შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2024 16:51
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2024
შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „გიორგი“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის N გ-24-18/260 გადაწყვეტილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N 24-10-1620, 22.08.2024 და N 24-10-1687, 03.09.2024).
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 12 და 19 სექტემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-1620, 22.08.2024 და N24-10-1687, 03.09.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
2. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „გიორგის“ არ შეუსრულებია შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, შპს „გიორგის“ დაევალოს 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4,3-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება აბონენტი კვარტალში) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გიორგის“ ჩაბარდა 2024 წლის 7 აგვისტოს. ამდენად, შპს „გიორგის“ მასზედ დაკისრებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 21 აგვისტოს ჩათვლით.
3. ასევე, სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „გიორგის“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება აბონენტი კვარტალში).
4. შპს „გიორგისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომები გაიმართა 2024 წლის12 და 19 სექტემბერს, რის შესახებაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „გიორგის“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები (Nგ-24-03/1886, 04/09/2024 და Nგ-24-03/1983,13/09/2024). კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/1983, 13/09/2024) ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-giorgis11.page) და გაიგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
10. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1620, 22.08.2024);
11. შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
12. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1687, 03.09.2024);
13. კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/1886,04/09/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
14. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/1983, 13/09/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-giorgis11.page;
15. კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1699, 04.09.2024);
16. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1730, 06.09.2024);
17. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გიორგის“ შესახებ მონაცემები;
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
18. შპს „გიორგი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „გიორგის“ შესახებ.
19. შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის
2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით შპს „გიორგის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
20. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „გიორგის“ დაევალა 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.3-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურებააბონენტი კვარტალში) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.
მტკიცებულება: შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილება.
21. შპს „გიორგის“ არ შეუსრულებია შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გიორგის“ ჩაბარდა 2024 წლის 7 აგვისტოს. ამდენად, შპს „გიორგის“ მასზედ დაკისრებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 21 აგვისტოს ჩათვლით. ასევე, შპს „გიორგის“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება აბონენტი კვარტალში).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1620,22.08.2024); კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1687, 03.09.2024) .
22. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „გიორგის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5% არ აღემატება 3000 ლარს;
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1730, 06.09.2024).
3. სამართლებრივი შეფასება
23. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „გიორგი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე. ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
24. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „გიორგის“ არ შეუსრულებია შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება (შპს „გიორგის“ დაევალა 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4,3-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურებააბონენტი კვარტალში) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.). ამდენად, კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში შპს „გიორგიმ“ არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კერძოდ, არ წარმოადგინა 2024 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება აბონენტი კვარტალში).
25. შესაბამისად, შპს „გიორგის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის N გ-24-18/260 გადაწყვეტილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
26. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვეტილებით შპს „გიორგის“ მიცემული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება და გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კომპანიას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. ვინაიდან, კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0.5% არ აღემატება 3000 ლარს, შპს „გიორგის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 3000 ლარი.
27. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიის 2024 წლის 6 ივლისის Nგ-24-18/260 გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, აგრეთვე 2024 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4 -ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება აბონენტი კვარტალში) წარმოდგენა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „გიორგის“ დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2024 წლის 6 ივლისის N გ-24-18/260 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
2. შპს „გიორგის“ დაევალოს 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა, აპრილის, მაისის, ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.3-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება აბონენტი კვარტალში) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;.
3. შპს „გიორგიმ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი-200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „გიორგისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „გიორგისთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „გიორგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
მიმაგრებული ფაილები