წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 336

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2024 11:23

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის პირველი აგვისტოს №30 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის  პირველი აგვისტოს №30 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) სსიპ  „გარემოს  ეროვნული  სააგენტოსთვის“  არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი  - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) შპს „ნოვამეტროს“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს.    მაია    ქადეიშვილი - იურიდიული    დეპარტამენტი, ავტორიზაციისა  და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის  2024 წლის პირველი აგვისტოს №30 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის პირველი აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2024  წლის  №30  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

3.    საზღვაო   ხომალდისთვის   სახმობისა   და   ამოცნობის   ნიშნის   მინიჭების   შესახებ   (მომხს.   მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.    სსიპ   „გარემოს   ეროვნული   სააგენტოსთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.  სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.  შპს „ნოვამეტროს“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.  შპს  „ტვ  25“-ის  მიერ საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკატერინე ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები