მაუწყებლობის სფეროში ი/მ „ბესიკ ჩუბინიძის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2025 12:34
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025
მაუწყებლობის სფეროში ი/მ „ბესიკ ჩუბინიძის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
განმცხადებელი: ი/მ „ბესიკ ჩუბინიძე“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ი/მ „ბესიკ ჩუბინიძემ“ (ს/ნ 01024033864) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/4121, 30.09.2025) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ი/მ „ბესიკ ჩუბინიძე“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი; ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის დეკემბრიდან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ტელეკომპანია ვარსკვლავები”.
2. კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ბესიკ ჩუბინიძის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) განცხადება და დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სამაუწყებლო კონცეფციას.
3. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 30 სექტემბერს ი/მ „ბესიკ ჩუბინიძის“ მიერ, ხარვეზით იყო წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება, კერძოდ განცხადებაში არ იყო შევსებული რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ტელერადიომაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელზე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება; ასევე გაუგებრად/შეუსაბამოდ იყო შევსებული განცხადების მე-6 და მე-8 პუნქტები.
ასევე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:
ა) ი/მ “ბესიკ ჩუბინიძის” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია.
4. კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-25-03/2350, 01.10.2025წ.).
II. სამოტივაციო ნაწილი
5. კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ი/მ „ბესიკ ჩუბინიძეს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2025 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. ი/მ „ბესიკ ჩუბინიძეს“ ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83- ე მუხლის მე-5 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს ი/მ „ბესიკ ჩუბინიძის“ (ს/ნ 01024033864) 2025 წლის 30 სექტემბრის №შ-24-7/4121 განცხადება, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ;
2. განემარტოს ი/მ „ბესიკ ჩუბინიძეს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ „ბესიკ ჩუბინიძესთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)
გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ი/მ „ბესიკ ჩუბინიძესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ი/მ „ბესიკ ჩუბინიძესთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი