წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 341

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2024 17:03

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 08 აგვისტოს №32 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების   კომისიის 2024 წლის 08 აგვისტოს №32  სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.  დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის  08 აგვისტოს №32 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური                    თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე                წევრი

ეკატერინე  იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                 წევრი

ივანე მახარაძე                     წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №32 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 8 აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2024  წლის  №30  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს   „მთავარი  არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

4. შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „აისსელ ტელეკომისთვის“  მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს  „თბილისი  პარკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7. შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8. საზღვაო  ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ  (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9. შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

11.  შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მარიამ ლუკაშვილი - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

12. შპს „პოსტვ“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

13. შპს „ალტ ინფოს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები