შპს „სტერეო +“ - სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2025 10:48
მიღების თარიღი ივნისი 12, 2025
შპს „სტერეო +“ - სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: შპს „სტერეო +“
კომისიის სხდომის თარიღი: 12.06.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს„სტერეო+“-მა კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის№შ-25-7/220428.05.2025 და №შ-25-7/2373 09.06.2025) ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის ასაგებად, ამავე განცხადების დანართში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად რადიოსიხშირეების (რადიოსარელეო სიხშირული წყვილების) 11 წლის ვადით მინიჭების თაობაზე.
2. შპს „სტერეო+“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიებს, ასევე წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა:
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა;
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი;
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება;
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი:
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
4. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“
5. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის № 25-10-1233 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2025 წლის 17 ივნისიდან სიხშირული რესურსის თერთმეტი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 238425.20 ლარი. აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (17.06.25-დან) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 10311.92 ლარს;
მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 19009.44 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 9504.72 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 9504.72 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 9504.72 ლარს; მეექვსე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 28514.16 ლარს; მეშვიდე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 28514.16 ლარს; მერვე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 28514.16 ლარს; მეცხრე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 28514.16 ლარს; მეათე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 28514.16 ლარს; მეთერთმეტე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 38018.88 ლარს.
6. ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
7. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 9 ივნისს შპს „სტერეო+“-ს გაეგზავნა წერილი № გ-25-03/1325, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (17.06.25-დან) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 10311.92 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2025 წლის 11 ივნისამდე. შპს „სტერეო +“-მა 2025 წლის 9 ივნისს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 10311.92 ლარი.
8. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „სტერეო +“-ის წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „სტერეო +“-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება თერთმეტი წლის ვადით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება № F 3288 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2025 წლის 17 ივნისიდან 2035 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. განესაზღვროს შპს „სტერეო+“-ს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 238425.20 (ორასოცდათვრამეტი ათას ოთხასოცდახუთი ლარი და 20 თეთრი) ლარის ოდენობით.
3. უზრუნველყოს შპს „სტერეო +“-მა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 238425.20 (ორასოცდათვრამეტი ათას ოთხასოცდახუთი ლარი და 20 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE20BG0000000598237668; მიმღების ბანკი - სს საქართველოს ბანკი; მიმღები ბანკის კოდი - BAGAGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური 19009.44 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 9504.72 ლარი - 2027 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 9504.72 ლარი - 2028 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 9504.72 ლარი - 2029 წლის 20 იანვრამდე; მეექვსე კალენდარული წლის საფასური 28514.16 ლარი - 2030 წლის 20 იანვრამდე; მეშვიდე კალენდარული წლის საფასური 28514.16 ლარი - 2031 წლის 20 იანვრამდე; მერვე კალენდარული წლის საფასური 28514.16 ლარი - 2032 წლის 20 იანვრამდე; მეცხრე კალენდარული წლის საფასური 28514.16 ლარი - 2033 წლის 20 იანვრამდე; მეათე კალენდარული წლის საფასური 28514.16 ლარი -2034 წლის 20 იანვრამდე; მეთერთმეტე კალენდარული წლის საფასური 38018.88 ლარი - 2035 წლის 20 იანვრამდე.
4. შპს „სტერეო+“-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
5. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სიხშირეებზე ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს 3400-3800 MHz დიაპაზონში მოქმედი მობილური სერვისების დაცვა ხელშეშლებისგან.
6. შპს „სტერეო+“ ვალდებულია დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
7. დაევალოს შპს „სტერეო+“-ს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი).
9. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „სტერეო +“-სთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
10. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „სტერეო +“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
11. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „სტერეო +“ -სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი