შპს ”რადიო გურიისთვის” კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2025 16:37
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2025
შპს ”რადიო გურიისთვის” კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
განმცხადებელი: შპს ”რადიო გურია” (ს/კ 405787224);
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 25 სექტემბერი.
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს №გ-25-10/428 გადაწყვეტილებით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/285 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რადიო გურია“ (ს/კ405787224). კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო გურიას“ განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 1,328.40 (ერთი ათას სამას ოცდარვა ლარი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო გურიას“ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს №გ-25-10/428 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2025 წლის 21 აგვისტოს. კომპანიის მიერ 2025 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის (6,642.00 ლარი) 20% - 1,328.40 (ერთი ათას სამას ოცდარვა ლარი და 40 თეთრი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 19 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3952).
II. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლების და კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს №გ-25-10/428 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „რადიო გურიას“ (ს/კ 405787224) კერძო მაუწყებლობის №B206 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2035 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით;
ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13;
ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;
თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
შენიშვნა 2: ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად.
შენიშვნა 3: კომისიის თანხმობის შემთხვევაში ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად, მათ შორის სადგურების მდებარეობის.
ი) სალიცენზიო გადასახდელი: უზრუნველყოს შპს ”რადიო გურიამ” სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის ანუ 4 649.40 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდაცხრა და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22 სახაზინო კოდი - 300773062
388.00 ლარი – 2025 წლის 25 ოქტომბრამდე;
388.00 ლარი – 2025 წლის 25 ნოემბრამდე;
388.00 ლარი – 2025 წლის 25 დეკემბრამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 იანვრამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 თებერვლამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 მარტამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 აპრილამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 მაისამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 ივნისამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 ივლისამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 აგვისტომდე;
381.40 ლარი – 2026 წლის 25 სექტემბრამდე;
2. შპს ”რადიო გურია” ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში იქნა ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
გ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს 2026 წლის პირველ ივნისამდე (საქმიანობის დაწყებად ითვლება 2026 წლის პირველ ივნისამდე ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ის დაფარვა );
დ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს ”რადიო გურიისთვის” გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო გურიისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ”რადიო გურიისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ზ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) და თ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ი) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ), ვ), ზ), თ) ი) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი