წვდომის მენიუ

ი/მ„მანანა გვერდწითელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-25-1 / 499

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2025 12:16

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2025

ი/მ„მანანა გვერდწითელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე განმცხადებელი: ი/მ „მანანა გვერდწითელი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 2 ოქტომბერი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით   მიმართა   ი/მ   „მანანა   გვერდწითელმა“   (ს/ნ     59001043963) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/3940   ,    19.09.2025) ”მაუწყებლობის    შესახებ”    საქართველოს    კანონის შესაბამისად ავტორიზაციის  გავლის  თაობაზე.  კერძოდ,  განცხადების  შესაბამისად,  ი/მ  „მანანა გვერდწითელი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (საბავშვო) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის პირველ ნოემბრამდე;

ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება   ვრცელდება - მედიამომსახურების   მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

როგორც განცხადებაშია  აღნიშნული  სატელევიზიო  არხის  ბრენდული  სახელწოდება  იქნება „სტუდია მზე“.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ი/მ „მანანა გვერდწითელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია, კერძოდ:

ა) კომპანიის განცხადება;

გ)  საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

დ) სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ვ) ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 19 სექტემბერს ი/მ „მანანა გვერდწითელის“ მიერ, წარმოდგენილ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) განცხადება, კერძოდ განცხადებაში არ იყო შევსებული რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, ბრენდული სახელწოდება და ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ტელერადიომაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელზე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია. არ იყო შევსებული დეკლარაციის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები;

გ) არასრულყოფილად იყო შევსებული ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;

დ) ასევე თანდართულ დოკუმენტებში არ  იყო წარმოდგენილი  ი/მ  “მანანა  გვერდწითელის” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

4. კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-25-03/2282, 23/09/2025).

II. სამოტივაციო ნაწილი

5. კომისიის 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ი/მ „მანანა გვერდწითელმა“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის 30 სექტემბერს (წერილი №შ-25-6/4116).

6. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.კომისიის 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ი/მ “მანანა გვერდწითელს” დოკუმენტაცია სრულყოფილად აქვს წარმოდგენილი. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  ი/მ “მანანა გვერდწითელის” მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ი/მ “მანანა გვერდწითელი” ადასტურებს, რომ არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს.

საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

8. კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ “მანანა გვერდწითელის” მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge და თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე (https://portal.acb.gov.ge) გადამოწმების შედეგად მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

9. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა ი/მ „მანანა გვერდწითელის“ (ს/ნ 59001043963) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით ი/მ „მანანა გვერდწითელის“ (ს/ნ 59001043963) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ ან ლიცენზირებულ პირებთან არ დგინდება.

10. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა ი/მ „მანანა გვერდწითელი“.

11. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ი/მ „მანანა გვერდწითელის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.გატარდეს   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ   რეესტრში   ი/მ   „მანანა   გვერდწითელი“   (ს/ნ 59001043963) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (საბავშვო) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის პირველ ნოემბრამდე;

ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

2. ი/მ „მანანა გვერდწითელი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს ი/მ „მანანა გვერდწითელს“ კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ  „მანანა გვერდწითელისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ი/მ „მანანა გვერდწითელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე             თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები