22. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნის მიხედვით, მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივპოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.3
23. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, საჩივარში მითითებული სადავო ფრაზები რა ტიპის გადაცემაში იყო გამოყენებული. საჩივრის ავტორების თქმით, მათ მიერ მოყვანილი მაგალითები ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამიდანაა. შპს „ტელეიმედის” „იმედის კვირა” წარმოადგენს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც აჯამებს კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამდენად, მომჩივნები თვლიან, რომ ის შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს საავტორო გადაცემად.
24. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ახალი ამბების პროგრამის იდენტიფიცირებას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს პროგრამის დასახელების, ფორმატის, საგნის, ფორმის, აუდიტორიისთვის წარდგენის გზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ახალი ამბების პროგრამად, როგორც წესი, ფასდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: ახალი ამბების პროგრამა ფაქტობრივია და პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას; ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი, სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ და აუდიტორიას უშუალოდ აწვდიან ყოველდღიურ ინფორმაციას; სტუდიაში შესაძლებელია იყოს ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას; ახალი ამბები თანმიმდევრულად, როგორც წესი, წინასწარი განსაზღვრული თანმიმდევრობის მიხედვით მიეწოდება აუდიტორიას და გამოირჩევა მოკლე ფორმატით; ახალი ამბების წარდგენისას ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ სიუჟეტებით ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც შეიცავს მიმდინარე მოვლენებისა და საკითხების ახსნას ან ანალიზს, მათ შორის, მასალებს, რომლებიც შეეხება პოლიტიკურ ან ინდუსტრიულ დებატებს ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა ახალი ამბების პროგრამისგან განსხვავებით, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია, შეიცავს დეტალურ დისკუსიებს, ანალიზს და ინტერვიუებს და ხანგრძლივ რეპორტაჟებს. საავტორო პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ შეხედულებას ან პერსპექტივას. საავტორო პროგრამაში, შესაძლებელია გადმოცემული იყოს ჟურნალისტის, კომენტატორის, იმ პირის, რომელსაც აქვს პროფესიული ექსპერტიზა ან სპეციალიზაცია რომელიმე მიმართულებით ან საზოგადოების სხვა წარმომადგენლის საავტორო პოზიცია.4
2განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ. 2.
3კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17.
4 იქვე, გვ.4-5.
25. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ „იმედის კვირა“ წარმოადგენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას და იგი არ არის ახალი ამბების პროგრამა და არც საავტორო პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილია საავტორო პოზიცია. განსახილველ შემთხვევაში, „იმედის კვირაში“ განთავსებული ინფორმაცია არ ეხება დღის განმავლობაში ან პროგრამის დაწყებამდე მომხდარ ან პროგრამის მსვლელობისას მიმდინარე მოვლენებს და აუდიტორიას არ მიეწოდება ინფორმაცია მოკლე ფორმატით. ამასთან, კომისიაში დაცული, შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის მიხედვით, პროგრამას კვირის ანალიტიკური თოქ შოუს სტატუსი აქვს მინიჭებული. ვინაიდან, განსახილველი სიუჟეტი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ნიშნებს შეიცავს, კიდევ უფრო მარტივია ის გაიმიჯნოს საავტორო პროგრამისგან, ვინაიდან მისი მიზანი არის მაყურებელს გააცნოს გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებების და მასზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნების შესახებ და არა წამყვანის თუ სიუჟეტის ავტორის პირადი მოსაზრებების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ Ofcom- მა ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას ეხებოდა, აღნიშნა, რომ სადავო გადაცემაში ჟურნალისტის ძირითადი როლი იყო ჩატარებული გამოძიების შედეგების წარდგენა და არა მისი პირადი მოსაზრებების.5
26. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნის მიხედვით, „იმედის კვირაში“ განთავსებულია რამდენიმე ვრცელი ფორმატის რეპორტაჟი. ჟურნალისტის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ სპეციალურ რეპორტაჟში - „ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“, გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემისა და თანხის გამოყენების, ასევე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული კვლევა. ასევე, ნაჩვენებია სიუჟეტის მომზადების მიზნით ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობა. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის „ტ“ პუნქტის მიხედვით, ჟურნალისტური გამოძიება არის „ინსტიტუტებისა და საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის ან ქმედების დეტალური კვლევა და შესწავლა“. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სიუჟეტი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას.
27. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.6 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივპოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.7
5 Ofcom Broadcast Bulletin, Dispatches: The Court of Ken, Channel 4, 22 January 2008, 20:00, გვ.16.
6 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
7კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.
28. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, მხარეებს შორის სადავოა გადაცემაში გამოთქმული ზემოაღნიშნული ფრაზები არის ფაქტი თუ მოსაზრება. მომჩივანი მხარე სადავო ფრაზებს მოსაზრებად მიიჩნევს, ხოლო მოპასუხე - ფაქტად. ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. მოსაზრება არის სუბიექტური განცხადება, რომელიც ასახავს პირად რწმენას, გრძნობებს ან ინტერპრეტაციას და ვერ დასტურდება როგორც ჭეშმარიტება. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად. მოსაზრებები დამოკიდებულია ინდივიდუალურ პერსპექტივებზე.8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მოსაზრებაში იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე, და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.9
29. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება რაიმე ტიპის ფაქტობრივ მასალას, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, ასეთ შემთხვევაში ეს განცხადებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მაუწყებლის მიერ გამოთქმულ პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად. თუ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ასეთი გამონათქვამები კონკრეტულ პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, მაშინ ასეთი განცხადებები მიჩნეულ უნდა იქნას ბრალდებებად და არა მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი კი შეიცავს სპეციალურ რეგულირებას ბრალდებებთან დაკავშირებით.
30. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, ბრალდება ეფუძნება რაღაცა ტიპის ხდომილებებს, მოვლენებს, დოკუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ თავისთავად ის ჯერ არ არის ფაქტი, მაგრამ აქვს ფაქტად ქცევის პერსპექტივა. ამასთან, ბრალდების შემთხვევაში შესაძლებელია იმ ფაქტების/ფაქტობრივი მასალების შემოწმება რომელსაც ეფუძნება იგი. ბრალდება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად. აღნიშნულისაგან განსხვავებით, მოსაზრება არის წმინდა სუბიექტური დამოკიდებულება და კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის შესაბამის მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ იგი რაიმე სახის ტიპის მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს. ამასთან, ბრალდებისა და მოსაზრების, როგორც განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიების არსებობაზე ნათლად მეტყველებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტიც, რომლის თანახმადაც „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“. თუ ბრალდება მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად იქნა მიჩნეული, ეს გამოიწვევს იმას, რომ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ის საერთოდ დაუშვებელი იქნება. მაშინ, როდესაც იმავე მუხლის მე-8 პუნქტი ცალსახად უშვებს მაუწყებლის მიერ ბრალდებების გაჟღერებას, იმ დათქმით, რომ მაუწყებელს მოეთხოვება კანონით დადგენილი შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
31. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, „სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის
8 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
9 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022.
ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი10“. სიუჟეტი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას. ჟურნალისტი იკვლევს ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემას და თანხის გამოყენებას, ასევე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის საქმიანობას. სიუჟეტის მიზანია მაყურებელს გააცნოს გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებების და მასზე დაყრდნობით გაკეთებული ბრალდებების და დასკვნების შესახებ და არა მაუწყებლის პირადი მოსაზრებების შესახებ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფრაზები ვერ შეფასდება მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან/და პოზიციის გამოხატვად, ვინაიდან ის წარმოადგენს ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მაუწყებლის მიერ გამოყენებული გამონათქვამები მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა მოსაზრებებს.
32. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი განმარტავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ სიუჟეტში გამოთქმული ფრაზები წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოთქმულ ბრალდებებს და არა მოსაზრებებს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი აკრძალვა და შპს „ტელეიმედს“ ვერ დაუდგინდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა. ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს სატელეფონო საუბრის ჩაწერის წესს და მიუთითებს, რომ მაუწყებელს მეორე მხარესთან საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. ამასთან, შესაძლებელია, მაუწყებელი არ გეგმავდეს საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას და შესაბამისად, არც განუმარტოს მხარეს ამის შესაძლებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევებში თუ მაუწყებელი გადაწყვეტს მასალის გამოქვეყნებას უნდა აიღოს თანხმობა რესპოდენტისგან ან დაასაბუთოს მასალის გამოქვეყნების საზოგადოებრივი ინტერესით გამართლება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-6 პუნქტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ეთერში განთავსების მიზნით სატელეფონო საუბარი მაუწყებელმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩაიწეროს თუ არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტურ გამოძიებას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფარული მეთოდებით მასალის ჩაწერად შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული, და, ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად.მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაასაბუთოს ფარული მეთოდის გამოყენებით მასალის მოპოვების ან/და გამოქვეყნების აუცილებლობა, კანონის შესაბამისად.
34. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ საკითხი, რომლის შესახებაც მომზადდა სიუჟეტი და შესაბამისად განხორციელდა ფარული მეთოდით ზარის ჩაწერა წარმოადგენდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. მანვე მიუთითა, რომ საკითხი ეხებოდა ისეთ მგრძნობიარე თემას, როგორიც არის არასრულწლოვნები და საკითხის შესახებ სიზუსტის უზრუნველსაყოფად, გამართლებული იყო ფარული მეთოდის გამოყენება. ასევე, იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა ორგანიზაციის საქმიანობას და როდესაც ორგანიზაციის საქმიანობაზე აკეთებს ჟურნალისტი სიუჟეტს და ფაქტებს ეყრდნობა, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ გადაამოწმოს ყველა ეს ინფორმაცია.
10 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №ას-1477-1489-2011, 03.04.2012; №ას-797-2022, 25.02.2022.
35. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საზოგადოების კანონიერ ინტერესად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, როგორიცაა: დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან უკანონობის გამოვლენა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების დაცვა; პირების შესახებ გაკეთებული არასწორი ბრალდებების გამოკვლევა; ისეთი არაკომპეტენტურობის გამოვლენა, რაც საზოგადოებას ზიანს აყენებს;11 ხელს უშლიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას; ააშკარავებენ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.12 გადაცემაში ჟურნალისტი იკვლევს და შეისწავლის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასა და ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ განაწილების სქემას და მათ მიერ ამ თანხის გამოყენებას, რაც, დეპარტამენტის შეფასებით, უდავოდ, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
36. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსების, ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაზუსტების, გადამოწმების და მოპოვების მიზნით, ჟურნალისტი მიდის ორგანიზაციაში, სადაც არავინ ეხმაურება, უკავშირდება ორგანიზაციის დირექტორს, რომელიც მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხოლო, ორგანიზაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე უარს აცხადებს კომენტარის მიცემაზე. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ისინი უარს აცხადებენ ჩაწერილი კომენტარების მიცემაზე, ვინაიდან, მანიპულაციის შედეგად მათი კომენტარები სხვა რეალობით იქნება წარმოჩენილი, თუმცა, მზად არიან მივიდნენ „ტელეიმედში“ პირდაპირ ეთერში სასაუბროდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სატელეფონო საუბრის დაწყებამდე ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ მმართველი საბჭოს წევრ მარია დარჩიევისთვის თავის წარდგენის, ზარის მიზნის, სატელეფონო საუბრის ჩაწერისა და მისი გამოქვეყნების თაობაზე განმარტების მიცემის შემთხვევაში, ჟურნალისტი, ორგანიზაციის საქმიანობასთან, კერძოდ, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ მიერ განხორციელებულ პროექტში არასრულწლოვნების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, მმართველი საბჭოს წევრისაგან ინფორმაციას ვერ მიიღებდა, რაც ხელს შეუშლიდა უშუალოდ ორგანიზაციის წარმომადგენლისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვებას, გადაცემის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სისწორის გადამოწმებასა და ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას.
37. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის 1-ელი, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ფარული მეთოდით ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია. ამრიგად, მაუწყებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებრივი ინტერესით იყოს გამართლებული ფარული მეთოდებით მასალის ჩაწერა, არამედ, ცალკე უნდა შეაფასოს რამდენად არსებობს ამგვარი მეთოდებით მოპოვებული მასალის ეთერში განთავსების საფუძველი. კერძოდ, არსებობს თუ არა მასალის ეთერში განთავსების საზოგადოებრივი ინტერესი და დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.13 გადაცემაში, რომელიც ეხება ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასა და ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და
11კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება.
12 Brian Cathcart, ‘Is there is any difference between the public interest and the interest of the public?’-
ხელმისაწვდომია:https://inforrm.org/2011/10/08/is-there-is-any-difference-between-the-public-interest-and-theinterest-of-the- public-brian-cathcart
13 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება.
მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ განაწილების სქემასა და მათ მიერ ამ თანხის გამოყენებას, ჟურნალისტების მხრიდან ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი დამფუძნებლის მიმართ გამოთქმულია ბრალდებები ანტისაზოგადოებრივ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში არასრულწლოვნების ჩართვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს მიიღოს ინფორმაცია თუ რას ეყრდნობა ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ბრალდებები, რათა მიეცეს შესაძლებლობა გააკეთოს ინფორმირებული დასკვნა ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ბრალდებების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
38. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ფარულ სატელეფონო აუდიოჩანაწერში არ სახელდება რესპონდენტის არც ვინაობა და არც ორგანიზაციაში მის მიერ დაკავებული თანამდებობა. შესაბამისად, აუდიოჩანაწერში რესპოდენტი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის. მაუწყებლის მიერ ასეთი ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებით, რომელშიც რესპოდენტი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის, არ შეიძლება შეფასდეს რესპონდენტის პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად. ამდენად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
39. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. იქიდან გამომდინარე, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის 54- ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 542-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, შპს „ტელეიმედს“ არ დაურღვევია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
40. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
41. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
43. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ,,პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“.
44. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია ,,როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული, და, ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად“, ხოლო მესამე პუნქტის შესაბამისად, ,,ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის“, ხოლო, მე-6 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას (ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას)’’.
45. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
46. ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივარი პროგრამის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ბმულებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ -25-6/4510, 29.10.2025).
47. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (№25-10-2722, 10.12.2025).
48. ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალ. ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის წარმომადგენელისა და შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
49. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
50. შპს ,,ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
51. შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებულ გადაცემაში - ,,იმედის კვირა“, 20:02:01 – 20:22:38 საათზე, გავიდა სიუჟეტი - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“, რომელიც, მათ შორის, შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებასა და ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. აღნიშნული გადაცემა, ასევე განთავსდა მაუწყებლის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში (‘’Facebook”) “TV imedi’’-ისა და ,,იმედის კვირის“ გვერდებზე.
მტკიცებულება: მაუწყებლის ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია - https://www.imedi.ge/ge/video/206906/imedis-kvira--19-oqtomberi-2025-tseli; https://www.facebook.com/reel/1160245035446302; https://www.facebook.com/reel/1339029933746084; https://www.facebook.com/reel/1825797868037252. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა(№25-10-2722, 10.12.2025). ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4510, 29.10.2025).
52. საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მიერ გამოთქმულ შემდეგ განცხადებებს: „დეტალურად გიჩვენებთ, როგორ იყენებენ მდიდარი ენჯეოები და მათი გარე პატრონები იმ გამონაკლისს, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ კანონში ადამიანთა ტანჯვის შესამსუბუქებლად დაუშვა და რა როლი აქვს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის მხარდაჭერაში”; ,,ჩვენ უკვე ოთხი სერია გიჩვენეთ ხელოვნურ პროტესტზე და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებზე”; ,,გულწრფელად მაინტერესებს, იციან თუ არა მშობლებმა თავიანთი შვილების მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივ პროექტებში”;
,,სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; ,,მომავლის აკადემიის მიმდინარე პროექტ ფენიქსის ორდენში, ლექციებს რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები და არასამთავრობოების წარმომადგენლები კითხულობენ”; ,,ზიბზიბაძის მომავლის აკადემია იყო ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი, რომლის დაფინანსებასაც გეგმავდა თითქმის 100 000 ფუნტით ბრიტანეთის საელჩო”; ,,4 ოქტომბერს უკვე დაიფერფლა რადიკალებისა და მათი გარე პატრონების იმედები”; ,,უცხოური სპეცსამსახურების მცდელობა რადიკალური აქციების დაფინანსებით, ექსტრემიზმის წახალისებით და პროცესში ახალგაზრდების ჩართვით მოაწყონ ქვეყანაში რევოლუცია, ყოველ ჯერზე დასრულდება კიდევ უფრო დიდი კრახით”. მომჩივანთა განმარტებით, ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ფრაზები: ,,მდიდარი ენჯეოები”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი”, ,,ხელოვნური პროტესტი”, ,,გარედან მართული აგენტურა”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროექტები”, ,,ანტიკონსტიტუციური აქციები”, ,,რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები”, ,,ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაცია”, ,,რადიკალები”, ,,რადიკალური აქციები”, ,,ექსტრემიზმის წახალისებით”, წარმოადგენენ მათ საკუთარ მოსაზრებებს და გამოხატავენ მომჩივანთა საწინააღმდეგო პოზიციას.
მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4510, 29.10.2025). კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე მომჩივანთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები. მაუწყებლის ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია - https://www.imedi.ge/ge/video/206906/imedis-kvira--19-oqtomberi-2025-tseli;
https://www.facebook.com/reel/1160245035446302; https://www.facebook.com/reel/1339029933746084;
https://www.facebook.com/reel/1825797868037252.
53. 2025 წლის 19 ოქტომბერს, შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიუჟეტში - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“ განთავსებულია ჟურნალისტის სატელეფონო საუბარი ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის” მმართველი საბჭოს წევრთან, მარია დარჩიევთან. მარია დარჩიევის კითხვაზე: ,,რასთან დაკავშირებით?“ ჟურნალისტი პასუხობს: ,,ბავშვის მოყვანა მინდა და მაინტერესებს“, რაზედაც მარია დარჩიევი ეუბნება: ,,კარგით, გამოგიგზავნით დირექტორის ნომერს”. სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე ჟურნალისტს რესპოდენტისთვის თავი არ წარუდგენია, არ განუმარტავს ზარის მიზანი და არ უთქვამს, რომ ზარი იწერებოდა და გამოქვეყნდებოდა. ფარულ სატელეფონო აუდიოჩანაწერში არ სახელდება რესპონდენტის არც ვინაობა და არც ორგანიზაციაში მის მიერ დაკავებული თანამდებობა. შესაბამისად, აუდიოჩანაწერში რესპოდენტი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის.
მტკიცებულება: მაუწყებლის ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია: https://www.imedi.ge/ge/video/206906/imedis-kvira--19-oqtomberi-2025-tseli; https://www.facebook.com/reel/1160245035446302; https://www.facebook.com/reel/1339029933746084; https://www.facebook.com/reel/1825797868037252. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (№25-10-2722, 10.12.2025). ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4510, 29.10.2025). მხარეთა მიერ კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
54. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებისა და საქმიანობის, ასევე ორგანიზაციის დამფუძნებლის ალ. ზიბზიბაძის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით: ჟურნალისტი მიდის ორგანიზაციაში, სადაც არავინ ეხმაურება; ურეკავს ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დირექტორს, რომელიც ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს; ინტერვიუს ასაღებად მიდის ალ. ზიბზიბაძესთან, რომელიც უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე. საჩივრის ავტორები უარს აცხადებენ ჩაწერილი კომენტარების მიცემაზე, ვინაიდან, მანიპულაციის შედეგად მათი კომენტარები სხვა რეალობით იქნება წარმოჩენილი, თუმცა, მზად არიან მივიდნენ ,,ტელეიმედში“ პირდაპირ ეთერში სასაუბროდ.
მტკიცებულება: მაუწყებლის ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებული აუდიო- ვიდეო ჩანაწერები: https://www.imedi.ge/ge/video/206906/imedis-kvira--19-oqtomberi-2025-tseli; https://www.facebook.com/reel/1160245035446302; https://www.facebook.com/reel/1339029933746084; https://www.facebook.com/reel/1825797868037252. კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე მომჩივანთა წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (№25-10-2722, 10.12.2025).
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
55. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394- IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით შეიცვალა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი14.
3.2. მიუკერძოებლობის რეგულირება
56. 2025 წლის 1 აპრილის კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში მიმდინარე საკითხების გაშუქება პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, ასევე რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე15.
57. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
58. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა
14 ვრცლად იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“
15 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio- dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page - გვ. 17
უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
59. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის16. ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.17 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.18
61. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.19 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.20
62. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“Watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.21 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი
16 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49
17 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58
18 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.
19 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05
20 Communications White Paper – A New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communicationswhitepa per_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21
21 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89, საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
3.3. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა
64. საჩივრის ავტორთა განცხადებით, ჟურნალისტების პირადი მოსაზრების საფუძველზე საკითხების გაშუქება და მათი საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა მოხდა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში - ,,იმედის კვირა“, რომელიც აჯამებს კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და შესაბამისად, ის შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს საავტორო გადაცემად. ამდენად, დარღვევის შესაფასებლად უნდა შემოწმდეს მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამა არის თუ არა ახალი ამბებისა ან საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროგრამა.
65. პროგრამის იდენტიფიცირებას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს პროგრამის დასახელების, ფორმატის, საგნის, ფორმის, აუდიტორიისთვის წარდგენის გზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით22.
66. ახალი ამბების პროგრამად, როგორც წესი, ფასდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: ახალი ამბების პროგრამა ფაქტობრივია და პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას; ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი, სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ და აუდიტორიას უშუალოდ აწვდიან ყოველდღიურ ინფორმაციას; სტუდიაში შესაძლებელია იყოს ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას; ახალი ამბები თანმიმდევრულად, როგორც წესი, წინასწარი განსაზღვრული თანმიმდევრობის მიხედვით მიეწოდება აუდიტორიას და გამოირჩევა მოკლე ფორმატით; ახალი ამბების წარდგენისას ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ სიუჟეტებით ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ.23
67. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც შეიცავს მიმდინარე მოვლენებისა და საკითხების ახსნას ან ანალიზს, მათ შორის, მასალებს, რომლებიც შეეხება პოლიტიკურ ან ინდუსტრიულ დებატებს ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა ახალი ამბების პროგრამისგან განსხვავებით, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია, შეიცავს დეტალურ დისკუსიებს, ანალიზს და ინტერვიუებს და ხანგრძლივ რეპორტაჟებს.24
22 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
23 იქვე, გვ. 22
24 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio- dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page
68. საავტორო პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ შეხედულებას ან პერსპექტივას. საავტორო პროგრამაში, შესაძლებელია გადმოცემული იყოს ჟურნალისტის, კომენტატორის, იმ პირის, რომელსაც აქვს პროფესიული ექსპერტიზა ან სპეციალიზაცია რომელიმე მიმართულებით ან საზოგადოების სხვა წარმომადგენლის საავტორო პოზიცია.25
69. განსახილველ შემთხვევაში, გადაცემა ,,იმედის კვირაში“ განთავსებული ინფორმაცია არ ეხება დღის განმავლობაში ან პროგრამის დაწყებამდე მომხდარ ან პროგრამის მსვლელობისას მიმდინარე მოვლენებს და აუდიტორიას არ მიეწოდება ინფორმაცია მოკლე ფორმატით. ,,იმედის კვირაში“ განთავსებულია სხვადასხვა მოვლენებზე რამდენიმე ვრცელი ფორმატის ვიდეორეპორტაჟი. ჟურნალისტის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ სპეციალურ რეპორტაჟში - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“ გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიაზე“ განაწილების სქემის და თანხის გამოყენების, აგრეთვე ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული მოკვლევა. ასევე, ნაჩვენებია საკითხის მოკვლევისა და შესწავლისთვის ჟურნალისტის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების26 მიმდინარეობა. შესაბამისად, გადაცემის - ,,იმედის კვირა“ მიზანია მაყურებელს გააცნოს ჟურნალისტური გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები, და არა გადაცემის წამყვანის თუ სიუჟეტის ავტორის პირადი პოზიცია და მოსაზრება. გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას ეხებოდა, აღნიშნა, რომ სადავო გადაცემაში ჟურნალისტის ძირითადი როლი იყო ჩატარებული გამოძიების შედეგების და არა მისი პირადი მოსაზრებების წარმოდგენა.27
70. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ გადაცემა ,,იმედის კვირა“ განეკუთვნება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას. აღნიშნულ გადაცემას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამად მიიჩნევენ მხარეებიც. ამასთან, კომისიაში დაცული, შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის მიხედვით, პროგრამას კვირის ანალიტიკური თოქ-შოუს სტატუსი აქვს მინიჭებული.
3.4. სადავო გამონათქვამების შეფასება
71. საჩივრის ავტორთა განცხადებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში მოხდა ჟურნალისტების პირადი მოსაზრების საფუძველზე საკითხების გაშუქება და მომჩივნების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა, რითაც მაუწყებლის მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლითაც იკრძალება მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. ასევე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამდენად, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ჟურნალისტების მიერ გამოთქმული სადავო ფრაზები წარმოადგენენ თუ არა მათ მოსაზრებებს.
72. მოსაზრებაში იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე, და იმის მტკიცებას, სიმართლეს
25 იქვე, გვ. 4-5
26 კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, მუხლი 5, ქვეპუნქტი
,,ტ“ - ჟურნალისტური გამოძიება - ინსტიტუტებისა და საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის ან ქმედების დეტალური კვლევა და შესწავლა.
27 Ofcom Broadcast Bulletin, Dispatches: The Court of Ken, Channel 4, 22 January 2008, 20:00, გვ.16.
შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია28.
73. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს ინფორმაციასა (ფაქტები) და შეხედულებებს (შეფასებითი მსჯელობა) და არაერთ საქმეში განმარტავს, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს29.
74. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,აზრი“ არის ადამიანის პირადი, სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ და იგი არ ექვემდებარება მტკიცებას, ვინაიდან არის მსჯელობის, შეფასების შედეგი.
75. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი.30 ამდენად, სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მათი წარმოთქმის მთლიანი კონტექსტის მხედველობაში მიღების გარეშე. ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს.31
76. როგორც აღინიშნა, მოსაზრება არის პირადი, სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ და იგი არ ექვემდებარება მტკიცებას, ვინაიდან არის მსჯელობის, შეფასების შედეგი და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის მაკვალიფიცირებელ ელემენტს არ წარმოადგენს ის, რომ იგი რაიმე სახის მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს.
77. მაშინ, როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ასეთი გამონათქვამი კონკრეტულ პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, ის წარმოადგენს არა მაუწყებლის პირად მოსაზრებას ან დამოკიდებულებას, არამედ ბრალდებას, რომელზეც ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური რეგულაცია.
78. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად იქნა მიჩნეული, მაშინ, ის, ამავე კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთოდ დაუშვებელი იქნება, რაც წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის მე-8 პუნქტთან, რომლითაც დაშვებულია მაუწყებლის მიერ ბრალდებების გამოთქმა კანონით დადგენილი შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
28 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022
29 Oberschlick v. Austria -11662/85 § 63; Lingens v. Austria - 9815/82, § 46; Haes and Gijsels v. Belgium - 19983/92, § 46
30 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024
31 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024
79. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.32
80. ამდენად, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ჟურნალისტების მიერ გამოთქმული სადავო გამონათქვამები: ,,მდიდარი ენჯეოები”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი”, ,,ხელოვნური პროტესტი”, ,,გარედან მართული აგენტურა”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროექტები”, ,,ანტიკონსტიტუციური აქციები”, ,,რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები”, ,,ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაცია”, ,,რადიკალები”, ,,რადიკალური აქციები”, ,,ექსტრემიზმის წახალისებით”, უნდა შეფასდეს სადავო ფრაზებთან ერთად მისი შინაარსის გათვალისწინებით და არა თითოეული სიტყვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.33
81. როგორც უკვე აღინიშნა, გადაცემა ,,იმედის კვირაში“ განთავსებულ სიუჟეტში - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“ გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიაზე“ განაწილების სქემის და ამ თანხის გამოყენების, ასევე ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები. ამდენად, გადაცემის მიზანია მაყურებელს გააცნოს ჟურნალისტური გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები, და არა გადაცემის წამყვანის თუ სიუჟეტის ავტორის პირადი პოზიცია და მოსაზრება. შესაბამისად, გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მიერ გამოთქმული სადავო ფრაზები: „დეტალურად გიჩვენებთ, როგორ იყენებენ მდიდარი ენჯეოები და მათი გარე პატრონები იმ გამონაკლისს, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ კანონში ადამიანთა ტანჯვის შესამსუბუქებლად დაუშვა და რა როლი აქვს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის მხარდაჭერაში”; ,,ჩვენ უკვე ოთხი სერია გიჩვენეთ ხელოვნურ პროტესტზე და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებზე”; ,,გულწრფელად მაინტერესებს, იციან თუ არა მშობლებმა თავიანთი შვილების მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივ პროექტებში ”; ,,სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; ,,მომავლის აკადემიის მიმდინარე პროექტ ფენიქსის ორდენში, ლექციებს რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები და არასამთავრობოების წარმომადგენლები კითხულობენ”; ,,ზიბზიბაძის მომავლის აკადემია იყო ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი, რომლის დაფინანსებასაც გეგმავდა თითქმის 100 000 ფუნტით ბრიტანეთის საელჩო”; ,,4 ოქტომბერს უკვე დაიფერფლა რადიკალებისა და მათი გარე პატრონების იმედები”; ,,უცხოური სპეცსამსახურების მცდელობა რადიკალური აქციების დაფინანსებით, ექსტრემიზმის წახალისებით და პროცესში ახალგაზრდების ჩართვით მოაწყონ ქვეყანაში რევოლუცია, ყოველ ჯერზე დასრულდება კიდევ უფრო დიდი კრახით”, რომლებიც მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენენ ბრალდებებს და არა მოსაზრებებს.
82. იმას, რომ სადავო ფრაზები არ წარმოადგენენ მოსაზრებებს, ადასტურებს შპს ,,ტელეიმედიც“, რომლის განცხადებით, სიუჟეტში ჟურნალისტების მიერ გადაცემულია ფაქტების შესახებ ინფორმაცია და არ მომხდარა ჟურნალისტების მიერ პირადი პოზიციების თუ შეფასებების გამოხატვა. აღსანიშნავია, ასევე კომისიის სხდომაზე მომჩივანთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სიუჟეტში გასულ მცდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართული აქვთ მაუწყებლისთვის.
83. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
32 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024
33 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N ას-1503-2023, 22.03.2024
3.5. ფარული მეთოდით სატელეფონო საუბრის ჩაწერისა და მისი გავრცელების წესი
1. ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება
84. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ საკითხი, რომლის შესახებაც მომზადდა სიუჟეტი და შესაბამისად, განხორციელდა ფარული მეთოდით ზარის ჩაწერა წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, იყო ვარაუდი მტკიცებულებების არსებობის შესახებ და ეს აუცილებელი იყო პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. მანვე მიუთითა, რომ საკითხი ეხებოდა ისეთ მგრძნობიარე თემას, როგორიც არის არასრულწლოვნები და საკითხის შესახებ სიზუსტის უზრუნველსაყოფად, გამართლებული იყო ფარული მეთოდის გამოყენება. ასევე, იყო საკითხი, რომელიც ეხებოდა ორგანიზაციის საქმიანობას და როდესაც ორგანიზაციის საქმიანობაზე აკეთებს ჟურნალისტი სიუჟეტს და ფაქტებს ეყრდნობა, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ გადაამოწმოს ყველა ეს ინფორმაცია.
85. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული, და, ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს სატელეფონო საუბრის ჩაწერის წესს და მიუთითებს, რომ მაუწყებელს მეორე მხარესთან საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-6 პუნქტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ეთერში განთავსების მიზნით სატელეფონო საუბარი მაუწყებელმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩაიწეროს თუ არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტურ გამოძიებას.
86. დასახელებული საკანონმდებლო დებულების მიზნებისთვის საზოგადოების კანონიერ ინტერესად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, როგორიცაა: დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან უკანონობის გამოვლენა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების დაცვა; პირების შესახებ გაკეთებული არასწორი ბრალდებების გამოკვლევა; ისეთი არაკომპეტენტურობის გამოვლენა, რაც საზოგადოებას ზიანს აყენებს34; ხელს უშლიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას; ააშკარავებენ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.35
87. როგორც აღინიშნა, გადაცემაში ჟურნალისტი იკვლევს და შეისწავლის ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასა და ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ განაწილების სქემას და მათ მიერ ამ თანხის გამოყენებას, რაც, უდავოდ, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
88. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსების, ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალ. ზიბზიბაძის საქმიანობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაზუსტების და გადამოწმების და მოპოვების მიზნით, ჟურნალისტი მიდის ორგანიზაციაში, სადაც
34 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio- dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page
35 Brian Cathcart –‘’Is there is any difference between the public interest and the interest of the public?’’
არავინ ეხმაურება, უკავშირდება ორგანიზაციის დირექტორს, რომელიც მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხოლო, ორგანიზაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და დამფუძნებელი ალ. ზიბზიბაძე უარს აცხადებს კომენტარის მიცემაზე. ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ისინი უარს აცხადებენ ჩაწერილი კომენტარების მიცემაზე, ვინაიდან, მანიპულაციის შედეგად მათი კომენტარები სხვა რეალობით იქნება წარმოჩენილი, თუმცა, მზად არიან მივიდნენ ,,ტელეიმედში“ პირდაპირ ეთერში სასაუბროდ.
89. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სატელეფონო საუბრის დაწყებამდე ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ მმართველი საბჭოს წევრ მარია დარჩიევისთვის თავის წარდგენის, ზარის მიზნის, სატელეფონო საუბრის ჩაწერისა და მისი გამოქვეყნების თაობაზე განმარტების მიცემის შემთხვევაში, ჟურნალისტი, ორგანიზაციის საქმიანობასთან, კერძოდ, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ მიერ განხორციელებულ პროექტში არასრულწლოვნების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, მმართველი საბჭოს წევრისაგან ინფორმაციას ვერ მიიღებდა, რაც ხელს შეუშლიდა უშუალოდ ორგანიზაციის წარმომადგენლისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვებას, გადაცემის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სისწორის გადამოწმებასა და ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას.
2. ფარული მეთოდის გამოყენებით მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა
90. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულია კომუნიკაციის თავისუფლება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის გასაჯაროვება. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.36
91. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი იცავს ინდივიდის პირადი ცხოვრებას არა მარტო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც. თუმცა, იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. კერძო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, ინტიმური სფეროსგან განსხვავებით, არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში.37
92. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ფარული მეთოდით ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია. ამრიგად, მაუწყებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებრივი ინტერესით იყოს გამართლებული ფარული მეთოდებით მასალის ჩაწერა, არამედ, ცალკე უნდა შეაფასოს რამდენად არსებობს ამგვარი მეთოდებით მოპოვებული მასალის ეთერში განთავსების საფუძველი. კერძოდ, არსებობს თუ არა მასალის ეთერში განთავსების საზოგადოებრივი ინტერესი და დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.38
36 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-1155-1101-2014, 4.05.2015; №ას-1470-2018, 15.02.2019
37 სევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1165 რეზოლუცია ‘’Right to Privacy“ (1998) განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“.)
38 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio- dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page
93. განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფარულად ჩაწერილი, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ კერძო საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით. შესაბამისად, ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.39
94. როგორც აღინიშნა, გადაცემაში, რომელიც ეხება ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასა და ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ განაწილების სქემასა და მათ მიერ ამ თანხის გამოყენებას, ჟურნალისტების მხრიდან ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი დამფუძნებლის მიმართ გამოთქმულია ბრალდებები ანტისაზოგადოებრივ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში არასრულწლოვნების ჩართვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს მიიღოს ინფორმაცია თუ რას ეყრდნობა ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ბრალდებები, რათა მიეცეს შესაძლებლობა გააკეთოს ინფორმირებული დასკვნა ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ბრალდებების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ფარულ სატელეფონო აუდიოჩანაწერში არ სახელდება რესპონდენტის არც ვინაობა და არც ორგანიზაციაში მის მიერ დაკავებული თანამდებობა. შესაბამისად, აუდიოჩანაწერში რესპოდენტი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის.
95. ამდენად, ფარულად ჩაწერილი სატელეფონო აუდიოჩანაწერის განთავსება ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს, ჩარევა ხდება ლეგიტიმური საფუძვლით და ის წარმოადგენს დასახული მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
3.6. სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია
96. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დებულების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
97. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში სადავო გადაცემის განთავსებით მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 542 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას. შესაბამისად, აღნიშნული გადაცემის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებით, შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან არ დარღვეულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
98. ამრიგად, კომისიის მიერ დგინდება, რომ შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან ადგილი არ აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 542 მუხლის მე-5
39 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №ას-1155-1101-2014, 4 მაისი 2015; №ას-1470-2018, 15.02.2019.
პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალ. ზიბზიბაძისა და მ. დარჩიევის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 და ,ე-8 პუნქტების, 542 მუხლისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/4510, 29.10.25) არ დაკმაყოფილდეს.
2.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე(www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის, მარია დარჩიევისთვის და შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
